საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » სასიყვარულო ლექსები(2)
7:57 PM
სასიყვარულო ლექსები(2)
***
“…ჩემთვისაც თითქოს შვიდივე ზეცის კარი გაიღო.
იყო ლაჟვარდი... იყო სითბო...
და სიყვარული მაინც არ იყო....”
***
"ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა..
უხმო თვალებით მელაპარაკე!!!"
***
"ნუღარ ბუზღუნებ უჩემობას სიცოცხლევ ჩემო,
თორემ შენს ჯიბრზე შენზე მეტად მომენატრები!!!!!"
***
"რომ დავრჩე შენთან შევაძულებ თავს მე სამყაროს,
რომ წამოვიდე შეგაძულებ ამით ჩემ ყოფნას,
რა ვქნა გაგცვალო ქვეყანაში თუ
შენში გავცვალო ქვეყანაიი?"
***
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
***
სადა ხარ როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი-
ფიქრები,ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან-
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,როცა ღმერთიც შორია..
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა
ფიქრს რამოდენა ფერფლი ქონია!..
***
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანეი

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს_
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.

შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვირაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,_
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.
კატეგორია: Love .. | ნანახია: 917 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz