საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს
2:28 PM
როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს
მალე სკოლა დაიწყება, თითქმის მთელი ინტერნეტ სივრცე ამ თემაზე წერს და მინდა მეც მოგცეთ ფრიად სასარგებლო რჩევები თემაზე რომელიც თითქმის ყველა მოსწავლეს აწუხებს: 
როგორ უნდა გამოვიყურებოდე სკოლის დაწყების დღეს?

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


იყავი გამორჩეული

"იყავი გამორჩეული" - ცოტა არ იყოს და ამბიციურად და თამამდ ჟღერს, მაგრამ იგულისხმება რომ არ უნდა იყო ბანალური. აი მაგალითად: სასურველია პირველ დღეს არ გამოჩნდე დახეული ჯინსებით, ან გახუნებული კეტებით. მოკლედ იმ ტანისამოსით, რაშიც მეგობრები ყოველ დღე და მთელი წელი გხედავენ. სასურველია არ ჩაიცვა თეთრი პერანგი, რადგან მთელი დაწყებითი საფეხური შენ გემგვანება. უნდა იყო ინდივიდუალური, თითქმის მთელი დღის გატარება სკოლის ეზოში მოგიწევს, თანაც სკოლა ხომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იწყება, შენს კლასში ახალი ბავშვები გადმოდიან, მათზე ხომ უნდა მოახდინო დადებითი შთაბეჭდილება, გარდა ამისა შენივე კლასელების ნაწილი კარგა ხნის უნახავი გეყოლება და აუცილებელია დახვეწილად, ელეგანტურად და გემოვნებიანად გამოიყურებოდე.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


გადმოეცი შინაგანი სამყარო, გარეგნობით

აუცილებელია რომ შენი შინაგანი სამყაროს დადებით თვისებებსა და მხარეებს გაუსვა ხაზი. აი მაგალითად თუ გიყვარს ხასხასა ფერები ეს შესანიოშნავია, ჩაიცვი რამე მკვეთღი ფერის პიჯაკი, ან მაისური (ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა), ნუ დაგავიწყება თვალი გადაავლო მოდურ პრინტებს და ტანისამოსი ისე აარჩიო, კარგი იქნება თუ არ გამოიყენებ ყვავილებიან პრინტს (ეს ძალიან ბანალური გამოჩნდება) მაგრამ ნუ დაგავიწყება რომ ყვავილების ფორმასა და ფერსაც გააჩნია. შეგიძლია შეიმოსო ზოლიანით, ან კოპლებიანით, ახლა დიდ სიმპატიებს იმსახურებს სხვადასხვა ფერის საღებავით უბრალოდ დაწიწწკლური პრინტი. ეს შენს თავში უნდა გაარკვიო და მაქსიმალურად უნდა გადმოოიტანო ტანისამოსზე.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


აუცილებელია სწორად აწყობილი ლუქი

სწორად აწყობილი ლუქი მართლაც მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად შენ შეიძლება ჩაიცვა შორტი რომელიც ძალიან გიყვარს, და მაისური რომელიც ასევე ძალიან გიყვარს, მაგრამ მკვეთრი განსხვავებაა სტილში, შენ შეიძლება ეს მოგწონდეს კიდეც, მაგრამ შეიძლება ცალ-ცალკე მათით იმდენად გატაცებული იყო რომ ეს ვერც შეამჩნიო. სკოლის პირველი დღე კი კი ის დღეა როცა აზრი სხვასაც უნდა ჰკითხო. კარგი იქნება თუ ამას ჰკითხავ შენზე შედარებით უფროს ადამიანს: ძმას, დას, მეგობარს... თუ შენ აპირებ ჩაიცვა პიჯაკი, მაშინ ის პერანგზე მოირგე, თუ შენ აპირებ ჩაიცვა ფერადი მაისური, თამამდ შეუხამე იმავე ფერების შორტი ან შარვალი, ხოლო თუ შენ კაბიც ჩაცმას გეგმავ კარგი იქნება თუ მას ლამაზ ბლუზს შეუხამებ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელსაც, არ გირჩევ მაღალ ქუსლებზე შედგომას, თუ კლასიკური სტილი მოგწონს ჩაიცვი ტაპკები/ბალეტკები მაგრამ თუ კეტები განსაკუთრებით გიყვარს ნურც ამის მოგერიდება, ეს სკოლაა და შენ უბრალოდ მოსწავლე ხარ. ასევე არ გირჩევდი სანდლების ჩაცმასაც.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


ტრადიციული სამოსი პირველი დღისთვის 

თუკი მოგწონს მსგავსი რაღაცეები, რატომაც არა, შეგიძლია თამამად გამოჩნდე ტრადიციულ პერანგში და გრძელ წინდებში შავი ტუფლებით ან ოქსფორდებით. რომ თმაზე ბანტი შეიბა, საერთოდ კი ლუქის გახალისება (თუ შეეფერება) ბანტით, ყეკლსახვევით, ან კიდევ ჰალსტუხიც მიღებული იქნება. გარდა ამისა თამამდ შეგიძლია მოირგო ცილინდრი ან ბერეტი, მაღალწელიანი ქვედაბოლო, ლამაზი კლასიკური კორსეტი და მსგავსი ტრადიციულიი სამოსი. 
მაგრამ მთლად ნურც მეოცე საუკუნეში ჩარჩები, თავი მოარიდე შოტლნტკა კაბებს, ან წინსაფარს და მსგავს ტანისამოსს, რომლითაც შეიძლება პირველკლასელს მიგამგვანონ, ან მასწავლებლებმა თავიანთი ბავშვობა გაიხსენონ.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


მაკიაჟი და აქსესუარები 

მაკიაჟი, სკოლისთვის საკმაოდ საკამათო თემაა, ასე რომ მაქსიმალურად უნდა ეცადო ისე გამოიყურებოდე რომ მისაღები იყო და არ თქვან რომ დიდ ქალს დაემსგავსე. მსუბუქ ყოველდღიურ მაკიაჟზე ოდნავ მეტი უკვე საკმარისია. თუ რათქმაუნდა უფროსკლასელი ხარ. მაგრამ თუ ხარ 8 კლასზე დაბლა მაშინ სასურველია პარფიუმერიით თავი არ შეიწუხო. შენ შეგიძლია ყურადღება ვარცხნილობაზე ან აქსესუარებზე გადაიტანო. აქსესუარები არ უნდა იყოს ძალიან ბევრი. სკოლისთვის ეს ასევე მიუღებელია, თუმცა თუ შენ თვლი რომ შენს სკოლაში ეს მიღებულია მაშინ შეგიძლია თამამად აისხა ის რაც გინდა. კარგი იქნება თუ რაიმე განსხვავებულ ვარცხნილობას გაიკეთებ, ისეთს როგორსაც იშვიათად გამონაკლის დღეებში იკეთებ ხოლმე. მაგრაკმ მე არ ვგულისხმობ სადღესასწაულოდ სალონში დავარცხნილ თმას, უბრალოდ ლამაზი და ორიგინალური ნაწნავი უკვე საკმარისია.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს


წინასწარი მომზადება ყოველივესთვის

კარგი იქნება თუ ყველაფერს რამდენიმე დღით ადრე დაგეგმავ და საჭირო ნივთებსაც შეიძენ. 
ესტუმრე რამდენიმე მაღაზიას ან ბაზრობას და აარჩიე მხოლოდ საუკეთესო და მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი. ნუ დაფეთდები რამეზე მაშინვე, შეიძლება ძვრიიანი რამ მოგეწონოს, იყიდო და მეორე დღერს უკეთესი ნახო, ასეთ სშემთხვევაში აშკარააა ძალიან ინანებ.. შეგიძლია წინასწარვე დაგეგმო რისი შეძენა გინდა, ამისთვის საკმაირისა ინტერნეტში ლუქებს გადაავლო თვალი. 
ნუ იდარდებ თუ შენი არჩეული ტანისამოსი არც ისე მოდურად გამოიყურება. მოდა ისაა რაც გიხდება მოხდენილობა კი ყველაფერზე უკეთესია.


როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის დაწყების დღეს
wyaro: Angel.Ge
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1162 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-04-01
- ვაიმე ძლივს მტავრდება სკოლა ქალოო შემარგე biggrin




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz