სასაუბროში მწვანე შუქი მაქვს და ცნობისმოყვარეთა დაკითხვა-მოკითხვებიც არ აყოვნებს: რას შვრები, როგორ ხარ, სად იყავი, ვინ ნახე, რა გეცვა და რა გეხურა. პასუხებიც ერთფეროვანი, გაცვეთილი, შაბლონური, დაზუთხული.
ხოლო, საკმარისია, ვირტუალურ ალბომს ერთი ახალი ფოტო შევძინო და მნახველთა ინტერესის ტალღა უფრო მძლავრი და წამლეკავი ხდება, შესაბამისად მათთან გამართული დიალოგებიც უფრო მრავალფეროვანი: „შე უძალიანესმაგრადლამაზო, სად გადაიღე?"; „როდის გადაიღე? ვინ გადაგიღო?"; „ეე, აქ რა გაცვია, ახალია? ჰმ, მე რატომ არ მახსოვს..."; „ვარცხნილობა შეიცვალე თუ მეჩვენება? ჩოლკები თითქოს ოდნავ განზე გაქვს"...
აბეზარი დიალოგის ბოლო შეკითხვას კი ასეთი, ცნობისმოყვრეობის ახალი ტალღის წარმომშობი პასუხით ვტოვებ:
„- დაგილაიქა?
- არა, დამიკომენტა...".