საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » სიყვარულის ბალადა/love story
6:23 PM
სიყვარულის ბალადა/love story

მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული


ირაკლი კაკაბაძე, ფილმის რეჟისორი:
- ჩვენ ბევრი ჩამოუყალიბებელი იდეა გვქონდა: ჯერ სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" მიხედვით ფილმის გადაღება გვინდოდა, მაგრამ სერიალს რომ არ დამსგავსებოდა და თან - ხარისხიანი პროდუქტი მიგვეღო, ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იდეების გაცვლა-გამოცვლის დროს, სულ სხვა ფილმისთვის კარგი ღერძი ჩამოყალიბდა; მერე სცენარი დავწერეთ და ვისაც წავაკითხეთ, ყველამ მოგვიწონა. მოკლედ, მუშაობას მალე შევუდექით. ყველაფერი გვქონდა, რაც ფილმის გადაღებისთვის იყო საჭირო, მხოლოდ რეჟისორი არ გვყავდა. ბოლოს საქმემ მოითხოვა და რეჟისორობა მე ვითავე. ფილმის გადაღება 10 სექტემბერს დავიწყეთ.

- ფილმში რომელი მსახიობები მონაწილეობენ?
- რუსკა მაყაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი, კახა კინწურაშვილი, ნანა ლორთქიფანიძე, ბაჩო ქაჯაია - ეს ძირითადი ბირთვია. "სიყვარულის ბალადაში" ერთი უცხოელი, მაქსი კენედი მონაწილეობს, რომელიც 2 წელია, საქართველოში ცხოვრობს.

- გადაღება სად გქონდათ?
- თბილისში, კოჯორში, ყვარლის ტბაზე, სიღნაღში.

- ფილმის შინაარსს ვერ გაგვიმხელ?
- სამი მეგობარი ბიჭი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას მუშაობენ, ზაფხულში ერთად იკრიბებიან და ხვდებიან ბავშვობის დროინდელ მეგობარ გოგონას, რომლის როლსაც რუსკა მაყაშვილი ასრულებს. ბიჭებს სურთ, მასთან ერთად დასასვენებლად ბათუმში წავიდნენ, მაგრამ რუსკას გმირი, რომელიც პროფესიით არქეოლოგია, პროფესორთან და რამდენიმე სტუდენტთან ერთად ექსპედიციაში მიდის.

ბიჭებს გული სწყდებათ, რომ მეგობრის გარეშე მოუწევთ დასვენება, მაგრამ გოგონა გამოსავალს პოულობს და მათ სთავაზობს, - კახეთში თქვენც გამოგვყევითო. ბიჭები მის წინადადებას თანხმდებიან. მერე ირკვევა, რომ კახა კინწურაშვილისა და რუსკას გმირებს ბავშვობაში ერთმანეთი მოსწონდათ. ჰოდა, მათი ძველი სიყვარული "იღვიძებს", მაგრამ იქვეა უცხოელი, რომელიც ამ გოგონაზეა შეყვარებული... მოკლედ, ამ ფილმის ყურებისას ბევრს იხალისებთ.

- გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბები, ანუ ის გაიხსენე, რაც კადრს მიღმა დარჩა...
- ყვარელში რომ ჩავედით, დაგეგმილი გვქონდა, ერთი დიდი სცენა იმ საღამოსვე გადაგვეღო. ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ იქ უამრავი უცხოელი სტუმარი იყო და ის ტერიტორია, რომელიც გადასაღებად უნდა გამოგვეყენებინა, მათ ჰქონდათ დაკავებული. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი შეზარხოშებულები იყვნენ და დაშლას არ აპირებდნენ, ამიტომ ჩვენი აპარატურა ავალაგეთ და სხვა ადგილას გადავინაცვლეთ - იქაც პრობლემა შეგვექმნა, განათება ვერ დავაყენეთ და ისევ სხვა ადგილის ძებნა მოგვიხდა.

ამასობაში ღამის 3 საათი შესრულდა. უკვე ყველაფრისთვის მოვემზადეთ და უეცრად თოვა დაიწყო (იცინის). მართალია, თოვლჭყაპი იყო, მაგრამ კადრში ისე ჩანდა, თითქოს კარგად თოვდა. ჰოდა, სცენარში მცირედი ცვლილება შევიტანეთ. კიდევ კარგი, მალევე გადაიღო... ფილმი 25 დღეში გადავიღეთ და საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად შევეცადე, მსახიობები სერიალისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპები ყოფილიყვნენ. არ მინდა, მაყურებელს რუსკას დანახვისას ანჩო ან ნოდარის დანახვისას - პეტო გაახსენდეს. მსახიობებმაც შესანიშნავად იმუშავეს. ფილმი კინოთეატრებში 17 ნოემბრიდან გავა.

- ფილმს წარმატებას ვუსურვებ და აქვე იმ ცვლილებაზე გკითხავ, რომელიც "შუა ქალაქში" განახორციელეთ...
- (მაწყვეტინებს) სერიალი მაყურებლისთვის ცოტა მოსაბეზრებელი გახდა და რაღაცების შეცვლა ამიტომაც გადავწყვიტეთ.

- ლაშა და პეტო რატომ დატოვეთ?
- ამ პერსონაჟების დარჩენა "სცენარმა მოითხოვა". სხვათა შორის, სცენარისტების ჯგუფიც განვაახლეთ.

- ძველი პერსონაჟები პერიოდულად მაინც ხომ არ "გაცოცხლდებიან"?
- მაგაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ ძველი მსახიობების გამოჩენით შესაძლოა, ახლები დაიჩრდილონ... რაღაც პერიოდის მანძილზე იტყვიან, - წინა
"შუა ქალაქში" უკეთესი იყოო, მაგრამ მჯერა, მალე ამ გმირებსაც შეიყვარებენ.


vv


ნანა ლორთქიფანიძე:
- ფილმში პროფესორის როლს ვასრულებ, ნონა მქვია. განსხვავებული როლია, ასეთი ჯერ არ მითამაშია.

- თქვენი გმირი რით არის გამორჩეული?
- გარეგნობით, ჩაცმულობით, მანერით... როლზე მუშაობა საინტერესო იყო. გადასაღებ მოედანზე იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ბოლოს დავასკვენი, - თურმე ეს არის ჩემი ამპლუა-მეთქი. შევეცადე, ასაკით უფროს ქალს დავმსგავსებოდი, არადა, გაპრანჭვა, ლამაზად ჩაცმა, ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. სხვათა შორის, ფილმში არანაირი გრიმი არ გამოგვიყენებია: თამაშით, ჩაცმულობითა და ვარცხნილობით "დავბერდი".

- იმ 25 დღიდან, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაატარეთ, ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- კომედია ის ჟანრია, რომელშიც არაერთხელ მითამაშია. ხშირად კულისებში და გადასაღებ მოედანს მიღმა სახალისო განწყობილება სულაც არ არის, ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. იქ, სადაც რუსკა მაყაშვილი, კახა კინწურაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე არიან, შეუძლებელია მოიწყინო და არ იხალისო. თანაც, ახალგაზრდებთან ურთიერთობა მიყვარს.

ყვარლის სასტუმროში ჩვენი ჯგუფისთვის ნომრები წინასწარ იყო დაჯავშნილი, მაგრამ უცხოელების სიჭარბის გამო, ვერ შეგვინახეს. ყვარელში ჯგუფს არ გავყოლივარ, იქ 2 დღის შემდეგ ჩავედი. მსახიობები უკვე კერძო სახლებში ცხოვრობდნენ, ის ერთი ნომერი კი, რომელიც სასტუმროში გამოიძებნა, პატივისცემის ნიშნად, მე დამითმეს. ფილმში უცხოელი მაქსიც თამაშობს. ერთი დღე გადაღება კოჯორში გვქონდა. იქიდან ღამის 4 საათზე წამოვედი, სხვები კი დარჩნენ, რადგან სამუშაო კიდევ ჰქონდათ. მაქსიც გამომყვა.

ცნობისათვის, მე ინგლისური არ ვიცი კარგად, მაქსმა - ქართული. ისეთი დაღლილი ვიყავი, გზა ამერია და ამ უცხოელთან ერთად ტყეში დავიკარგე. იმწუთას ძალიან შემეშინდა, ახლა კი საკუთარ თავზე მეცინება... "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია. თითოეულ წუთსა თუ წამს უფრთხილდებიან, გაწერილი გეგმის მიხედვით მუშაობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება სასიამოვნო გარემო შეგიქმნან, რითაც მსახიობები განებივრებული არ ვართ.




ნოდარ გურგენაშვილი:
- ფილმში ზურა მქვია და ნანა ლორთქიფანიძის გმირის თანაშემწე ვარ, ექსკურსიამძღოლი. ჯგუფი კახეთში მიმყავს. არავის მეგობარი არ ვარ, უბრალოდ ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებ. სახასიათო როლია და მერწმუნეთ, მაყურებელი ზურაში პეტოს მანერებს ვერ დაიჭერს.

გადაღებისას ბევრი ვიხალისეთ; კომედია გადავიღეთ, მაგრამ კიდევ ერთი კომედია კადრს მიღმა დარჩა. ხშირად, მუშაობის პროცესში მსახიობებს რეჟისორის რიდი და შიში აქვთ, კაკაბაძესთან და კორხელაურთან მუშაობისას კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. როცა გადასაღებ მოედანზე მეგობრული ურთიერთობაა, მსახიობი არ კომპლექსდება, მეტად იხსნება და უკეთესად თამაშობს. მნიშვნელოვანია ისიც, როცა შენს აზრს თავისუფლად გამოთქვამ, გისმენენ და ითვალისწინებენ.

- მაყურებელმა ეს ფილმი რატომ უნდა ნახოს?
- იმიტომ, რომ საინტერესო და სახალისოა, სიცილი კი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.





რუსკა მაყაშვილი:
- თეატრსა და კინოშიც არაერთი როლი მაქვს შესრულებული. მრავალფეროვნებით ჩემი სასცენო როლები უფრო გამოირჩევა, კინოში კი რატომღაც, ერთი მიმართულებით მამუშავებენ. ამ შემთხვევაში ჩემი გმირი მშვიდი, კეთილი, წყნარი, გაწონასწორებული გოგონაა.

- განსხვავებული ხასიათის როლზე მუშაობა მსახიობისთვის ალბათ ორმაგად საინტერესოა.
- რა თქმა უნდა, საინტერესოა, როცა რაღაც ახალს აკეთებ. ყველაზე კარგად ის 6 დღე მახსენდება, რომელიც ყვარელში გავატარეთ, მერე კი სიღნაღში წავედით, სადაც საჰაერო ბუშტში ჩამსვეს. ვინაიდან სიმაღლის შიში მაქვს, თავიდან ჩაჯდომა არ მინდოდა, მაგრამ კადრისთვის იყო საჭირო და ძალით "ჩამტენეს". მერე აღარ შემშინებია, პირიქით - სიამოვნება მივიღე. მთელი დღეები ვგიჟობდით, ვერ ვწყნარდებოდით.

- როგორც ვიცი, ფილმში გადასაღებად დათო იმედაშვილმაც მიგიწვია.
- მართალია. მის ფილმს ერქმევა - "ვისი სული გსურს?" ზღაპრული კომედიაა.

გიორგი ვარდოსანიძე:
- გიორგი, როგორც მითხრეს, ფილმშიც მსახიობი ხარ.
- სანდრო უნიჭო მსახიობია, მაგრამ თავად ჰგონია, რომ ქვეყანაში მასზე ნიჭიერი არტისტი არ მოიძებნება, საკუთარ თავს ქართველ ჯონი დეპს ეძახის. ჰგონია, რომ ქალებში პოპულარულია და ნებისმიერი გოგოს "დათრევა" შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ვერასდროს ახერხებს. სამაგიეროდ, ერთგული მეგობარია და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ბავშვობის მეგობრები ერთად იყვნენ; მათ სიყვარულს გულშემატკივრობს.

როცა სცენარი წავიკითხე, ირაკლისთან მივედი და ვუთხარი, - ეს პერსონაჟი ასე დავინახე-მეთქი, - და შესრულების ჩემეული ვერსია შევთავაზე. ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. გადაღების დროს პერსონაჟის ხასიათი ერთად ჩამოვაყალიბეთ და საბოლოო ჯამში, გიორგი ძალიან ექსცენტრიკული, გიჟი ბიჭი გამოვიდა. მერწმუნეთ, ის ლევანიე ხომერიკზე ბევრად გიჟია.


კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1184 | დაამატა: KaThY❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz