საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » საკონკურსო თემა 2 ♥))
7:41 PM
საკონკურსო თემა 2 ♥))
აი მეც მომაწვა მუზა და დავდე
საკონკურსო თემა მეორე ტურისთის ))
არ დაგეზაროთ წაკითხვა)
და შემიფასეთ კომენტარებში*))




სიყვარული?// ჰმმ..
იცით  რა არის სიყვარული? ის არის რისი თქმაც ენით არ შეიძლება.მე ვთქვი წინა თემაში რომ არ მწვევია 'დიდი' სიყვარული და რომ მეწვიოს ხელს ვკრავთქო.იმიტომ ვთქვი რომ პატარა სიყვარულმაც გული მატკინა მე,და არამგონია დიდ სიყვარულს გავუძლო.სწორედ ამიტომ არ მინდა მე სიყვარული.მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვიცი რა არის სიყვარული.//



ნამდვილი სიყვარული არ არის უბრალო გრძნობა.ეს სტიქიური ძალაა და ზოგჯერ დამანგრეველიც.როცა სიყვარული შემოგიტევს უნდა შეეცადო მამაცურად დაუდგე და არ გაამარჯვებინო შენზე.არასდროს დაუჩოქო სიყვარულს და არ დაეცე,.მე კი მუხლებში მომხარა სიყვარულმა.დიახ! იმ პატარა სიყვარულმა.მაგრამ ისევ ავდექი და გავიმართე.! მე არ დავემონე მას!



ეს ის გრძნობაა რომლის ამოხსნა ბევრმა ცადა მაგრამ ვერ ამოიხსნა!.სიყვარულს ყველა თავისი ენით ხსნის.როდესაც ვინმე გიყვარს და მასაც უყვარხარ სამყარო სულ სხვანაირი გეჩვენება,ფერადი,ლამაზი,ხალისიანი.როცა გიყვარს და მას არ უყვარხარ კი პირიქით! თავი ყველაზე უბედური გგონია.გამუდმებით ფიქრობ იმაზე რომ მას არ უყვარხარ,გამუდმებით ფიქრობ რომ ყოველთვის ასე იქნება.



არ შეიძლება სიყვარულს წინ სიტყვა ნამდვილი დავურთოთ,სიყვარული სიყვარულია და ის თავისთავად უკვე ნიშნავს სინამდვილეს,დანარჩენი ყველა სხვა სიტყვა მასთან ზედმეტია და მას ვერც გაამუქებს და ვერც ფერს დაუკარგავს.შეყვარებული ადამიანის გული თითქოს წონაშიც იმატებს და ზომაშიც,რადგან სისხლძარღვები ფართოვდება და გგონია რომ ძალიან დიდი გული გაქვს.სიყვარული ოპტიმიზმით ავსებს ადამიანებს.რა საოცარი შეგრძნებაა როცა გიყვარს,თითქოს კი არ დადიხარ,არამედ დაფრინავ,ყველაზე მძიმე წუთებიც კი მსუბუქად გეჩვენება და გგონია სამყარო შენს გარშემო ტრიალებს,თითქოს გმერთმა მარტო შენი ბედნიერებისთვის შექმნა ეს ყველაფერი ცისქვეშეთში.გიყვარს–ე.ი. პულსი აჩქარებულია გული გამალებით გიცემს,ყველაზე უკეთ მაშინ შეიგრძნობ რა ბედნიერებაა რომ გაჩნდი,რა ლამაზია სიცოცხლე. არ შეგეშინდეთ თუ უცებ სუნთქვა შეგეკვრებათ,გული ყელში მოგებჯინებათ,გაიგონებთ საკუთარი გულის ფეთქვას,თუკი მუხლებში უჩვეულო სისუსტეს იგრძნობთ,თუ ღამით ძილი გაგიკრთათ და აბეზარი ფიქრები თავს არ განებებენ.ეს სიყვარულის კლინიკური ნიშნებია და ამ ყველაფრის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია.



ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. 
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. 
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... 
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. 
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. 
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს..



მოკლედ აი ეს იყო ჩემი საკონკურსო თემა))
არ ვიცი მოგეწონათ თუ არა მაგრამ რასაც ვფიქრობდი დავწერე))



კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 980 | დაამატა: -Anniiiee♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-03-31
- მაგარიაა ძაან:*:*:*




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz