საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » -Live,Love and Learn ! (4)
10:59 AM
-Live,Love and Learn ! (4)
 -Live,Love and Learn

მეოთხე თავი
მედია მოგეწონებათ 
კომენტარები არ დაგავიწყდეთ



ჩემსკენ გამოიწია და თბილად როგორც სჩვევია ლოყაზე მაკოცა
–დედას და მამას რა ვუთხრა?
– უთხარი რომ არ დაგინახივარ და ოდესმე მერე შეეგუებიან ბედს
- რა საყვარელი დიალოგია ( მამა ) 
მე: –მამა?
სანდრო: – შეენ ? 
მამა: – გაპარვა გინდოდათ? ამით მიხდით სამაგიეროს უმადურებო? 
სახლში შეგვიყვანა და მდივანზე დაგვსვა
მე ჩუმად : –აუ მოკლათდი კარგად ლექცია იწყება 

–ჩვენ მე და დედაშენი ადრეულ ასაკში შევუღლდით,მაშინ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,როგორ მეცხოვრა,არადა მეგონა რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა,პატარა თავქარიანი ბავშვი ვიყავი და თავი დიდი მეგონა. მეც გამოვიპარე სახლიდან ისე როგორც თქვენ აპირებდით... შემდეგ თქვენ გაჩნდით, ძალიან ცუდ დღეში ვიყავით დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის,რომ ამ ცხოვრებაში რაიმეს მიმეღწია და ამ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებდი,თქვენი კეთილდღეობისთვის,რომ მერჩინეთ,ადვილი არ იყო ხელში მილიონები გეჭირა და არც ახლაა ადვილი... მინდა რომ თქვენც არ დაგჭირდეთ იმდენი წვალება და ტანჯვა რაც გამოვიარე და მინდა ისწავლოთ, ღირსეულ თანამდებობებზე იყოთ და ადამიანები ყოველთვის გაფასებდნენ,... ამისთვის ვიბრძოლე და თქვენ ახლა ასე მიდიოდით უთქმელად? ასე გინდოდათ მიგეტოვებინეთ? თურმე ვინ გამიზრდია
სანდრო: – ეს მეტად გულისამაჩუყებელი ისტორია...მაგრამ ბედნიერება მხოლოდ ფულში და კარგ ცხოვრებაში არ არის რაა ეს შეიგნე (ცოტა ანერვიულდა და ჩხუბში გადავიდა) მინდა ის ვაკეთო მთელი ჩემი ცხოვრება რაც მიყვარს და რასაც გულით გავაკეთებ და რაც გამომდის
ორი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა , მამა ხმას ვეღარ იღებდა, მობილური მაგიდაზე დადო ან დააგდო და ოთახიდან გავიდა
მე: – ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდა?

სანდრო : –მე რაც მინდოდა ბოლომდე ის ვთქვი
ისიც ადგა,მამას ოთახს მიუახლოვდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა
სანდრო: –მაგრამ მამა ერთი იცოდე ანიი არაფერ შუაშია ის არ აპირებდა ჩემთან ერთად წამოსვლას  ( და თავის ოთახში შევიდა... დიდი ხანი აღარ მიბოდიალია დაღლილი ვიყავი და მეც დავიძინე.. დილას სკოლაში სანდრო არ წამოსულა, ეზოში რომ შევედი არავინ იყო 
–ნუთუუ დავაგვიანე?!
–არა უბრალოდ ზედმეტად ადრე მოხვედი ( ჰარი ) 
–შენც ადრე მოხვედი ?
–არა მე ადრე მოვიდოდი ? მართლა კი არ მოხვედი ადრეე ვიგვიანეებთ სულელო იჩქარე  (ხელი ჩამკიდა და ისე გამაქანა კლასისკენ, პირველი გაკვეთილი ერთად გვქონდა,კლასსში რომ შევედით ყველა გვიყურებდა
–ბოდიში შეიძლება?
–შემოდით
გვერდიგვერდ „მოგვიწია" დაჯდომა.. მასწავლებელი რაღაცას ხსნიდა,გაკვეთილი უაზროდ მიიზლაზნებოდა წინ,წუთები,წამები გადიოდა..მეც მერხის ერთ ადგილს ვიყავი ჩაშტერებული ,სანამ თვალთახედვა ფურცელმა დამიფარა .. 
აი ასეთმა თბილმა ფურცელმა
Tumblr_lxv7s5lyl11r5aqzro1_500_large
დავხედე ხელში ავიღე და ზარიც დაირეკა,რატომღაც ჰარიმ ჩანთა აიღო და კლასიდან უხმოდ გავიდა.. მეც რავიცი გაკვირვებული ავდექი და მეორე გაკვეთილისთვის მოვემზადე
დერეფანში დავდიოდი და ნუცას ვერსად ვხედავდი 
–ალბათ ჰარიმმ გონება დაუფანტა და გული აუჩარა და ცუდად გახდა (ჩემთვის გამეცინა
–შენ რა მარტო იცინი ხოლმე?  თუ ნუცა არ გყავს მე ვარ აქ ერთად ვიცინოთ .. ხო რაზე იცინოდი ? 
–არა არაფერი ისეთი .. (ფურცელი ამოვიღე და თვალწინავუფრიალე 
მე: – ისე ამაზე არაფერს მეტყვი ? 
–არაფერს...
–იდუმალი ჰარი 
–შეგიძლია ასე მიწოდო.... (ზარმა საუბარი არ დაგვაცადა )
–აუ იცი როგორ მეზარება გაკვეთილზე შესვლა,მაინც არაფერს ვუსმენ ხოლმე სახლში მირჩევნია ჩემთვის წყნარად დავჯდე და მე თვითონ გავიგო
ჰარი: – ხოდა წამოდიი წავიდეთ.. მეც მეზარება
–გავიპაროთ?
–სულ ხომ არ ისწავლი, ხო გინდა დასვენება?
–რათქმაუნდა.. მაგრამ მანამდე რა ვაკეთოთ

–გავისეირნოთ 
ისე ამ ბოლო დროს ყველა გაპარვას როგორ მთავაზობს – გავიფიქრე გულში...ჰარი მუდამ იღიმოდა,გვერდიგვერდ მივდიოდით
ჰარი: – ხელი ჩამჭიდე ეგრე ვიაროთ
მეც ხელი გავუწიე ისევ ჩამჭიდა .. იმის მერე ბევრი ვიარეთ , ნაყინი მიყიდა, მერე სასმელიც ცოტა, ჩიფსები,შოკოლადი რამე და იქვე პარკში მინდორზე ჩამოვჯექით
–აქ რატომ ვზივართ ? 
ჰარი: – აკრძალულია?
–აქ ხომ მხოლოდ შეყვარებულები არიან,თავს უხერხულად ვგრძნობ
ჰარი – აი ამას გულისხმობ? კოცნას? ეგრე ხო ჩვენც შეგვიძლია

უცებ მაკოცა,თითქოს მართლაც შეყვარებულები ვყოფილიყავით .. თავი რაღაცნაირად ვიგრძენი და გამოვწიე.. ცოტა ხანი ხმას არ ვიღებდით
მოწყენილი სახე ჰქონდა თან ძალიან..ფურცელი ამოვიღე,დავწერე და ჩემსკენ გამოვახედე
430707_309458335778469_100001429163224_865478_460408699_n_large
მანაც გაიღიმა

–აი ასე უფრო ლამაზი ხარ 
–ასე ვიურთიერთოთ ? – ჰარი
–ეს ხომ შენ მოიფიქრე,მე მომწონს ხანდახან შეიძლება
–კარგი რა პრობლემაა.. ახლა კი ძალიან მშია
–სადაური ხარ? ქართველს არ გავხარ
–წარმოშობით ლოს ანჯელესიდან,მაგრამ პატარაობიდანვე აქ ვიზრდებოდი
–რატომ?
–თუ არ გეწყინება ეხლა მაგაზე არ ვილაპარაკოთ..შენნაირ ადამიანთან  ვარ შეყვარებულთა პარკში და არ გვინდა ცუდ ამბებზე საუბარი
–ეს კომპლიმენტია? (თან გამეღიმა,მესიამოვნა მისი ასეთი თბილი მოპყრობა)
–შენი აზრით?
–რავიცი კი ...
ერთი გოგო მოვიდა ჩვენთან
–შეიძლება თქვენთან ერთად დავჯდე?
ავხედე თავხედს..

ჰარისკენ მივიწიე
–ვერ ხედავ აქ შეყვარებულები ვზივართ და მყუდროებას გვირღვევ, ჰარის გაეღიმა და გამომხედა,გოგომ დაგვტოვა

–რას მიყურებ მართლა შეყვარებულები კი არ ვართ
–კაი ხო..
–მოსაღამოვდა არ წავიდეთ?

–კი სახლამდე მიგაცილებ
–არა იცი ნუცასთან წავალ რა სჭირს გავიგო
–კარგი იქ გაგიყვან
–ახლოსაა ფეხით წავალ
–კარგი
მარტო დავტოვე და წამოვედი,მართლაც ახლოს იყო,მაგრამ თან არც ისე ახლოს
–იცი რა ვიფიქრე? მეც ფეხით წამოვალ (ჰარი)
–გადამრევ...
–საინტერესოა როგორი იქნება გადარეული ანი
–ნუ გამოცდი
ბევრი ვიცინეთ 
–კარგი ახლა ჩემი წასვლის დროა,ხომ ხედავ ნუცა უკვე მელი ფანჯარაში იგრძნო ჩემი მოსვლა
–კარგი წადი...
ნუცასთან ავედი,კარებში შემომეგება გახარებული
–რა მოხდა?
–დაჯექი მაგარი ამბავი მაქვს
–რა ხდება ? (მართლა დაჯდა)
–შეყვარებულები ვართ
–რაა??
–ხო კარგი ადექი მოგატყუე...
–:ხხხ
–მოკლედ ყველაფერს მოგიყვები....
მე ჩემს სტიქიებში ვიყავი და ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი,ნუცა დაკვირვებით მისმენდა,როცა დავამთავრე დიდი დასკვნა გამოიტანა

–ბევრი არაფერი გიკლიათ შეყვარებულობამდე
–კარგი ნუ დაიწყე
ნუცასთან გვიანობამდე ვიყავი,სახლში რომ შევედი გვიანი იყო
სანდრო: – აქამდე სად იყავი?
–ხვალ მოგიყვები რა, ეხლა მეძინება
–ბედი შენი რო შენს ხასიათზე არ ვარ
ოთახის კარი გავაღე
–სიზმარში ვარ

კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1221 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 9
2012-08-11
9. tamta tamta ( tamta )  
- გააგრდზელე




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz