რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საქველმოქმედო აქციის შეკრებაზე, ქეით მიდლტონმა დამსწრე საზოგადოებას ბავშვობისდროინდელი ნაიარევი უჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრინცესებიც კი არ არიან სრულყოფილი და იდეალურები.
ქეითის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიდლტონს ნაიარევი ბავშვობაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დარჩა. წყარომ უარი განაცხადა იმის დასახელებისგან, თუ რისი ოპერაცია გადაიტანა მიდლტონმა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმე საკმაოდ რთულად იყო.
ირკვევა, რომ სამეფო კარზე ეს პრობლემა მხოლოდ ქეითს არ აწუხებს- მის მეუღლე უილიამს 13 წლის ასაკში, გოლფის თამაშისას მიყენებული არანაკლები ნაიარევი აქვს.
|