ადამიანთა დაახლოებით 61% გრძნობს, რომ ინტერნეტდამოკიდებულია. ახლახან ჩატარებული გამოკითხვისას მომხმარებლებმა აღიარეს, რომ მოფლიო ინტერნეტის ქსელში შესვლაზე არ შეუძლიათ უარი ტქვან. რესურს SodaHead-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში საიდის 600–ზე მეტი მომხმარებელი მონაწილეობდა. გამოკითხვბის შედეგად დადგინდა, რომ მათი უმრავლესობა ინტერნეტდამოკიდებულია და ბევრმა მათგანმა დიაგნოზი საკუთარ თავს თავად დაუსვა. ქალები ინტერნეტდამოკიდებულებას მამაკაცებზე ხშირად განიცდიან. მშვნიერი სქესის წარმომადგენელთა 64–მა პროცენტმა მიუთითა, რომ ინტერნეტდამოკიდებულია, მაშინ, როდესაც ამ სიმპტომით არსებობა მამაკაცთა 55–მა პროცენტმა აღიარა. მსოფლიოში ქსელის ხიბლს 13–17 წლის მოზარდთა 73% ემონება. რესპოდენტთა ასაკის ზრდასთან ერთად ინტერნეტდამოკიდებულების პროცენტიც მცირდება. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის თანახმად, ინტერნეტმომხმარებელთა ის ნაწილი, რომელიც ინტერნეტს ონლაინ რეჟიმში მოიხმარს, გაცილებით ნაკლებადაა ინტერნეტდამოკიდებული. აღმოჩნდა რომ ინტერნეტში ყველაზე მეტ დროს 45–54 წლის ადამიანი ატარებს. ისინი კომპიუტერთან საშუალოდ 40 საათს ხარჯავენ. ბევრს ჰგონია რომ მოზარდები ყველაზე მეტად არიან ინტერნეტდამოკიდებულები, მაგრამ სინამდვილეში ისინი ინტერნეტის სივრცეში ყველაზე ნაკლებ დროს, კვირაში საშუალოდ 22,3 საათს ატარებენ
|