საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » - ნაწნავი- მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა
7:27 PM
- ნაწნავი- მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა

კლასიკური ინგლისური ნაწნავი

ყველაზე მარტივი და ფართოდ გავრცელებული სტილია. თმა  კისერთან იყოფა სამ ნაწილად და თმის  ერთმანეთზე მორიგეობით  გადადებით მარცხნიდან-შუაში და მარჯვნიდან-შუაში მიმართულებით  ნაწნავი მზადაა.

კლასიკური ინგლისური ნაწნავი

ფრანგული ნაწნავი

ძალიან გავს ტრადიციულ ინგლისურ ნაწნავს, განსხვავება ისაა, რომ თმის დაწვნას ვიწყებთ არა კისრიდან, არამედ კეფიდან, თმის მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა ვამატებთ დანარჩენ თმას. ფრანგული ნაწნავის მოდიფიცირებული ვერსიებია ე.წ. თევზის კუდი, ჩანჩქერი, ფრანგული ნაწნავის გვირგვინი და გერმანული ნაწნავი.

ინსტრუქცია, თუ როგორ დავიწნათ ფრანგული ნაწნავი, შეგიძლია ამ ბმულზე იხილო.

გერმანული ნაწნავი

განსხვავება ფრანგული ნაწნავისაგან იმაშია, რომ თუ ფრანგულ ნაწნავში ნაწნავი თმაში მსუბუქად, ერთი შეხედვით დაუდევრადაა ჩაქსოვილი,გერმანულში თმა გასწორებულია და ნაწნავი რელიეფურადაა ამობურცული, თან უფრო მეტად აკურატულიცაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფრანგულისგან განსხვავებით, თმის შუა ნაწილს არ ვეხებით და მხოლოდ კიდეებიდან მოგვაქვს თმა ჩასაწნავად.

ინსტრუქციები     შეგიძლია ამ ბმულზეიხილო.

გერმანული ნაწნავი

თევზის კუდი

ერთ-ერთი პოპულარული ნაწნავი პოდიუმებზე. ამ ნაწნავის პლიუსი ისაა, რომ უფრო მოცულობითი ჩანს.

ინსტრუქციის სანახავად ამ ბმულსდააჭირე.

თევზის კუდი

ჩანჩქერი

ეს ნაწნავი 2011 წლის ზაფხულს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სათუთია და მალე იშლება, სამაგიეროდ თმა თვალებიდანაა გადაწეული ისე, რომ თმის შეკვრა არ გიწევს.

ამ ბმულებზე შეგიძლია ნახო ინსტრუქცია  მარტივი ჩანჩქერისებრი ნაწნავისთვის.  მეორე ვარიანტია ბოჰემური, უფრო მრავალფეროვანი სტილი.

ჩანჩქერი

 შვეიცარიული ნაწნავი

ცნობილია როგორც ჰეიდის ნაწნავი და პოდიუმებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. თმას ყოფენ ორად, ყურების დონეზე წნავენ ორ ინგლისურ ნაწნავს, ამაგრებენ რეზინით და შემდეგ მარჯვენა ნაწნავს მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ნაწნავს მარჯვენა მხარეს დაახვევენ თავზე ისე, რომ გვირგვინისებრი სტრუქტურა მიიღონ. ნაწნავის ბოლოებს მოხერხებული თმის სამაგრებით ამაგრებენ.

ინსტრუქცია შეგიძლია იხილო ამ ბმულზე.

შვეიცარიული ნაწნავი (MilkMaid Braid ან Heidi Braid)

გვირგვინისებრი ნაწნავი

წააგავს შვეიცარიულ ნაწნავს, მაგრამ თუ იქ უბრალოდ, ორი ინგლისური ნაწნავი მაგრდება თავზე, აქ ფრანგული ნაწნავის მეთოდით იწვნება თმა თავზე,  ისე, რომ გვირგვინი გამოვიდეს, რაც გაცილებით უფრო რთულია.

ინსტრუქციას, თუ როგორ დაიდგა გვირგვინი საკუთარი ხელით, აქ ნახავ.

ოთხ და მეტნაწილიანი ნაწნავები

კლასიკური ნაწნავისთვის თმა სამ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსებობს 4,5, და კიდევ უფრო მეტნაწილიანი ნაწნავები, რომელთა შექმნა მთლიანად შემქმნელის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ოთხნაწილიანი, მარტივი ნაწნავის დაწვნის ორი მეთოდი ამ ბმულზეშეგიძლია იხილო.

ოთხნაწილიანი ნაწნავი


wyaro: pink.ge

კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 2242 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-01-04
- Niin Bieber, ხოო აბააა ჩემს თავს ხო არ მივაწერდი ესეთ ნაშრომს....ძაან მომეწონა და არ შემეძლო რო არ დამედო...მეც მჭირდება ხოლმე ხოლმე biggrin




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz