საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » news.
5:40 PM
news.
რატომ მალავდა ალექსანდრა ამბროსიო ორსულობას?



ცნობილი მოდელი ალექსანდრა ამბროსიო მალე ორი შვილის დედა გახდება. თუმცა არც კარიერისთვის თავის დანებებას ჩქარობს.

მოდელმა აღიარა, რომ ორსულობის ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა Victoria’s Secret-ის შემაჯამებელ ჩვენებაში რომ მიეღო მონაწილეობა.

როდესაც ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გავიფიქრე: "ღმერთო, ნუთუ ვეღა შევძლებ წლის ბოლოს ჩვენებაში მონაწილეობას-მეთქი", - არ მალავს ალექსანდრა. მაშინ კი, როდესაც ამბროსიო ზემოთაღნიშნულ შოუში მონაწილეობდა, უკვე ორი თვის ორსული იყო, თუმცა ამის შესახებ ორგანიზატორებმა არაფერი იცოდნენ.

მოდელი მათ უმტკიცებდა, რამდენიმე კილო მოვიმატე და სწრაფადვე დავიკლებო. ამბროსიოს ამ პირობის ასრულებაც მოუხდა. "ჩვენების დაწყებამდე 10 დღით ადრე უარი ვთქვი შაქარსა და ტკბილეულზე, საღამოობით კი აქტიურად ვვარჯიშობდი", - ამბობს მოდელი. მისმა მონდომებამ შედეგი აშკარად გამოიღო. ალექსანდრა პოდიუმზე მართლაც ბრწყინავდა.


რატომ იკლებს კატოსტროფულად წონაში ანჯელინა ჯოლი? ბრედ პიტის აღიარება



მსახიობის წონა 44 კგ-ის ფარგლებში მერყეობს და ეს მაშინ, როცა სიმაღლეში 173 სმ-ია.

დიდი ხანია ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ყველაზე გამხდარი ვარსკვლავების სიაში იმყოფება. თუმცა ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მსახიობი დასასვენებლად იმყოფებოდა, საშინლად დაკლებულია წონაში.

ჯოლიმ, როგორც იქნა, აღიარა, რატომ იკლებს ასე კატასტროფულად წონაში. სხვადასხვა ინფორმაციით მსახიობის წონა 44 კგ-ის ფარგლებში მერყეობს და ეს მაშინ, როცა სიმაღლეში 173 სმ-ია. წლიდან წლამდე მსახიობი კიდევ და კიდევ ხდება და სექსუალური ლარა კროფტი ნელ-ნელა მოჩვენებას ემსგავსება.

ამბობენ, რომ ენჯი იშვიათად მიირთმევს სადილს ბოლომდე და ხანდახან საეართოდაც ავიწყდება ჭამა. საშუალოდ მისი დღიური ნორმა 600 კალორიას შეადგენს (ეს დაახლოებით ორი პორცია მიუსლია რძესთან ერთად). როგორც ცნობილია, მისი საუზმე უმცირესი პორცია შვრიის ფაფისა და ერთი კოვზი ქოქოსის კარაქისგან შედგება. დიატოლოგები აღნიშნავენ, რომ მსახიობის სიგამხდრის მიზეზი ის არის, რომ მას ხშირად ავიწყდება ჭამა. საინტერესოა, რას ამბობს მეუღლის სიგამხდრეზე ბრედ პიტი?

სხვადასხვა ჟურნალებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ბრედ პიტი აღნიშნავს, რომ მის ცოლს შეუძლია გამოტოვოს სადილი ან მთელი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი ჭამოს, გარდა რამდენიმე ნუშის და საღეჭი მარმელადისა. სადილად მიირთმევს მაქსიმუმ სამარხო სტეიკს და ბოკალ წითელ ღვინოს.

მაინც რატომ ჭამს ასე ცოტა ულუფებით ჯოლი?

მსახიობმა აღიარა, რომ როგორც კი სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება, მაშინვე მადას კარგავს. მაგალითად, 2007 წელს, როცა დედა გარდაეცვალა, ჯოლი კატასტროფულად გახდა. "ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ ის, რაც დედაჩემის სიკვდილის შემდეგ დამემართა, არასდროს შემმთხვევია. ჩემი ემოციური მდგომარეობა ჩემს წონას განსაზღვრავს, არადა, ხალხს ჰგონია, რომ იმიტომ ვხდები, ვიწრო ჯინსებში რომ ჩავეტიო." - აბობს მსახიობი.
რაზე ხარჯავს ჯოლი თავის ძალებს?

თუ 2007 წელს ჯოლის გახდომის მიზეზი სტრესი იყო, ახლა მსახიობი ამბობს, რომ წონაში ცხოვრების გიჟური რიტმის გამო იკლებს. ენჯი ძალიან ბევრს მუშაობს, მოგზაურობს ხვადასხვა ქვეყანაში, ამასთან დიდ დროს უთმობს ოჯახს და ცდილობს, საქმიანი ვიზიტების დროსაც შვილებთან ერთად იყოს. შვილები და ქმარი ჯოლის ძალისა და ემოციის დიდ ნაწილს ართმევენ.

სხვათა შორის, ერთი-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა აღნიშნა: "ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ჭკვიანურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე გამიკეთებია ის არის, რომ ჩემ შვილებს ენჯისნაირი დედა ვაჩუქე. ის შეუდარებელი დედაა და მე ბედნიერი ვარ მასთან."

რატომ უწინასწარმეტყველებენ ჯოლი-პიტის წყვილს დაშორებას?

ცოლ-ქმარი გამუდმებით უმტკიცებენ თაყვანისმცემლებს, რომ უყვართ ერთმანეთი, პრესის საშუალებით ყვებიან, რა საჩუქრებითა და სიურპრიზებით ანებივრებენ ერთმანეთს. ერთად ჩნდებიან პაპარაცების კამერები წინაშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უფრო ხშირად ჩნდება ჟურნალების ფურცლებზე ჭორები იმის შესახებ, რომ ჯოლი-პიტის ოჯახში ბზარი გაჩნდა.

ენჯის თაყვანიმცემლები თვლიან, რომ მსახიობმა ქმართან გართულებული ურთიერთობის გამო დაიკლო ასე კატასტროფულად წონაში. და მაინც, ცნობილი წყვილი ამ მოარულ ხმებს უარყოფს და თუ მრავალრიცხოვანი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ისინი მართლაც ბედნიერად გამოიყურებიან ერთად.

რას თვლის ანჯელინა ჯოლი ცხოვრების მთავარ ღირებულებებად?

მაშ ასე, ენჯი პერფექციონისტია. და არა მარტო საქმეში, არამედ ცხოვრებაშიც. შინ საუკეთესო უნდა იყოს ქმრისთვის და თავისი ექვსი შვილისთვის, სურს, რომ მთელ ქვეყანას დაეხმაროს (შემთხვევითი როდია, რომ ის თავისუფალი ნების ელჩია). რაც მთავარია, ჯოლის წარმატებით იღებენ კინოში ჰოლივუდის ყველაზე წამყვანი რეჟისორები.

ეს ყველაფერი არაადამიანურ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს მოითხოვს და რა გასაკვირია მსახიობის სიგამხდრე? ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთია ცუდი - მომხიბვლელი ენჯი საკუთარ ჯანმრთელობას ყველაზე ბოლო ადგილზე
აყენებს.



Dolche & Gabbana- ს 2012 წლის ჩანთების კოლექცია


იტალიური შიკი მთელი თავისი სიდიადით- ასეთია Dolche & Gabbana- ს 2012 წლის ჩანთებისა და კლატჩების კოლექცია.
კოლექცია პირველად მილანში წარმოადგინეს. მასში მკვეთრადაა ასახული 50-იანი წლების ნოსტალგია, ამასთან ნათელი ფერებითა და იტალიური ხასიათითაა გამორჩეული.





[size=22]მოდა > Dolche & Gabbana- ს 2012 წლის ჩანთების კოლექცია[/size]












კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 938 | დაამატა: NinY♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz