საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მაისი » 28 » Biography of Eminem
9:33 PM
Biography of Eminem
15 წლის ყველასათვის უცნობი მომღერალი – დები ნელსონი ერთ-ერთი ჯგუფის წევრზე დაქორწინდა და 1972 წლის 17 ოქტომბერს მისურის შტატში, კენზას-სიტიზე, გოგონას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის მსგავსად - მარშალ მეტერსი III დაარქვეს.

ბიჭი 6 თვის იყო მამამ რომ მიატოვა, ამიტომ ხშირად დედასთან ერთად ნათესავებთან უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ ისინი დეტროიდში, ისტსაიდის რაიონში დასახლდნენ, სადაც სკოლაშიც დადიოდა.

გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და სკოლის სასადილოში რეპ-ფრისტაილებს დიდი წარმატებით კითხულობდა. მეოთხე კლასში იყო, როდესაც უფროსკლასელ დი ანჯელო ბეილისთან სერიოზული პრობლემა შეექმნა და სკოლის გამოცვლა გადაწყვიტა. ასე მოხდა რამდენჯერმე, რის გამოც სწავლას ვერ ახერხებდა. მეგობრებიც არ ჰყავდა და მუდმივად უსიამოვნებები სდევდა თან.

1983 წელს, ერთ-ერთი უსიამოვნების დროს, იმდენად ძლიერად სცემეს, რომ 10 დღე კომაში იყო.

1984 წელს დედასთან ერთად კენზას-სიტიში ბრუნდება და თავის საუკეთესო მეგობარს - როგორც მას მომღერალი იხსენებს - რონის, საკუთარ ბიძას ხვდება. რონი რეპის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მან ორი რეპ-მუსიკის კასეტა აჩუქა მარშალს და დაარწმუნა, რომ მასაც არაჩვეულებრივად შეეძლო ამ საქმის კეთება.

13 წლის მარშალი თავად იწყებს რეპის წერას და ფსევდონიმს - „Eminem" და „Slim Shady" ირჩევს. 15 წლისა მომავალ მეუღლეს - კიმ სკოტს ხვდება და თავის პირველ რეპ-ჯგუფს ქმნის. 17 წლის ასაკში სკოლიდან გამოდის და ადგილობრივ რადიოსადგურში იწყებს მუშაობას.

1995 წელს ემინემის დებიუტი ჯგუფში „Soul Intent", სოლო-დებიუტი კი, 1996 წელს სოლო ალბომით „Infinite" შედგა, რომელიც საზოგადოებამ ცივად მიიღო. ამის შემდეგ მომღერალი EP „Slim Shady"-ზე იწყებს მუშაობას.

გადმოცემის თანახმად, რეპერმა დოქტორ დრემ „Interscope"-ის შეფის ფარეხში შემთხვევით იპოვნა ემინემის კასეტა. მისი მოსმენის შემდეგ მათ ერთად დაიწყეს მუშაობა.


მალე ახალი ალბომი „the Slim Shady LP" გამოვიდა, რომელშიც კომპოზიციები „I Just Don’t Give a Fuck" და „Brain Damage" შედიოდა. ვიდეორგოლმა სიმღერაზე „My Name Is" საბოლოოდ გაამყარა მომღერლის პოპულარობა. დიდი პოპულარობით სარგლებობდა 2000 წლის ალბომიდან აგრეთვე სიმღერები „The Real Slim Shady" და „Stan".


ის საკუთარ სიმღერებში ქალებისა და „ცისფერები"–ს წინააღმდეგ გამოდიოდა და ამიტომ ჰომოსექსუალების და ლესბოსელების მრავალრიცხოვანმა საზოგადოებამ ბოიკოტი გამოხატეს ემინემის „გრემის" დაჯილდოებაზე წარდგენის გამო. მიუხედავად ამისა, იგი „გრემი-2001"-ზე სამი ნომი
ნაციის გამარჯვებული გახდა.
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1136 | დაამატა: TaaK | ტეგები: http://s019.radikal.ru/i612/1205/71 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz