საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 31 » NEWS
5:00 PM
NEWS
***

Black Eyed Peas-ის ფრონტმენი Will.I.Am - Britney Spaers-თან ითანამშრომლებს. მათ უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება, ”Femme Fatale”-ს ჩაწერებისას, როდესაც ”Big Fat Bass”-ზე მუშაობდნენ.

ახლა კი მათი თანამშრომლობა ”#willpower”-ის ჩაწერებზე მოხდება. ”#willpower” - Will.I.Am-ის ახალი ალბომი გახლავთ. იგი 2010 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით იწერება და მისი რელიზი წელს არის დაგეგმილი.

Black Eyed Peas-ის ფრონტმენისგან ცნობილი გახდა ისიც, რომ იგი ახალ ალბომში სხვა პოპ შემსრულებლებთანაც ითანამშრომლებს. ასევე ალბომში შევა Will.I.Am-ის ისეთი სიმღერები, როგორებიცაა - ”Great Times” და "T.H.E. (The Hardest Ever)".

***


NRJ Music Awards 2012 - რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. დაჯილდოება 2000 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს, საფრანგეთში ტარდება და მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა შემსრულებლებს აჯილდოებს.

წლევანდელი დაჯილდოებაც არ იყო გამონაკლისი. NRJ Music Awards-ის ფავორიტები წელს Adele, Rihanna, Matt Pokora, Mika, LMFAO და სხვა მსოფლიო ვარსკვლავები გახდნენ.

LMFAO და Adele - ნამდვილ ტრიუმფატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მათ სახლში ორ-ორი ჯილდოს წაღება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ღირსების ორდერით დაჯილდოვდა Justin Bieber და Shakira
***


პოპ დედოფალი Madonna ახალი სინგლის გამოსაშვებად ემზადება. სიმღერის სახელწოდება ”Give Me All Your Luvin’” გახლავთ და შემსრულებელი მას Nicki Minaj-თან და M.I.A-სთან ერთად ასრულებს.

”Give Me All Your Luvin’” პირველი სინგლი გახლავთ Madonna-ს ახალი ალბომიდან MDNA. სიმღერის ავტორები Madonna, Martin Solveig, Nicki Minaj და M.I.A გახლავთ. მუსიკა კი Martin Solveig-ისა და Michael Tordjman-ს ეკუთვნით. პროდიუსერების როლში თავად შემსრულებელი და Martin Solveig მოგვევლინებიან.

ოფიციალური პრემიერა სამ თებერვალს არის დაგეგმილი. მანამდე კი უკვე გამოჩნდა ინტერნეტში კლიპის რამდენიემე წამიანი კადრები. თავად ალბომის რელიზი კი 26 მარტისთვის არის დაგეგმილი.
***


ის სულ რაღაც 6 თვის წინ გარდაიცვალა, 27 წლის ასაკში, თუმცა მისი მუსიკა და მისი სტილი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.

Paris Fashion Week-ის სტუმრების გაოცება Jean Paul Gaultier-მ გადაწყვიტა და პოდიუმზე ემი უაინჰაუსი გააცოცხლა. დიზაინერმა ემის ვარცხნილობისა და ჩაცმულობის შთაგონებით შექმნილი კოლექცია წარმოადგინა. ჩვენებას რა თქმა უნდა ემის სიმღერები გასდევდა ფონად, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდიდა საღამოს.

აღსანიშნავია მოდელების უშუალო მსგავსება მომღერალთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჟან პოლ გოტიემ კიდევ ერთხელ მოახერხა 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით ჩვენი გაოცება.
Share
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 884 | დაამატა: dzilisguda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz