საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » ასე იყო, მე და ის. . . .
8:28 PM
ასე იყო, მე და ის. . . .
ჩემთვის საყვარელი წელიწადის დრო იდგა, გაზაფხული. თბილი, სასიამოვნო, მზიანი ამინდი იყო. ცას ლაჟვარდისფერი დასდებოდა და გულს საოცარი სიხარულით მივსებდა. ქალაქს გამოცოცხლება ეტყობოდა, ქუჩაში ხალხი მომატებულიყო, მათ სახეებზე ადვილად შეამჩნევდით კმაყოფილებასა და სიმშვიდეს, ახალგაზრდების გაფანტული ჯგუფები ხმაურიანად ედებოდნენ არემარეს. მეც ამ ხმაურს ვიყავი აყოლილი, მეც სიხარულით მიცემდა გული და თან ამ სიხარულს ლოდინი ერთვოდა. ვიდექი მარტო, თუმცა თავს მარტოდ არა ვგრძნობდი, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ხშირი მონაცვლეობით ირეოდა. მე ველოდი, უკვე 2 საათი შესრულებულიყო, ცოტას აგვიანებდა, მიუხედავად იმისა რომ ლოდინი არ მიყვარს, ეს ლოდინი მაინც სასიამოვნო იყო. და, აი ისიც გამოჩდა, სწრაფი, თუმცა მოზომილი ნაბიჯებით მოდიოდა, შორიდანვე შევატყე, როგორც კი დამინახა სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა, სანამ მომიახლოვდებოდა სახის გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ იღიმოდა. მე კი ამ დროს არ ვიცი როგორი სახე მქონდა, მგონი მეც ვუღიმოდი, მაგრამ არა ეშმაკურად, ჩემი ღიმილი უფრო უსიცოცხლო, აზრს მოკლებული იყო, თუმცა ვგრძნობდი რომ ბედნიერი ვიყავი. როცა ჩემს წინ იდგა და თვალებში გამჭოლი მზერით შემომყურებდა, უეცრად საშინელმა აზრმა გამიელვა თავში, თუმცა წამიერად, გამიელვა და გაქრა. ჩემს თავში მომხდარი ეს გაელვება ეტყობა სახეზე გამომესახა, შემატყო რომ რაღაცა ღრმა სევდა გამიკრთა თვალებში, ხელი შემახო და ოდნავ შემარყია _ჩემი ნახვა არ გიხარია? 
მისი შეკითხვა გამყინავად ჩამესმა, მივხვდი ჩემი გამომეტყველებით ეჭვი გავუჩინე. სასწრაფოდ გონს მოვედი და ბედნიერი ღიმილი მივაგებე.
_ რას ამბობ, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ!
ეს ბოლო ფრაზა არ ვიცი ნერვიულობისგან თუ მართლაც ზედმეტი ბედნიერებისაგან საკმაოდ ხმამაღლა წარმოვთქვი, ისე რომ ქუჩაში მოსიარულე რამდენიმე ადამიანის ყურადღება მივიპყარი.
_ მაშინ მოწყენილი რატომ ხარ?
ეს კითვაც უსუმოვნოდ მომხვდ ყურში.
_მოწყენილი? არა, არა პირიქით.
ვიუარე და ღრმად ამოვისუნთქე. შევატყე სახიდან ეჭვის ნისლი ოდნავ გადაჰყროდა, ათრთოლებული ხელი ჩავკიდე და ძლიერად მოვუჭირე. როცა მისი გახურებული ხელი ჩემსაც შეერწყა, მაშინღა მივხვდი რომ ხელები ყინულივით ცივი მქონდა. შეკრთა, ჩემი ხელი გულზე მიიხუტა და შეშფოთებულმა მკითხა
_რა ცივი ხელები გაქვს?
_ყინულივით.
დავუდასტურე მე. ტუჩებთან ახლოს მიიტანა ჩემი ხელი და აკოცა( არ ვიცი გასათბობათ თუ ისე) რაც უნდა ყოფილიყო მისი კოცნა მესიამოვნდა, მარტო ხელი კი არა მთელი სხეული გამითბო. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, წუთის წინ თვალებში გამკრთალი სევდა სადღაც გაქრა და სიხარულის ცრემლით აივსო.
საღამომდე ასე ხელჩაკიდებულები დავსეირნობდით. მშვიდი და სურნელოვანი საღამო იყო, ისეთი როგორიც გაზაფხულს შეეფერება. წუთით ჩამოვარდნილ სიჩუმეს ისევ ის არღვევდა და მიყვებოდა ბავშვობაში ჩადენილ „გმირობებს". სიამოვნებით ვუსმენდი, მის სახეზე წამიერად იცველებოდნენ მიმიკები, ხან კი მოულოდნელად თვალებში ჩამხედავდა და სითბოს ჩამიღვრიდა გულში. კიდევ კარგი ჩემი ცუი ფიქრი, რომელმაც თავში გამიელვა მას არ გავანდე , თორემ ყველაფერი იქვე და მაშინვე დამთავრდებოდა .
ასე იყო, მე და ის ხელჩაკიდებულნი ვსეირნობდით, ჰაერში იის სურნელი იგრძნობოდა. მე ხელები გამითბა, გაზაფხული იდგა. . .

კატეგორია: Love .. | ნანახია: 993 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz