საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ყოველდღიური წვრილმანები (5)
9:53 PM
ყოველდღიური წვრილმანები (5)
1. მეტროს სადგურში შრიალი/ხმაური რომ გესმის და ვერ ხვდები რომელი მხრიდან მოდის მატარებელი, სანამ არ დაინახავ..
2. სასიამოვნო შეგრძნება, დილით ფანჯრიდან რომ გაიხედავ და მოულოდნელად თოვლს ხედავ...
3. თითზე რომ ნიშანი გაქვს რაღაც არ დაგავიწყდეს და ვერ იხსენებ რა არ უნდა დაგვიწყებოდა
4. მეგობარი რაღაცას რომ ითვლის და შენ უაზროდ, ხელის შესაშლელად იძახი სხვადასხვა რიცხვებს..
5. შენს კორპუსში, კიბეებზე რომ ადიხარ და მეზობლის კარების ჩხაკუნის გაგონებაზე, ფეხს რომ უჩქარებ...
6. სტატუსს რომ წერ, მრავალჯერ რომ შეამოწმებ მექანიკურ შეცდომებზე და გამოქვეყნების შემდგომ რომ შეამჩნევ არასწორედ დაწერილ სიტყვას...
7. გარკვეული რაოდენობის გვერდების წაკითხვის შემდეგ, წიგნს რომ გვერდიდან უყურებ და ადარებ წაკითხული და წასაკითხი ფურცლების რაოდენობას... (სკოლის წიგნებზე ვაკეთებ ეგრე )
8. დილით ახალგაღვიძებულს რომ გცივა და ყავის ან ჩაის ცხელი ფინჯანი ორივე ხელით რომ გიჭირავს და განცხრომით თბები...
9. დაფასთან მოსწავლის გაძახების დროისას ყველა დაბლა რომ ხრის თავს, რათა მასწავლებელს თვალში არ მოხვდეს..
10. ერთ-ერთი საყვარელი გასართობი, ახალნაყიდ ნივთს რომ ტკაცუნა პარკი აკრავს..
11. უამრავ კუსტარულად გადაღებულ ვიდეოში აუცილებლად ისმის კითხვა: "ვიდეოა ჩართული?
12. უკან მოხედვა, ქუჩაში ვიღაც შენს სახელს რომ ახსენებს.. არადა არაფერ შუაში ხარ
13. რაღაც კარგი რომ შეგემთხვევა და მარტო შენ რო გიხარია და სხვას არავის.....
14. როცა შენი ყველა FB მეგობარი Online-ა იმ ერთის გარდა, რომელიც ყველაზე მეტად გინდა რომ იყოს.
15. ჭექა-ქუხილისას ფანჯრიდან რომ იყურები და საკუთარ თავს ენაძლევები იმის გამოცნობაში, თუ რამდენ წამში იქნება მორიგი გაელვება... (ააჰჰ biggrin ესე ვაკეთებ ხოლმე მეც biggrin )
16. რაღაცის მოხდენამდე წამებს უკუღმა რომ ითვლი და ბოლოსკენ თვლას რომ ანელებ... (4.. 3... 2...... 1.......... 0,5............)
17. როდესაც ვინმე გთხოვს მობილურს და შენ მესიჯების წაშლას იწყებ.
18. კომპიუტერში რაღაცის კეთებისას თან სიმღერას რომ უსმენ, მაგრამ ვერ აღიქვამ...
19. აღნიშვნა ყველას მიერ, რომ "პირადობის სურათში ძალიან საშინლადაა".
20. "ბუძილნიკზე'' (მაღვიძარა) დაყენებული სიმღერის/მუსიკის ნელ-ნელა შეძულების პროცესი...










კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1046 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2011-12-27
- მეგი მაღრაძე, Devilkaa Miweria ..




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz