ქრისტე აღსდგა !! - 15 აპრილში 2012 - - BonnY.Ucoz.Com

საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 594
მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ქრისტე აღსდგა !!
12:45 PM
ქრისტე აღსდგა !!

ქრისტე აღსდგა !!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! Bonny.Ucoz.Com გილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს, მისი მადლი შეგეწიოთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისათვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მორწმუნეთათვის დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე (თომას კვირამდე) მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები”.

ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა, ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ. ძველი წმიდა ჩვეულება, რომელიც ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა დღემდე შემოინახეს, იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არცერთი საეკლესიო მსახურება არ გამოტოვონ. ჩვენც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს! ვეცადოთ, რომ ქრისტეს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საყოველთაო ზეიმად ვაქციოთ.

                                 აღდგომის დღეს მისალმებისა და
                                     ურთიერთმთხვევის  შესახებ 

„მთელი ციხე უგალობდა აღმდგარ მაცხოვარს”
„ესე არს დღე, რომელი ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”.
აღდგომის დღესასწაულის სიხარულს მორწმუნე გული მთელი ცხოვრება თან ატარებს, იქნება იგი ბავშვობის ხანაში, ახალგაზრდობის წლებში თუ უკვე ზრდასრული.

მდიდარსა და ღარიბს, გამოჩენილსა თუ რიგითს, ავადმყოფსა და ჯანსაღს, ბედნიერსა და უბედურს, ყველას, საიდუმლოდ აღელვებდა და აღელვებს ეს დიდებული დღე, ამ დროს განიცდება მოკვდავ სხეულში მოხარული სული, რომელიც ზეობს თავისი უკვდავებით. ამ დღეს სული მეუფებს ხორცზე, იგი ძალმოსილია მარადიულობაში თავისი უკვდავების სიცხადით.

აღდგომის დღესასწაულით მოგვრილი საკუთარი უკვდავების ეს სიხარული, ეს წინათგრძნობა საოცრად ბუნებრივი და გასაგებია. ეს სიხარული აღდგომილი უფალის მიმართ მადლიერების ლოცვად მიიმართება, რათა მოგვამლოს მან მშვიდობა, უშფოთველობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სხვა რიცხვმრავალი მისი მოწყალებანი.

… მაგრამ მე აღმოვჩნდი ისეთ სასიცოცხლო გარემოში, როცა არათუ მწუხარება და აუტანელი დარდი, ამქვეყნიურობასთან სრული გაუცხოება, საკუთარი ადგილისა და დანიშნულების დაკარგვა იყო გამეფებული, არამედ თავად სიცოცხლე და არსებობა გამხდარიყო სათუო.

1923 წელი. საბჭოთა ციხე მშობლიურ ქალაქში, სადაც ქანცგამწყვეტი ორთვიანი ეტაპით გადმომიყვანეს ოდესიდან სწორედ დიდ შაბათს. ჩემთან მყოფ „კონტრრევოლუციონერებში”, „თეთრგვარდიელებსა” და „კულაკებს” შორის გავიცანო ორი მოძღვარი. ჯერ კიდევ საერო პირი ვიყავი, უმალ „სულიერ” საკითხებზე გავაბი საუბარი და ღრმა სინანული გამოვთქვი იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად, აღდგომა დღეს, ვერ მოვისმენდი სიტყვებს: „ქრისტე აღსდგა!” და ვერ განვიცდიდი სააღდგომო დღესასწაულის ამაღელვებელ სიხარულს.

„ამაოდ ფიქრობთ ასე და წუხართ; დეტალებს არ მოგახსენებთ, მაგრამ დღეს თქვენ განიცდით ნამდვილ აღდგომის სიხარულს, ისეთს რომელსაც ვერ დაივიწყებთ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე”, დამამშვიდეს და მანუგეშეს მოძღვრებმა. მოუთმენელი მღელვარებით ავივსე, თუმცა უძილო ღამემ და საკუთარ ქალაქში გისოსებს იქით ყოფნის განცდებმა მომწყვიტა და დავიძინე…

„გაიღვიძეთ, სააღდგომო მსახურება იწყება” ჩამესმა თუ არა ისეთი სიხარულით წამოვფრინდი, როგორც ოდესღაც, ჩემს ოქროს ბავშვობაში, როცა ამ სიტყვებს დედის ხმა მაწვდენდა. მწარე სინამდვილემ უმალ გასერა ჩემი გული: რომელი მსახურება, ჩვენ ხომ ციხეში ვართ? მაგრამ როცა მიმოვიხედე, დავინახე, რომ ჩვენს ჭუჭყიან მაგიდაზე თეთრი სუფრა გადაუფარებიათ, პატიმართაგან გადანახული რამდენიმე ხატი დაუბრძანებიათ და ანთებული სანთლებით გაუბრწყინებიათ. კამერაში მყოფი ოცდაათამდე კაცი სერიოზული სახეებით ნახევარწერეზე დგანან, წინ მოძღვრებია, ერთ-ერთი მომცრო ოლარით შემოსილა. რაღაც უჩვეულო ძრწოლამ და მღელვარებამ ამიტანა…

მოძღვრებმა ჩუმად წამოიწყეს: „აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ…” სამჯერ გაიმეორეს. გასაოცარი სიჩუმე ჩამოდგა. ისევ გაისმა: „დიდება ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა…” შემდეგ ოცდაათივე კაცმა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…”

ციხის პირქუშ სივრცეში ჩვენს საკანში წარმოთქმული ხმამაღალი, ძალმოსილი „ქრისტე აღსდგა!” საოცრად მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო. ამ სიტყვებმა ტალღად გადაიარა სხვა საკნების გამოღებული საკრმლებიდან. ის ვრცელდებოდა, ფართოვდებოდა და წვდებოდა სატუსაღოს მთელს სივრცეს მანამ, ვიდრე ჩვენს საკანში სააღდგომო მსახურება მიმდინარეობდა. ჩვენთან იგალობებოდა სააღდგომო ტროპარ-კონდაკები, დანარჩენ საკნებში კი „ქრისტე აღსდგა!” დაუვიწყარი, დიდებული აკომპანიმენტი! დაფაცურდნენ, ახმაურდნენ გადაღებების ასხმულებით ციხის მცველები, მაგრამ რა შეეძლოთ მოემოქმედათ? მთელი ციხე უგალობდა აღმდგარ მაცხოვარს.

დასრულდა ღვთისმსახურება ჩვენთან და ნელ-ნელა ჩაცხრა საკნებიდან გამოსული გალობაც. არ ცხრებოდა მხოლოდ სურვილი, დაუსრულებლად აღვლენილიყო სააღდგომო საგალობლები და სიხარული, რომელიც მოიცავდა ციხის ხუთასზე მეტი პატიმრის გულს. ვხედავდი პატიმართა აღტაცებულ სახეებს და ვგრძნობდი, რომ ყველანი მოცულნი ვიყავით უზარმაზარი, მღელვარე სიხარულით, რომელიც არღვევდა ციხის საზღვრებს და ავყავდით ზეცად. ცრემლებს დაეფარა ჩვენი სახეები. ეს აღარ იყო განწირულობით მოგვრილი ცრემლი, არამედ უფლის სიახლოვის სიხარული განივთდა ცრემლად. იგი სულ ახლოს იყო, ჩვენს შორის იდგა და ჩვენს გახსნილ გულებს კურნავდა.

დაწყნარებულნი, გახარებულნი, სრულად მომწყდარნი გარემო სინამდვილეს ვიხსენებდით გასულ, გულში ჩარჩენილ სააღდგომო შთაბეჭდილებებს და ასე შევხვდით განთიადს.
 დიდმა სააღდგომო სიხარულმა გაარღვია სატუსაღოს დახშული სივრცე…

ასეთი აღდგომაც იყო
70-იან წლებში, პატრიოტული მოღვაწეობის გამო, დააპატიმრეს მერაბ კოსტავა და ვიქტორ რცხილაძე. ისინი უშიშროების სამინისტროს სარდაფში არსებულ იზოლატორში მოათავსეს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, კომუნისტურ პერიოდში „ანტისაბჭოთა პროპაგანდის” ბრალდებით უშიშროების ციხეში ყოფნა რა ფსიქოლოგიურ განწყობას უქმნიდა პატიმარს.

ვნების კვირის დღეები იდგა. ეს იყო დრო, როდესაც არათუ ციხეში, არამედ გარეთაც ვერავინ ბედავდა აღდგომის აშკარად აღნიშვნას.

მიიწურა ვნების შაბათი. საათმა თორმეტს დაჰკრა. დაიწყო აღდგომის ღამე, თითქოს ვერაფერი დაარღვევდა „სუკის” იზოლატორში გამეფებულ სასტიკ სიჩუმეს, როდესაც უეცრად მჭექარედ გაისმა: „ქრისტე აღსდგა!” ეს მერაბ კოსტავას ხმა იყო, რასაც მოჰყვა მეორე ტუსაღის საპასუხო შეძახილი: „ჭეშმარიტად!” ზედამხედველები დაფაცურდნენ, მაგრამ ამაოდ – უკვე გვიანი იყო.

დიდია უფალო ძალა შენი, ქრისტეს აღიარება მოხდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ყველაზე ძლიერი, ტირანული და ათეისტური სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და მკაცრ ადგილას – უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიწისქვეშა იზოლატორში.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის, რამეთუ იგია ჭეშმარიტად ცისა და ქვეყნის გამგებელი.

-ქრისტე აღსდგა!!
-ჭეშმარიტად აღსდგა!!


წყარო ამჯერად ჩემი ბლოგია ანუ: Maaarrriii.Wordpress.Com

კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 280 | დაამატა: -ტრიქსი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2012-04-16 Spam
- <3 ჩვენც გვიყვარხარ ანუკიი <3 ნუ მეც მიყვარხარ და სხვისი არ ვიცი biggrin



2012-04-15 Spam
- ყველას გილოცავთ <3 ჭეშმარიტად აღსდგა !! მიყვარხართ <3



2012-04-15 Spam
- ♡BaBi♥Smiller♡ ჭეშმარიტად აღსდგაა <3



2012-04-15 Spam
- გილოცავთ ბავშჰვებო ქრისტე აღსდგა



2012-04-15 Spam
- biggrin მადლობ (2)



2012-04-15 Spam
- მეეც გიილოოცაავ მაარუუუს <3 კაარგიი სიახლეეაა biggrin ))



2012-04-15 Spam
- Takk♥ <3 მეც გილოცავ smile



2012-04-15 Spam
- ჭეშმარიტად აღსდგა ...მეცც გილოცავთ ყველასს....



2012-04-15 Spam
- <3 მეგუსუსუნა biggrin smile მაადლოობ <3



2012-04-15 Spam
- მეც გილოცავ <3 :*) smile



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 345
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz