საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » :X :X :X
8:31 PM
:X :X :X

რა საიდუმლოს მალავდა უიტნი ჰიუსტონი? - გვამის გაკვეთის შემდეგ აღმოჩენილი შოკისმომგვრელი დეტალები
2012 წლის 11 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის გვამის გაკვეთის შემდეგ ექსპერტის მოხსენება ამერიკულმა პრესამ "შოკისმომგვრელად" აღიარა. 

"უიტნი ჰიუსტონის გვამი სავსე აბაზანაში აღმოაჩინეს. მისი კანის დიდი ნაწილი დამწვარი იყო", - ნათქვამია მოხსენებაში. დოკუმენტების მიხედვით, როცა მომღერლის გვამი აღმოაჩინეს, ტემპერატურა აბაზანაში 33 გრადუსს აღწევდა - ეს უიტნის გარდაცვალებიდან 6 საათის შემდეგ. 

"შესაძლოა, ჰიუსტონი ნახევრად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და წყლის ტემპერატურა ვერ განსაზღვრა", - აღნიშნა ლოს-ანჯელესის მთავარმა ექსპერტმა.

მედიკოსების დასკვნაში ნათქვამია, რომ იმ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, როგორსაც მომღერალი ეწეოდა, სხვა დასასრული მოსალოდნელი არც იყო: კოკაინის ხშირი გამოყენების გამო მისი ცხვირის ნესტოები გაფართოებული იყო. 

გაკვეთის შემდეგ მომღერლის სისხლში, კოკაინის გარდა, აღმოჩენილ იქნა მარიხუანას კვალი, ქსანაქსი (ანტიდეპრესანტი), ფლეკსერილი (კუნთოვანი რელაკსანტი) და ბენადრილი (ანტიჰისტამინური საშუალება).

"სავარაუდოდ, ჰიუსტონის სიკვდილი გულის ათეროსკლეროზულმა დაავადებამ და კოკაინის ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია" - ნათქვამია აგრეთვე მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ უიტნი ჰიუსტონის სხეულზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის იარები (ხელებსა და ფეხებზე); ასევე - დაჟეჟილობები მხრებსა და თავზე. 

ორი იარა, რომელიც მომღერალს მკერდის ქვეშ აღენიშნებოდა, იმის მანიშნებელია, რომ ჰიუსტონს პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მკერდის გასადიდებლად. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მომღერალს სხეულზე სხვა ქირურგიული ოპერაციების კვალიც აღენიშნებოდა: იარები მუცელსა და ბარძაყებზე, სავარაუდოდ, ლიპოსაქციის ნიშანია. 

"ჰიუსტონი აბაზანაში თავზე მჭიდროდ მორგებული პარიკით იწვა. მას მერე, რაც გარდაცვლილ მომღერალს პარიკი მოვხსენით, ვნახეთ, რომ, როგორც ამას სხვა წყაროები აღნიშნავდნენ, უიტნი მელოტი არ ყოფილა.   მას მოკლე, ტალღოვანი შავი თმა ჰქონდა" - აღნიშნა მოხსენებაში ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერალი მშობლიურ შტატში, ნიუ-ჯერსიში დაკრძალეს. ჰიუსტონს ბოლო გზაზე აცილებდნენ ოპრა უინფრი, ალისია კისი, კევინ კოსტნერი, მერაია ქერი, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვა ვარსკვლავები. 


ჰიუსტონი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ყველაზე მეტი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. მათ შორისაა 6 "გრემი", 15 "ბილბორდი", 21 "ემი". მსოფლიო მასშტაბით მისი სიმღერების 170 მილიონი ალბომია გაყიდული, აქედან 55 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში.
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 943 | დაამატა: mari_miley | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-04-11
- აჰააამ ეს ბიოგრაფიიაა ხოო? biggrin




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz