ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა, ძვირფასი მეუღლისათვის 48-ე დაბადების დღეზე ორიგინალური სიურპრიზი მოეწყო.
ადგა, პატარა ჩანჩქერი და მის გარშემო არსებული მიწა იყიდა და პიტს აჩუქა.
საყოველთად ცნობილია, რომ ბრედი არქიტექტურითაა გატაცებული - წყვილი 2006 წელს პენსილვანიის შტატში ცნობილ „სახლს ჩანჩქერის ქვეშ" ეწვია.
ბრედი ისე მოიხიბლა, მოყვარულს ცოლს გულმა ვეღარ გაუძლო და ჩანჩქერი აჩუქა, რომლის ქვეშაც პიტი სულ მალე სახლს წამოჭიმავს.