|
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ბიონსე: ”მეგობრები კარიერას შევწირე”
9:46 PM ბიონსე: ”მეგობრები კარიერას შევწირე” |
მომღერალ ბიონსე ნოულზი გამოტყდა, რომ მეგობრები, მთელი დრო და ძალები მუსიკალურ კარიერას შესწირა.
ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიბადა. 29 წლის ბიონსე იხსენებს: "მე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში ვცხოვრობდი, სკოლა 14 წლის ასაკში მივატოვე და კერძო მასწავლებელთან დავიწყე სიარული, თანატოლებთან ურთიერთობისთვის დრო თითქმის არ მრჩებოდა. მეგობრების მაგივრობას ოჯახი მიწევდა".
ახალგაზრდა ბიონსემ, რომელმაც ჯგუფ Destiny's Child-თან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია, ყოველთვის იცოდა, რომ მომღერლობა სურდა და სცენაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.
"ბავშვობაში დედა მეუბნებოდა, რომ ის ვყოფილიყავი, რაც მსურდა. ერთ დროს დალაქობა მინდოდა, შემდეგ ცეკვის მასწავლებლობა. 7 წლის ასაკში სცენაზე პირველად გავედი და ეს გრძნობა შემიყვარდა. სხვა ბავშვების ფონზე მოუქნელი ვიყავი, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მაშინ დედას ვუთხარი: "არა მგონია გამომივიდეს, მაგრამ მომღერლობას ვაპირებ". 10 წლის ასაკში გოგონების ანსამბლში ჩავირიცხე, მამაჩემმა სამსახური მიატოვა და ჩვენი მენეჯერი გახდა", - ყვება მომღერალი.
|
კატეგორია: სიახლეები .. |
ნანახია: 1050 |
დაამატა: L-anano
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|