საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » news.
9:47 PM
news.
ბრიტანული
საიტის Lucky Voice-ის მომხარებლებმა, რომელიც მათ ონლაინ-კარაოკეს
სერვისს სთავაზობს, ”კარაოკეს დედოფალი” აირჩიეს. თითქმის ყოველი მეოთხე
ბრიტანელი ადელის სიმღერებს ანიჭებს უპირატესობას. რესურსის ბაზაში, სადაც
100 000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, სამი მლნ სიმღერა
ინახება.

სიმღერას "Someone Like You" მომხმარებელთა 14% ირჩევს. მეორე ადგილზეა ადელის ქავერი "Make You Feel My Love". კარაოკეში მას მომხმარებელთა 10% უკვეთავს.

მესამე ადგილი დაიკავა დევიდ ბოუის კომპოზიციამ "Heroes". ხუთეულში მოხვდა
ასევე ჯგუფ One Direction-ის სიმღერა "What Makes You Beautiful" და ჯესი
ჯეის "Price Tag".
ადელის მეორე ალბომი, რომელშიც კომპოზიცია "Someone
Like You" შევიდა, 2011 წლის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.
მისმა ტირაჟმა 17 მლნ ეგზემპლარს გადააჭარბა.

შარშან, 8 დეკემბერს,
ინტერნეტ-მაღაზია iTunes Store-მა 2011 წლის ყველაზე გაყიდვადი რელიზების
სია გამოაქვეყნა. 23 წლის ადელი წლის არტისტად აღიარეს. მის სინგლს
"Rolling in the Deep" ყველაზე ხშირად იწერენ ინტერნეტიდან. ცოტა ხნის წინ
ჟურნალმა Rolling Stone-მა ადელის დისკი "21" საუკეთესო ალბომად დაასახელა,
ჰიტი Rolling In The Deep კი - საუკეთესო სიმღერად.






პოპ-მომღერალი
რიანა და ჯგუფი Coldplay მუსიკალური "გრემის" გადაცემის ცერემონიაზე ერთად
იმღერებენ. რა კომპოზიციას შეასრულებს მომღერალი, ჯერჯერობით უცნობია.


რიანასა და Coldplay-სთვის ეს თანამშრომლობის პირველი მცდელობა არ არის.
პოპ-მომღერალი Coldplay-ის ბოლო ალბომის "Mylo Xyloto" ჩაწერაში იღებდა
მონაწილეობას. რიანას ხმა სიმღერაში"Princess of China"ისმის.

”გრემის” გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ
კონცერტში სერ პოლ მაკარტნიც მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ტეილორ
სვიფტი, Foo Fighters, ნიკი მინაჟი, ბრუნო მარსი, კელი კლარკსონი
იმღერებენ. ცერემონიას LL Cool J-ი წაიყვანს.

”გრემის" გადაცემის ცერემონია 12 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Nokia Theatre-ში ჩატარდება.
მომზადებულია Billboard-ის მიხედვით.







კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 833 | დაამატა: NinY♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-21
- ძალიან მაგარიაა რო ერთად იმღერებენ იმიტო რო კრის მარტინის და რიანას ხმა ერთმანეთს ძალიან უხდება და ორივე ძალიან მიყვარს <3




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz