საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19 » Love Verse By BaBi
6:38 PM
Love Verse By BaBi
ველოდები მზეს ....
მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს...
სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს...
მე ხომ, შენი მოფერება მათბობს...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
მზესთან ერთად ულამაზეს ასულს...
მთელი ღამე შენი დარდი მდევს,
და ფაქიზად ვეფერები წარსულს...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის...
ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს...
და მზესავით გამიღიმებ მაშინ...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი...
შენთან ერთად დავიღალე მეც...
ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს...
შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს...
მე მზე მითბობს უშენობის სურვილს...

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის...
შენი ფიქრი ძველებურად მდევს,
ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის...

მთების იქეთ მიმალულა მზე...
ყოველ დილას გელოდები სახლში...
სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს...
და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი..


ხევსური ბიჭი

ძვირფასო, შენთან შეხვედრა მინდა
და შენს ნაკვალევს ვეძებ მარადის,
ხევსური ბიჭი მოსული მთიდან,
ქალამნითა და ჭრელი ხალათით;

ცივი და თანაც ღიმილის მჩენი.
რად გამრბიხარ თავის განწირვით,
თუ თანასწორი არა ვარ შენი,
დამითმე მაინც გულის ნაწილი;

ჩემს ხევსურობას იწუნებ ალბათ,
დაფიქრდი ქალავ მიხვდე ეგების,
მწამს სიყვარულის ძვირფასო, მაგრამ
ფეხქვეშ ვერავის ვერ გავეგები...

,,სიყვარულის ნიშნები,,

როცა დრო მიჰქრის ქარივით სწრაფად
როცა ღამე გრძნობებს აღვიზებს
როცა ზეწარი იქცევა აფრად
და ვარსკვლავები ფიქრებს აღვივებს
როცა შენს ირგვლივ ზამთარი არის
მაგრამ შენს სულში გაზაფხულია
მოტრფიალე ხარ მთვარიან ღამის
შური და ბოღმა დაზაფრულია
როცა ზღვის საზღვარს უშიშრად კვეთავ
როცა ოცნების კოშკებს იშენებ
მასზე კოცნაზე ოცნებებს ბედავ
და ხელის გულებს ვარდით იმშვენებ
როცა სამყარო პატარა ხდება
ცაში აიჭრე გინდა მტრედივით
როცა შენს სულში ეშმაკი კვდება
ტბაში დაცურავ თეთრი გედივით
როცა გინდა გაცდე სამყაროს
და სიყვარული შენ შეითავსო
სადმე მთვარეზე ჩამოჯდე მასთან
უთხრა: მიყვარხარ ჩემო ძვირფასო


(რომიკო ჯოჯუა)

ნუ გადააგდებ ნაჩუქარ ვარდებს

ნუ გადააგდებ ნაჩუქარ ვარდებს
ვარდებს გრძნობებით მოკრეფილ ყვავილს
ვერ გაიქარვებ ამითი დარდებს
სხვისი წვალება კი ამით არ ღირს
ყურს თუ დაუგდებ ქარის სიმღერას
ფოთლების შრიალს ვიწრო ქუჩებზე
თითქოს ნამქერი კისერს იღერავს
და ზედ ეცემა შენს თბილ ტუჩებზე
მე ვერც ეტლებით მოგიტან ვარდებს
და ვერც დავხატავ ფიროსმანივით
მაგრამ გავიგებ შენს გულის დარდებს
მოგეპარები ძილში ქარივით
მე ის სხივი ვარ რომელიც შენი ოთახის სარკმელს ანათებს დილით
მე ის ტბა ვარ რომელიც გიყვარს და დასეირნობ ყოველდღე ტივით
მე ის ქარი ვარ თმებს რომ გიწეწავს ვარდის ფურცლებს რომ თვალებში გაყრის
მე ის კაცი ვარ რომელიც ნატრობს შენთან შეხვედრას თუნდ ერთი წამით


(by romiko jojua)

ქალი თეთრი კაბით.....

წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა,
წვეთებს რითმებად ეფერებოდა,
ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი,
ღამეს თამამად ეალერსებოდა.
ის ტრიალებდა თავდავიწყებით,
ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე,
ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა,
ცამდე იწეოდა თითისწვერებზე.
სრულ სიბნელეში სრულიად მარტო,
ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა,
მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი,
წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა.
მას კი სიხალასე ..... თვალებში ჰქონდა,
ზეცას კი ორი ვარსკვლავი აკლდა,
ასეთი სილამაზის მე ჯერ არ მნახველს,
თავდავიწყებამდე აღარა მაკლდა.....
ქალი კი ცეკვავდა!!!.... ისევ ცეკვავდა!!!
იგი ბუნების ბგერებს შერწყმოდა,
მე კი ყურებში მისი მუსიკის,
წვიმის წვეთების რითმებიც მესმოდა.
მაგრამ მოიცა!!!.... ეს ის არ არის,
რად მეფიქრებოდა ნეტავ ამაზე?
რაღაცა აკლდა სრულყოფილებას,
რაღაცა აკლია ამ სილამაზეს!
თითქოს მოვიწყინე..... ქვაზე ჩამოვჯექი,
და ჩავიძირე მე ამ ამბებში,
თითქოს ყველაფერი გახდა უფერო,
თითქოს ყველაფერი გაქრა წამებში,
ფეხის თითებიდან თმის ბოლო ღერამდე,
ავათვალიერე... გული მომდიოდა,
ხოდა ვიპოვნე .... ღიმილის მაგივრად,
მას ტუჩებიდან... სევდა მოსდიოდა!
ლამაზი ტუჩები თითქოს დამჭკნარიყო,
სილამაზისთვის ამბობდნენ ვერაფერს,
სრულყოფილებას ვხედავდი მეგონა,
თურმე კი ღიმილი წყვეტდა ყველაფერს.
ღამე ოცნებებს უგულოდ ართმევდა,
გული სიბნელეში აღარ უთბებოდა
ქალი მკერდგაშლილი, ქალი უღიმილო
ტკივილს მხოლოდ წვიმის წვეთებს უყვებოდა..
მის ლამაზ სახეს კი საოცრად მდუღარე
მარგალიტისფრად დაჰკრავდა ელვები,
მე რომ მის ხალას თვალებზე წვიმის,
მეგონა წვეთები.... ყოფილა ცრემლები....
ასე ვიჯექი დამუნჯებული,
ჩემი გონება ფიქრსაც ვერ ბედავდა,
წვიმიან ღამეში კი .... თავდავიწყებით,
ქალი თეთრი კაბით..... მარტო ცეკვავდა....


მთვარე

ახლა მთვარე არის როგორც გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
ეს ღიმილი არის ჩემი ბალიში და
მწოლიარე ზეცა თითქოს საბანია.

მე კი სულ არ მინდა ახლა მწუხარება,
სიმპატიკური და ჩუმი კაეშანი,
უფრო ყოფნა მინდა ალბათ უდარდელად,
უფრო მზესთან მინდა ღამით პაემანი.

თუმცა არ მშორდება ფეა მინორული,
თითქოს ჩემში უნდა ღამე გაათიოს,
რა დროს თენებაა მხოლოდ ოთხი არი,
ზეცის საბნობა კი ღმერთმა მაპატიოს.

ცაზე რა ხანია არის გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
შენთან ყოფნა მინდა ახლა ძალიან და
მთვარის გაღიმება მხოლოდ საბაბია.


ავტორი:მიშო დადიანი

****
მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ ერთ ლექსს მივუძღვნი მთვარეს.

ნეტავ შემეძლოს ღრუბლებზე წოლა,
წამით დავტოვო წყეული ფიქრი,
პრინცესავ თუ არ მომყვები ცოლად,
მაგ თეთრი რაშით საითკენ მიქრი.

ან კი შემეძლოს ვარსკვლავთა დათვლა,
ვფიცავ არ ვკადრო ცოდვილმა რამე,
სიბნელე ჩემი რითმით რომ დათვრა,
უბრალოდ სტროფი ვაჩუქე ღამეს.

უკვე გავიდა წუთი სამოცი,
ვარსკვლავებთან რომ ვასრულებ ცეკვას,
უჩინმაჩინის მქონდეს სამოსი,
არ დაგიწყებდი ძვირფასო ხვეწნას.

მოვიპარავდი ღრუბლის სინაზეს,
ლექსს წაგიკითხავ სიჩუმის ხმაზე,
და რომ არ შევრცხვე ვარსკვლავთ წინაშე,
რითმით ვიწვიმებ უკანა გზაზე.

უსასრულობას ვითხოვებ ცისგან,
იმ გასაღებს კი შენს გულს რომ აღებს,
ისევ ვერ შევწვდი ძვირფასო რადგან,
თითქოს სულ ახლო ჰკიდია მზისგან.

მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ შენზე ვუმღერებ მთვარეს.


ავტორი:მიშო დადიანი

თოვდა

დამიწერია ყასიდა,
ლექსად მიქია ოდა,
მთვარეს უცქერდი ფანჯრიდან,
მე კი ოთახში მქონდა.

ხან კი მგონია ფორტიორი ვარ,
ინკუნაბულის დღიდან,
ჩემივე სულის "მონტიორი” ვარ
და სხივის ქურდი მზიდან.

მივესალმები არაფრის აჩრდილს,
გამოვუგონებ ხელებს
და არაფრისგან ყველაფრით დაჭრილს,
მხოლოდ შენზე ფიქრს შევძლებ.

მე კი ისე ვარ, როგორც ლაგაზი,
ამოგიჩემებ გწერო,
შენ ბუნებით ხარ ასე ლამაზი,
თვალპირისახემზეო…

კოქტეილივით ყველგან გაგრიე,
ცა რომ ვარსკვლავებს ქსოვდა,
ღამით მე და შენ ჩუმი ბელკანტი,
სხვა რაღა გვინდა ხო და…

დამიწერია ყასიდა,
შენად მიქია ოდა,
ვერლიბრულს ვერც კი გკადრებდი,
ისე რითმულად თოვდა…

ავტორი:მიშო დადიანი

თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ
კატეგორია: Love .. | ნანახია: 1120 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz