Taylor's Biography ♥ - 23 მარტში 2012 - - BonnY.Ucoz.Com

საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 594
მთავარი » 2012 » მარტი » 23 » Taylor's Biography ♥
8:28 PM
Taylor's Biography ♥


ტეილორ ელისონ სვიფტი (ინგლ. Taylor Alison Swift. 13 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი,კომპოზიტორი და მსახიობი. 



2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw", შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად); არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი



2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერი დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 16 მილიონი ალბომი მთელი მსოფლიოს მასშტაბითდა ამ დროისთვის ასევე სულ აქვს 136 ნომინაცია დაჯილდოვებებზე და აქედან 73 გამარჯვება მოპოვებული. 



 ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში"(Monster In My Closet) ერქვა, ხოლო 10 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა. 12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე, ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია, ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში" და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში" წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა „Bloomsburg Fair"–ის ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია ტვეინმა,ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 166 | დაამატა: -Anniiiee♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-08-02 Spam
- CHEMI TAYLORI MIYVARS SSIGIJEMEDE



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 345
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz