|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » Breaking Dawn ♥
|
♥თავი პირველი♥
♥დანაშაული♥
–უკაცრავად, მის, – მომესალმა უცებ მამაკაცის ხმა.
შევტრიალდი, მაგრამ ნეტა არ შევტრიალებულიყავი.ძვირადღირებული სპორტული მანქანის გვერდით ორი მამაკაცი იდგა და ჩემს მანქანას მიშტერებოდა.პირველად მე მათი აღფრთოვანების მიზეზს ვერ მივხვდი.საერთოდაც,ჩემთვის ისიც საამაყო იყო, რომ ..ტოიოტას", ,,ფორდისა" და შევროლეს სიმბოლოებს ერთმანეთისაგან ვარჩევდი. ჩემი ახალი მანქანა შავი,მბზინვარე და ლამაზი იყო,აგრამ არც იმდენად,რომ ასე მომშტერებოდნენ.
–უკაცრავად, რომ გაწუხებთ,მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ,რა მოდელია? – მკითხა უფრო ტანმაღალმა.
–მგონი ,,მერსედესია" არა?
–რა თქმა უნდა, – თავაზიანად მიპასუხა ტანმაღალმა, მისმა ტანდაბალმა მეგობარმა კი ჩემს პასუხზე ირონიულად ჩაიცინა, – ეგ ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა, ,,მერსედეს გარდიანი" ხომ არაამეთქი.
ტანმაღალმა კაცმა ისეთი მოწიწებით წარმოთქვა მანქანის სახელი, რომ ვიფიქრე , ეს და ედვარდი, ანუ ჩემი საქმრო (ქორწილამდე სულ რამოდენიმე დღეღა რჩებოდა, ამას ვეღარსად გავექცეოდი) ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ–მეთქი.
–ეს მოდელი ჯერ ევროპაშიც კი არ იყიდება, – განაგრძო კაცმა, – აშშ–ზე აღარაფერს ვამბობ.
ჩემთვის ეს მანქანა ,,მერსედესისი" სხვა სედანებისაგან არაფრით განსხვავდებოდა,მაგრამ,აბა,მე რა გამეგებოდა?სანამ ტანმაღალი კაცი ყურადღებით ათვალიერებდა მანქანას,მე ისევ ჩემს პრობლემებზე ვფიქრობდი:ქორწილზე,საქმროზე და ა.შ აზრები ერთმანეთში მერეოდა.ერთი მხრივ, საქორწილო კაბისა და თაიგულის გაფიქრებაზეც მაჟრიალებდა, მაგრამ უფრო მეტად ედვარდის ქმრად წარმოდგენა მიჭირდა.ედვარდი და უბრალო მეუღლე ჩემთვის შეუთავსებელი ცნებები იყო.უცნობმა ჩაახველა,რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო.ის ჯერ კიდევ მიცდიდა,როდის ვუპასუხებდი მანქანის მოდელზე დასმულ შეკითხვაზე.
–არ ვიცი, – გულწრფელად ვუპასუხე.
–წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მანქანასთან სურათი რომ გადავიღო?
–ჩემს მანქანასთან გინდათ სურათის გადაღება? – დავიბენი
–დიახ.არავინ დამიჯერებს,თუ დამამტკიცებელ საბუთს არ ვაჩვენებ.
ავზი ავავსე და მანქანაში ჩავჯექი.წინა სავარძელზე მოვიბუზე,რათა უცნობი ავტომოყვარულის პროფესიონალური ფოტოკამერის ობიექტივში არ მოვხვედრილიყავი.მან და მისმა მეგობარმა ჯერ მანქანის წინ იპოზიორეს,შემდეგ საბარგულისაკენ წავიდნენ.
–ჩემი პიკაპი მენატრება, – სევდიანად ჩავიბუტბუტე.

–კარგი,გადაიღეთ

რატომღაც უცნაურად დაემთხვა, რომ ჩემი პიაპი უკანასკნელად ზუსტად ჩემი და ედვარდის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების დადების შემდეგ ახრიალდა.შეთანხმების თანახმად,პიკაპის ,,გარდაცვალების" შემთხვევაში,ედვარდისთვის ჩემთვის ახალი მანქანის ყიდვის უფლება უნდა მიმეცა.ედვარდი მეფიცებოდა,მე არაფერი მიეშმაკიაო.მისი აზრით,ჩემმა პიკაპმა ხანგრძლივად იცხოვრა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.არც მისი სიტყვების სისწორის გადამოწმება შემეძლო და არც პიკაპის მკვდრეთით აღდგენა.ჩემი ავტომექანიკოსი... ფიქრი აღარ დავასრულე და მამაკაცების საუბარს დავუგდე ყური.
–... ინტერნეტში ვიდეოს ვუყურე. ცეცხლსაფრქვევით მიადგნენ,მაგრამ საღებავიც კი არ გასცლია.
–რა თქმა უნდა, ამ პატარას ტანკითაც რომ გადაუარო, ვერაფერს დააკლებ.ასეთი მანქანები უმეტესად ახლო აღმოსავლეთის დიპლომატებისთვის,იარაღით მოვაჭრეებისა და ნარკობარონებისათვის მზადდება.
–შენი აზრით,ეს გოგო ვინმე განსაკუთრებულია? – ჩურჩულით ჰკითხა ტენდაბალმა მეგობარს.
–ალბათ.აბა,ყუმბარგამძლე მინა და ორიათასკილოიანი ჯავშანი ჩვეულებრივ გოგოს რაში დასჭირდებოდა? ალბათ სადმე უფრო სახიფათო ადგილას მიდის.
ორიათასკილოიანი ჯავშანი და ყუმბარგამძლე მინა? ტყვიაგაუმტარი მაინც ყოფილიყო, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც მქონდა... მხოლოდ ჩემნაირი უცნაური იუმორის პატრონი თუ იქნებოდა ამ დროს ხუმრობის გუნებაზე.ასეც ვიცოდი,რომ ედვარდი შეთანხმების ამ პუნქტს სათავისოდ გამოიყენებდა და იმაზე მეტს მომცემდა,ვიდრე ჩემგან მიიღებდა.თუმცა,რასაკვირველია,მანქანის შეცვის უფლებას რომ ვაძლევდი, არ მეგონა,ამას ასე მალე თუ იზამდა.ახლა ქუჩაში ყველა ჩემს მანქანას აყოლებდა თვალს და ჭორაობდა.მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო: ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,რომ ედვარდი ორ მანქანას მაჩუქებდა.ერთი დროებითია,მეორე – შემდეგისთვისო,ასე ამიხსნა გაანჩხლებულს.ახლა ,,დროებით" მანქანაში ვიჯექი. ედვარდმა ,,მერსედესი" რამოდენიმე კვირით იქირავა და ქორწილის შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებდა.ამის მიზეზს თავიდან ვერ ვხვდებოდი. მიზეზი კი ის იყო,რომ სუსტი და მოუქნელი ადამიანი ვიყავი და ჩემი უიღბლოობის გადამკიდე, ავტოკატასტროფისგან თავის დასაცავად ალბათ ტანკგამძლე მანქანა მჭირდებოდა.,,შემდეგისთვის განკუთვნილი მანქანა ჯერ არ მენახა.კალენების გარაჟის ყველაზე შორეულ კუთხეში შალითა ჰქონდა გადაფარებული.ალბათ ჩემს ადგილზე სხვას ცნობისმოყვარეობა სძლევდა და წამით მაინც შეიჭყიტებოდა შალითის ქვეშ,მაგრამ მე არა.ალბათ ის მანქანა უჯავშნო იყო – თაფლობის თვის შემდეგ ჯავშანი მაინც აღარ დამჭირდებოდა.მოუთმენლად ველოდი,როდის გავხდებოდი მტკიცე და ძლიერი.კალენად ყოფნა მხოლოდ ძვირფასი მანქანებისა და შთამბეჭდავი საკრედიტო ბარათის გამო არ იყო მიმზიდველი.ფიქრებიდან კაკუნმა გამომაფხიზლა.ტანმაღალა ავტომოყვარული იყო.
–ჩვენ მოვრჩით.დიდი მადლობა!
გავუღიმე და ამჯერად ფრთხილად დავაწექი პედალს.
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 1198 |
დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡
| რეიტინგი: 3.0/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|