საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ობოლი გოგონას დღიური
11:07 PM
ობოლი გოგონას დღიური

* * *

ცხოვრება მიხარია! დღეს ნოდარიკომ მამიდას უთხრა: მელანო ძალიან მიყვარს და იმედია, ჩემთან დანათესავების საწინააღმდეგო არაფერი გექნებათო. მამიდან კი ის შვილივით მიიღო და როგორც სასიძო, გულში ჩაიკრა. მიხარია, მიხარია, მიხარია..."


* * *

"დღეს გუჯა ბიძიაგვყავსა სტუმრად. ჰოდა გაიხსნენა ის ავბედითი დღე, როცა იმქვეყნად წახვედით. გუჯა ბიძიამ თქვა, რომ ის კაცი, ვინც თქვენს მანქანას დაეჯახა, დაიჭირეს და ახლა მისი შვილები ჩალიჩობენ, "სვაბოდაზე" რომ გამოიყვანონო... მეზიზღება ის კაცი, მაგრამ მისი შვილები მაინც მეცოდებიან.ალბათ მათაც ისევე ენატრებათ მამა... დედა, მამა, თქვენ არ იცით, როგორ მოქმედებს ჩემზე ამ ავტოავარიის გახსენება. არ მესმის მამიდასი, რომელმაც თქვენი გასვენების დღეს ფოტოგრაფი მოიწვია და სურატები გადააღებინა, – ბავშვს სამახსოვროდ დარჩება;  ახლა პატარაა და ცოტა ხანში ეს დღე არ ემახსოვრებაო. მე კიდევ იმ დღეების გახსენება მინდა? დიდი რომ გავიზრდები, იმ ფოტობს აუცილებლად თქვენს საფლავზე მოვიტან, დავფლავ...იმედია, ამის გამო არ მისაყვედურებთ, როცა მეც ამ ქვეყნიდან გადმოვინაცვლებ და შეგხვდებით..."



* * *

"ხვალ მე და ნოდარიკო თქვენს საფლავზე წავალთ და ყვავილებს მოგიტანთ. მამა, შენ ღვინოს წამოგიღებთ. მამიდამ თქვა – იმ ქვეყნად მყოფები ყველაფერს გრძნობენო. როცა საკურთხს გიმზადებთ, ჭიქით ღვინოსაც გიდგამთ და ყოველთვის აღნიშნავს, – ნახე როგორ მოაკლდა. ალბათ სულებსაც შეუძლიათ ღვინის სმაო. მართალია ამ სისულელია მე არ მჯერა მაგრამ მამიდას ხომ არ "გავუტეხავ"? ჰოდა მეც ისე ვიქცევი ვითომ მჯერა. მოკლედ, მალე გნახავთ რა"


* * *

"არჩევაის წინაშე ვდგავარ – ან სწავლა, ან გათხოვება. მართალია, ჯერ ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ, მაგრამ ნოდარიკო მაჩქარებსს. ისე მასაც თავისი მიზეზი აქვს – ვიღაც ბიჭი დამსდევს და ეშინიან ჩემი თავი არ მოსტაცონ. ამ ყველაფერზე მე მეცინება მას კი– არა. დედა, იმედია მიმანიშნებ როგორ მოვიქცე..."


* * *

"ახლა ჩემი დაქალი მიყვებოდა, რომ დედას ეჩხუბა. იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ მან შეყვარებულთან ერთად რმა–დაღმა სიარული აუკრძალა, – ეს მამასენს არ მოსწონსო. ნია იმაშიც გამომიტყდა რომ ამის გამო მშობლებს ცუდი დღე აყარა, და სახლიდან ისე წამოვიდა სესფოთებულ დადევნებულ დედას კარები ცხვირწინ მიუჯახუნა და თითიც მოაყოლა. ეს რომ მიამბო, გავცეცხლდი და პირდაპირ ვუთხარი: დედას ასე ცუდად იმიტომ ექცევი, რომ მისი ფასი არ იცი. დედაშენიც მკვდარი რომ იყოს, უფრო დააფასებდი, მეტ პატივს სცემდი–მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბურთი გაეჩხირა ყელში და რატომრაც – ატირდა. ცოტა ხანში მითხრა: მართალი ხარ, დედას სიტყვები როგორც არ უნდა მომეწონოს, ცუდად მაინც არ უნდა მოვექცე. იმედია შინ მისულს ყველაფერს მაპატიებსო... მიხარია რომ ნია გონს მოეგო და მშობლებთან ბოდიშის მოსახდელად წავიდა. ერთი ადამიანი მაინც დავაყენე სწორ გზაზე".


* * *

"დიდი ხანია, ჩემს სიზმრებში არ მოსულხართ. ნეტავ, რატომ? ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრეთ".

* * *

"მე ვთხოვდები"


* * *

"დღეს აღმოვაჩინე რომ ფეხმძიმედ ვარ. დე, ახლა ვგრძნობ, თუ რას ნიშნავს იყო დედა. მე უკვე ვფიქრობ ჩემი შვილის მომავალზე და ვცდილობ გამოვიცნო რა გეგმებო გქონდა ჩემთან დაკავშირებით... ძალიან მაინტერესებს, ვინ მყავს მუცელში – გოგო თუ ბიჭი? მე გოგო მინდა, ჩემს ქმარს კი ვაჟის შეძენა უფრო გაახარებს – ხომ იცი კაცების ამბავი. იმედია პატარა ჯანმრთელი ქინება. გთხოვ დამეხმარე, უფალს შეავედრე ჩემი თავი...."


* * *

"მალე ბიჭის ანუ ირაკლის დედა ვიქნები. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია! დედიკო, პატარას წინდებს ვუქსოვ იმ ჩხირებით, რომელიც შენ დამიტოვე..."


* * *

"ძალიან მეშინია იმ დღის, როცა პატარა ამ ქვეყანას მოევლინება. დედა, მამა, მხარში ამომიდექით... უფალო, შეეწიე ჩემს პატარას..."


* * *

"ირაკლი 3 კგ და 400გრ დაიბადა. მაგარი ბიჭია, შენსავით მამა... იმედია, ის მაინც იცხოვრებს ღრმა სიბერემდე და იმ საქმეებს დაასრულებს, რომლის მოგვარებაც სენ ვერ მოასწარი. ვეცდები სასახელო შვილიშვილი გყადეთ..."


* * *

"ძალიან მაკლიხართ. დე, ალბათ ჩემ გვერდით რომ იყო,ბევრ რამეში დამეხმარებოდი. ახლა მივხვდი, მართლა ძალიან პატარა ვყოფილვარ: როცა იკაკო ტირის მეც მეტირება, როცა იცინის მეც სულელივით ვიღიმი. ახლა მართლა მივხვდი, თუ რას ვნიშნავდი თქვენთვის, თუ როგორ გიყვარდით; ახლა ვხვდები, რომ მე თქვენთვის  მთელი სამყარო ვიყავი..."


* * *

"როგორც იქნა დამესიზმრეთ, თან – ორივე ერთად. ძალიან ბედნიერები იყავით იმ ამბით რომ რმ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე მერე ორივე ძალიან დიდხანს იდექით შვილიშვილის საწოლთან და პატარას შორიდან ეფერებოდით ის კი იღიმოდა, იღიმოდა ტკბილად. ეტყობა გიცნოთ. იგრძნო, რომ მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანები ხართ. მიყვარხართ და გთხოვთ მომავალშიც მოდით ჩემს სიზმრებში".


ბავშვებო ეს ამბავი მართლა მოხდა რაც აქ წერია ყველაფერი სიმართლე არის
ნანახია: 841 | დაამატა: MeGi_BeLieBeR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-04-15
- NiNi QarCho, მეც ;(




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz