საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » <3 <3
7:42 PM
<3 <3

<3 <3
დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ დედაჩემის ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?".

ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.

იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ "მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება".

დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ მანაღვლებდა. სახლში დანახვაც კი არ მინდოდა.

სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე და სასწავლებლად სინგაპურში წავედი. შემდეგ სახლი შევიძინე, ცოლი მოვიყვანე, ბავშვები გვეყოლა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისგან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი.

ერთხელ, დედაჩემი სინგაპურში ჩამოვიდა ჩემს სანახავად, რამოდენიმე წელი არ ვუნახივარ, შვილიშვილებსაც კი არ იცნობდა. კარებთან რომ მოვიდა და ბავშვებმა დაინახეს, დასცინეს. მე კი, დედაჩემს "ჩემთან როგორ გაბედე მოსვლა და ბავშვებს რა უფლებით მიშინებ, ახლავე წადი აქედან"-მეთქი, დავუყვირე. დედაჩემმა კი ხმადაბალი ხმით "ბოდიში, არასწორ მისამართზე მოვედი, ალბათ!", თქვა და თვალიდან გაქრა.

სკოლიდან გამოსაშვები საღამოს რამოდენიმე წლისთავზე დამპატიჟეს. ცოლს "სამუშაო საქმესთან დაკავშირებით" დავეთხოვე და გამოშვების საღამოზე წავედი.

დედაჩემი არც კი მომნატრებია, უბრალოდ გამოშვების საღამოს დამთავრების შემდეგ ძველი სახლის სანახავად შინ გავიარე. მეზობლებმა დედაჩემის გარდაცვალება მითხრეს და დედაჩემის დატოვებული წერილი გადმომცეს.

"საყვარელო შვილო, ყოველთვის შენზე ვფიქრობ, სინგაპურში რომ ჩამოვედი და ბავშვები შეგიშინე, ძალიან ვწუხვარ. რომ გავიგე, გამოშვების წლისთავზე უნდა ჩამოსულიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შენს სანახავად ლოგინიდან წამოდგომას ვერ შევძლებ-მეთქი, მეშინია, შენი აღზრდისას ყოველთვის რომ გრცხვენოდა ჩემი არსებობის, მაგაზეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა რომ ერთი რამ იცოდე: შენ ბავშვობაში უბედური შემთხვევით ცალი თვალი დაკარგე, მე როგორც დედაშენი უთვალოს აღზრდას ვერ ავიტანდი, ამიტომ შენ ჩემი თვალი მოგეცი. ჩემი თვალით რომ უყურებ სამყაროს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ"

***
..ბნელა. ვსუნთქავთ, სანამ მათ სძინავთ, არსებით ვსუნთქავთ..

მარტოობაში რამდენ სისაძაგლეს წარმოიდგენს ადამიანი, რა საშინელებად ეჩვენება ყველაფერი მარტოსულს, რომელიც სრულიად თავისუფალია, ოღონდ გისოსებს შიგნით, ჩარჩოებში მოქცეული, ფეხით ჩატენილი, შემორაგულ-შემოკავებული დამპალი და ჩამოძონძილი ღობით, რომლის სიმყრალეს იმდენად მიეჩვია ცხვირი, რომ მწვანე ფოთლების, გრილი ნიავის, მიწისა და წვიმის ჰორიზონტის სუნსაც კი ვერ გაიხსენებს! ანდა, როგორ უნდა გაიხსენოს, მას ხომ არ ძალუძს დამპალი ღობის იქით გახედვა, წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება მის მიღმა.. მას ხომ წინასწარ დაუწერეს მთელი ცხოვრება და ისიც ვალდებულია იყოს პერსონაჟი, შეიბას თოკები და ვიღაც უცხოს, ვითომდა ყველაფრის მცოდნეს გადასცეს მისი ბოლოები. რატომ?! რატომ ვცხოვრობთ სხვისი სცენარით, როცა ჩვენც შეგვიძლია წერა! რატომ ვუსმენთ ვიღაცის ზედმეტად თავდაჯერებულ ლაყბობას, როცა თავად ვართ საუკეთესო მოსაუბრენი! რატომ გვასწავლიან უსწავლელნი? განა რა გახდა ის ერთი ჩამომპალი ღობე? განა ერთი ფეხის კვრით არ შეგვიძლია მივლეწოთ, მივამტვრიოთ, გადავაშენოთ! შეგვიძლია!

დამპალი ღობე...

პრობლემა ისაა, რომ დაგვავიწყდა რა არის ერთობა, სიყვარული მარტო ალერსი და ვნება როდია. სიყვარული ყველაფერია. ძალა, რომელიც აცოცხლებს მოხუცს და ზრდის ბავშვს. სადღაა? ან იყო როდისმე? ახსოვს ვინმეს? რითი ვცხოვრობთ დღეს? გაინტერესებთ? მე გეტყვით: საკუთარი სიდამპლის დასამალავად სხვისი აღსარებისთვის დაგვიგდია ყური; საკუთარი სიცრუის გასამარჯვებლად, სხვისი სიმართლე დაგვიმარხავს ღრმად მიწაში; საკუთარი უგუნურების დასაფარავად ყველაზე გონიერისთვის გვისვრია ტალახი. რაც დამპალია გარედან, ნელ-ნელა ლპება შიგნიდანაც. დამპალ ღობეში მოქცეულნი ვიწურებით ოფლში, ცივ ოფლში და თავი გვისკდება იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეიძლება ჩავძიროთ ჩვენზე უკეთესი.

სიმყრალე, შური, ხმაური, ქაოსი.. აღარ გვიკვირს ამის შემდეგ ჯოჯოხეთი. გვეუბნებიან და ვაკეთებთ, დაგვიდგინეს და არ გადავდივართ ზღვარს, გვესვრიან და ვიჭერთ, გვაწვდიან და ვართმევთ.. მხოლოდ მყვირალა ლოზუნგი და მშვიდი ძილი გვგონია თავისუფლება. განა შეიძლება ადამიანმა ეძებოს იდეალები, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეუძლია? განა შესაძლებელია დახუჭული თვალებით სწორ ხაზზე გავლა? რატომ არ შეგვიძლია ტყუილის გარეშე გავატაროთ თუნდაც ერთი დღე? განა ჩვენ იმის ხატად არ შევიქმენით, ვინც 33 წელი იცხოვრა ტყუილის გარეშე? რატომ ვებრძვით ასე თავგამოდებით სამართალს? რატომ გვინდა ყოველთვის პირველობა.. რატომ გვაქვს ხელები ასეთი ბინძური, რატომ ვმალავთ თვალებს? ვამარტივებთ ყველაზე რთულს და ვართულებთ ყველაზე მარტივს...

ვათბობთ ისედაც თბილს და არ გვახსენდება, რომ ვიღაცას სცივა.. :|


კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 918 | დაამატა: KaThY❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2011-12-16
- - ვაიმეე :X




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz