საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » როგორ ვისწავლოთ კარგად?
10:33 PM
როგორ ვისწავლოთ კარგად?
წესი #1 - არ ვჯდებით კომპიუტერთან მანამ სანამ ყველაფერს არ ვიმეცადინებთ.

ეს წესი ყოველთვის ძალიან გამოგადგებათ (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი). მოდიხართ თუ არა
სახლში ნუ მიუჯდებით კომპიუტერს, ვინაიდან ის ის არის უნდა მოეშვათ მას და წიგნი ხელში
აიღოთ უცებ ერთი ახალი შეტყობინება (Notification)-ი მოგდით და თავს ვეღარაფერს უხერხებთ.
ამიტომაც მოსვლისთანავე დაივიწყეთ ყველა გასართობი და მეცადინეობას შეუდექით. თუ მაინც
და მაინც ძალიან გადაღლილი ხართ 10 წუთით წამოწექით ან რაიმე მიირთვით.


წესი # 2 ნუ იმეცადინებთ წამოწოლილი, ''ნაუშნიკებით'' ყურში, ფეისბუქში შემოსული და ა.შ.

ალბათ ბევრი თქვენგანი ცალი ხელით ჩატში ვიღაცას მესიჯს წერს და ცალი ხელით რაღაცას წერს
ან თუნდაც მუსიკას უსმენს და ფიქრებშია წასული... მართალია თქვენ გგონიათ, რომ ორივე
საქმეს ერთად აბამთ თავს, მაგრამ ბოლოში აღმოჩნდება, რომ თქვენ საქმე გააკეთეთ, თუმცა
უხარისხოდ. გირჩევთ მაგიდას სკამზე მოხერხებულად მიუჯდეთ წინ ყველანაირი გასართობის
გარეშე წიგნი დაიდოთ და გაკვეთილი რამდენჯერმე წაიკითხოთ. ამგვარად, თქვენი გონება
მხოლოდ სასწავლი მასალისკენაა მიმართული და კონცენტრაცია არაფრისკენ გეფანტებათ. საბოლოოდ,
მიხვდებით, რომ ასე ნასწავლი გაკვეთილი ბევრად ხარისხიანია და ის დიდი ხნით დაგამასხსოვრდებათ.

წესი # 3 თუ არ გესმით რომელიმე საგანი ნუ გადაწყვეტთ, რომ სხვა საგნები არ იმეცადინოთ.

ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეს ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა ან ყველა მათგანი არ ესმის. ამ შემთხვევაში
ისინი უარს ამობბენ თუნდაც გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის ან რომელიმე ჰუმანიტარული
საგნის შესწავლაზე. ეს დიდი შეცდომაა. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ მათემატიკური ნიჭი ეს არ ნიშნავს
იმას, რომ ყველაფერზე ხელი უნდა ჩაიქნიოთ. პირიქით, ისწავლეთ სხვა საგნები კარგად, რადგან
სიტყვაზე ისტორიის ან ქართულის წაკითხვას, სწავლას და მოყოლას დიდი ნიჭი არ სჭირდება.

წესი # 4 შეეცადეთ რაც შეიძლება წინ წაიგდოთ საქმე.

ნუ ფიქრობთ, რომ რადგან პარასკევი დადგა ორშაბათი აღარასდროს მოვა. წინ ხომ მხოლოდ 2 დღე
გაქვთ. ნუ მიიყვანთ იქამდე, რომ კვირას, საღამოს გაგახსენდეთ: ''უი არაფერი მქონია ნამეცადინები''
კარგი იქნება თუ გაკვეთილების ნაწილს პარასკევსვე მოითავებთ ან თუნდაც მთლიანად იმეცადინებთ
მათ. ამით ხომ მხოლოდ თქვენ მოიგებთ - მთელ შაბათსა და კვირას მეგობრებთან გართობაში გამოიყენებთ.

წესი #5 იყავით მიზანდასახული!

თუ როდესმე ცუდ ნიშანს მიიღებთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი! პირიქით მოუმატეთ სწავლას და ყველას
დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ საუკეთესო იყოთ. მიზნად დაისახეთ, რომ ათოსანი გახდეთ და
ამისთვის ყველა ზემოთმოყვანილი წესი გაითვალისწინეთ. მერწმუნეთ, კარგად სწავლით პირველ
რიგში საკუთარ თავს სცემთ პატივს, პირველ რიგში საკუთარ მომავალს იშენებთ. ხომ გაგიგიათ
''სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო''

P.S მე ყველას წარმატებებს გისურვებთ და გამიხარდება თუ ჩემი რჩევები სულ ცოტა მაინც დაგეხმარებათ!
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1417 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-01-29
- qeti komladze, biggrin




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz