საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » - სელენა გომეზის ბიოგრაფია <3
9:21 PM
- სელენა გომეზის ბიოგრაფია <3


ნამდვილი სახელი : სელენა მარი გომესი
დაიბადა : 22 ივლისი, 1992 (ასაკი 19),გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ
ჟანრები : პოპ როკი, საცეკვაო პოპი ,სინთპოპი
საქმიანობა : მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
ლეიბლი : Hollywood
ვებგვერდი : ოფიციალური ვებსაიტი
SelenaGomez.Com

ადრეული ცხოვრება

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის 
მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი.

მამა წარმოშობით 
მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო 

როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ 
და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე,

რომელიც დღეს სელენას 
მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან ტეატრში რეპეტიციების დროს, 

რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი
 სხვა პროფესია არ სურდა.



სამსახიობო კარიერა


2002–06: „ბარნი და მეგობრები" 
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები."
 იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა.
 ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა".
ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში,
რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.




2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" 


 2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", ალექს რუსოს როლში.
სერიალი 6 მილიონამდე
 ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ.
ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი", სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან
ერთად.
ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი".

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი",
ამის შემდგომ
კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა",
რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო
გადაღებები
სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან,
რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.






2010 წლიდან დღემდე 

ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები
 მორიგი ფილმისა:
„ მონტე–კარლო". ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში
ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა.
 ამავე წელს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.



მუსიკალური კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე 
კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა 
სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე 
ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური 
სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების 
დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა 
დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის 
"პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის
 ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" 
საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან 
"Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!"




Selena Gomez & the Scene

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი 
უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ 
ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი 
პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც 
გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი 
სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის 
მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი 
"A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის 
დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 
66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს 
ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა 
სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who
 Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love 
Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 
1,354,000 ალბომი




სტუდიური ალბომები

  • (2009)-Kiss&Tell
  • (2010)-A year without rain
  • (2011)–When the Sun Goes Down



მუსიკალური ვიდეოები




სხვა სიმღერები





 

მუსიკალური ვიდეოები 

წელისათაურიმომღერალი
2008Burnin' Upძმები ჯონასები
2011The Dance RoutineThe Midnight Beast


ფილმოგრაფია 

 ფილმები 






ელესერიალები





ჯილდოები და ნომინაციები 




  

- Hope You Like it <3



კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 2180 | დაამატა: -Gamura^^ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2011-12-09
- gio macharashvili, maaDLooba <3




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz