საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » ის ისევ იცინის ბოლო თავია
10:16 PM
ის ისევ იცინის ბოლო თავია
"დღეს მარიამის მეხუთე დაბადების დღეა და ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. უბედური ვარ. არაფრის თავი არ მაქვს. ღამეებს თეთრად ვათენებდი საავადმყოფოში. დათოს მანქანა დაეჯახა და დღე და ღამ ვლოცულობდი, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ... მაგრამ ის აღარ არის... ის საავადმყოფოში დაიღუპა. ჩემს თვალწინ. ავარიის შემდეგ ძლივს გონს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ორი სიტყვა თქვა "უკანასკნელი ფოთოლი" და სუნთქვა შეწყვიტა. მისი ფანჯრიდან სარს შემოხვეული ვაზი ჩანდა, რომელიც ზამთრის ყინვისგან კვდებოდა, მასზე ერთი ფოთოლიღა იყო შერჩენილი, ხოლო როდესაც დათომ სუნთქვა შეწყვიტა, ვაზიც მასთან ერთად მოკვდა.



ამ წერილს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს, რომ ჩემი მშობლები მაპატიებენ თვითმკვლელობას. ჩემს ცხოვრებას დათოს გარეშე არანაირი აზრი არ ააქვს და ამიტომ გადავწყვიტე ეს. მაგრამ ყველაზე მეტად ამას ვწერ ჩემი მარიამისთვის, რომელსაც ყველაზე დიდი ტკივილი მივაყენე ამ საქციელით. მარიამ, მე შენ მიყვარხარ და იმედი მაქვს მაპატიებ."
კითხვისას ნუცა ტიროდა. ფურცლის ბოლოს კი სისხლი დაინახა, რამაც გააუარესა მისი მდგომარება. ერთი ცრემლი... მეორე... მესამე... ნუცას სარდაფში ჩაეძინა და მთელი ღამე იქ გაატარა.
დილით სარდაფიდან გაშტერებული თვალებით ამოვიდა და დედასთან სკამზე ჩამოჯდა. მას თვალები გაშტერებული ქონდა, თან ცრემლი მოსდიოდა და თან იღიმოდა.
-ნუცა რა გჭირს? -შეეშეინდა მარიამს.



-დედა ვიცი, რომ ნინომ თავი მოიკლა. -დუმილის შემდეგ თქვა სევდიანი ხმით ნუცამ. მარიამი ჩამოჯდა და ნუცას შეხედა. მას გულისყური დაძაბული ჰქონდა, რადგან ხვდებოდა, რომ ნუცას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. -მე ის ვნახე დედა... ნინო დამესიზმრა... -ნელ-ნელა თვალები გაუწყლიანდა და ბოლოს ღიმილით თქვა. -მე ის ვნახე... "ის ისევ იცინის"
კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1009 | დაამატა: anita | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-05-17
5. anita anny ( anita )  
- არა ეგ წაკითხული მაქვს მაგრამ არ მიმისგავსებია მე საერთოდ smile




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz