საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » Hip-Hop
8:01 PM
Hip-Hop


იამაიკა
50 იანი წლების დასაწყისში იამაიკიაზე ჩამოყალიბდა ახალი მუსიკალური მიმდინარეობა, მას სკა (ska) დაერქვა, ეს იყო ამერიკული როკ-ნ-როლის და რიტმ-ნ-ბლუზის ნაერთი კარგათ მომარაგებული იამაიკური და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტების რითმებით, სკა-ს კარიბულმა სტილმა მხოლოდ 10 წელი გაძლო შეუცვლელად, 60 იანების ბოლოს წარმოიქმნა როქსტედი (rockstedy), როქსტედი-ს და სკა-ს შორის განსხვავება მხოლოდ სწრაფი რიტმი და გაძლიერებული ბასური ჟღერადობა იყო. როქსტედის მოყვა რეგეი (Reggae), თავდაპირველად რეგგეი არანაირ პოლიტიკურ და რელიგიურ მოტივს არ ატარებდა, ეს იყო მარტივი საცეკვაო მუსიკა, რეგეისთან ერთად გაჩნდა დაბ-ი (dub). დაბი იყო ინსტრუმენტალური მუსიკა, რომელიც იწერებოდა რეგეის ფირფიტების უკანა მხარეზე, ძირითადათ ის წარმოადგენდა ამა თუ იმ შემსრულებლის სიმღერის ინსტრუმენტალურ ვერსიას, რომელასც უბრალოდ წერდნენ ფირფიტის მეორე მხარეზე. არ არის გასაკვირვი რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა MC -მ (Master of ceremonies-იამაიკაზე იყვნენ მუსიკალური საღამოების წამყვანები) რომლის სახელიც იყო Daddy U-Roy აიღო, ჩართო დაბი და ზემოდან ლექსივით გადააწერა თავისი ვოკალი, ჩამოყალიბდა დაბი-ის ახალი ფორმა. ამ მუსიკის ლირიკული მხარე თავდაპირველად რელიგიური შინაარსის იყო (Griots-აფრიკული რიტმული ლექსის კითხვის მეთოდი, ფსალმუნები და ნაწყვეტები წმინდა წიგნებიდან), ასეთი სახის დაბი ძალიან პოპულარული გახდა კუნძულზე და მას როგორც წესი ცოცხლად ასრულებდნენ, გავიდა მცირე დრო და ასეთი ჩანაწერები მოხვდნენ ნუი იროკში…

ნიუ იორკი
ნიუ იორკის რაიონი ბრონქსი ითვლება ჰიპ-ჰოპ-ის (ისეთი სახით როგორიც ის ეხლაა) ჩასახვის ადგილი, ემიგრანტებს იამაიკიდან ჩამოქონდათ ჩანაწერები, და ჰიპ ჰოპი მთლიანობაში განიცდიდა სწრაფ ევოლუციას, მას ბევრი მოყვარულ ყავდა მისი დაარსების პირველივე წლებიდან.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები არსებობს ბევრი თეორია რა იყო პირველი, მაგრამ ერთი ცხადია რომ ჰიპ-ჰოპის ყველა კომპონენტი პოულობდა თავისათვის განვითარების გზას. 1967 წელს ბრონქსში მოხვდა კლაივ კემპბელი (Clive Campbell), ის ემიგრანტი იყო იგივე იამაიკიდან, კლაივი (რომელიც შემდგომ მიიღებს ფსევდონიმს Kool Herc) ითვლება ჰიპ-ჰოპ DJ-ინგის დამაარსებლად.

ყველაფერი მარტივად მოხდა: პატარა კლაივს უყვარდა საცეკვაოდ სიარული, მას ასევე მუსიკის ჩართვა უყვარდა, ბრონქსში ბევრი ადგილი იყო ასეთი და ქულ ჰერქმა ხალხის მოზიდვის მარტივ მეთოდს მიმართა, ის რთავდა იმ ფირფიტებს რომლებიც სხვას არავის არ ქონდა, მამამისმა მას ჯეიმს ბრაუნის :"Sex Machine" -ს ჩანაწერი აჩუქა, ფანკი მაგ დროს ახალი და პოპულარული მოვლენა იყო, ასე რომ ჰერქმა ბევრი მსმენელი შეკრიბა თავის გარშემო, ის ნამდვილი DJ გახდა.

DJ-ის ფუნქცია არ იყო მხოლოდ ფირფიტების ჩართვა, ის სიმღერების ანონსირებასაც აკეთებდა და ინსტრუმენტალზე ცოტას „წაულაპარაკებდა“ ხოლმე, ასეთ ვითარებაში გამოჩნდნენ პირველი ამერიკელი MC ები, თავისი იამაიკელი კოლეგების მსგავსად ისინი რთავდნენ მუსიკას, მიკროფონში აცხადებდნენ სიმღერას და თავის რითმულ ვოკალსაც ადებდნენ ხოლმე. ახალ მიმდინარეობას რეპი (rap) ეწოდა, ამ სიტყვას ზოგი Rhythmical American Poetry (რითმული ამერიკულ პოეზია)-თ თარგმნის, თუმცა სიტყვა rap ის ნამდვილი მნიშვნენლობა ზუსტად არავინ არ იცის (ბევრი ბევრი წლის შემდეგ ამ სიტყვის თავისებურ ახსნას Stickey Fingaz (onyx) მოუფიქრებს: Rape All Punkmathafuckaz).MC-ები უკვე აღარ რთავდნენ მუსიკას, ისინი „რითმულ ამერიკულ პოეზიას“ ასრულებდნენ.

მაგრამ ქულ ჰერკის ამბავი ამით არ მთავრდება, ერთხელ ის მაიკლ ვინერის სიმღერას Bongo Rock-ს უკრავდა, შუა სიმღერაში მან ჯემის ბრაუნის Give It Up Or Turn It Loose ჩასვა, და ეს იყო აღმოჩენა! სხვა დანარჩენმა DJ ებმაც დაიწყეს ასეთ სტილში ჩანაწერების დაკვრა, ისინი რთავდნენ ნელ მუსიკას და მის შუაში უცებ სწრაფ და საცეკვაო რითმებს უშვებდნენ, ამ მოვლენას გატეხვა (Breaking) დაერქვა, და სწორედ ამ ფირფიტების ცვლამ წარმოქმნა ცეკვის ახალი მიმდინარეობა: ბრეიკ დენსი (Break Dance), მთელი აზრი იყო უცებ მუსიკის ტემპის და ცეკვის სტილის შეცვლა, ამან მასიური ხასიათი მიიღო, ბრონქსი ბრეიქ დენსის ტალღამ მოიცვა, მას ყველგან ცეკვავდნენ, ასე გავიდა პირველად ჰიპ-ჰოპი ქუჩებში.

ქულ ჰერკს ჰიპ-ჰოპში კიდევ ერთი დამსახურება აქვს, მან მოიფიქრა ტერმინები Break Dancer და მისი შემოკლება B-Boy (Break boy).

ბრეიკ დენსთან ერთად რეპი ბრონქსის ქუჩებში გავიდა, მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ცეკვის და ტექსტის კითხვის ოსტატობა სერიოზულ ცოდნად ითვლებოდა, კრიმინალური ბანდები ერთმანეთში ურთიერთობას იარაღის და დანების გარდა ახლა უკვე ცეკვით არკვევდნენ, ამან თავდაპირველად მთავრობის მოწონება დაიმსახურა, თანაც ბრეიკ დენსში ჩათრეული ხალხი აღარ იყენებდა ნარკოტიკებს დიდი რაოდენობით, რადგან ცხოვრების ახალი სტილი მათგან ჯანმრთელობას მოითხოვდა.

თანდათან ჰიპ-ჰოპი ბრონქსიდან გადიოდა, და ნელ-ნელა ნიუ იორკის სხვადასხვა ადგილებში ჩნდებოდა. მიმდინარეობის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, ქულ ჰერკი-ს გავლენა ძალიან დიდი იყო, და ამ მომენტში მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გააკეთა: ის აღარ უკრავდა პოპულარულ მელოდიებს, მეინსტრიმიდან ასეთმა გადახვევამ ანდერგრაუნდს ჩაუყარა საფუძველი, და ჰიპ-ჰოპი პირველად ორად მაშინ გაიყო.

No Sneakers
No Sneakers-იყო წარწერა იმ დროინდელ მოსაწვევებზე, ყველაფერი მარტივია: ჰიპ ჰოპის მსმენელებს თავიდანვე ჰქონდათ გამორჩეული ჩაცმის სტილი და ჩაცმულობის ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენდა Sneakers (საქართველოში ცნობილი როგორც „ბოტასები“). ჰიპ-ჰოპის პოპულარობა იზრდებოდა, ის ძირითადად დაბალი კლასის ამერიკელებს შორის იყო პოპულარული, რომლის უმრავლესობა თავს არც თუ ისე ლეგალური მეთოდებით ირჩენდა, ამას თან დაერთო რასისტული და ანტიპოლიტიკური ტექსტების გამოჩენა, მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო მასიური (აქ ჯერ არ არის ლაპარაკი Gangsta Rap ზე) ასეთი ხალხის ნახვა წვეულებაზე არავის სიამოვნებდა. ვანდალიზმად ითვლებოდა კიდევ ერთი ჰიპ-ჰოპის ნაწილი: Graffiti.

კულტურა
ჰიპ-ჰოპის იდეოლოგია მძლავრდებოდა.

მისი ყველა მსმენელი ძირითადათ ერთ ფენას წარმოადგენდა: ახალგაზრდა შავკანიანები რომლებიც კრიმინალით (ძირითადად ნარკოტიკების გაყიდვით) ირჩენდნენ თავს, კრიმინალური ბანდების გარდა იმ დროინდელ „შავ“ გეტოებში იყო რამდენიმე ძლიერი ძალა: „შავი პანტერების“ ორგანიზაცია (ამ ორგანიზაციის წევრი იყო Tupac Shakur-ის დედა Afeni Shakur-ი), „ისლამის ნაცია“, „5 % ის ნაცია“ და სხვადასხვა პრო აფრო-ამერიკული მოძრაობა, ყველაფერმა ამან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ჰიპ-ჰოპზე, კერძოდ ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურაზე: აფრიკა ბამბატაზე (Afrika Bambaataa).

ბამბატა გაიზარდა ბრონქსში, იყო DJ ჯგუფ-Black Spades ში, ამბობენ რომ მას უშუალო შეხება ქონდა კრიმინალთან და „ისლამის ნაციასთან“, ასეა თუ ისე გავიდა დრო და 1973 წელს მან უნიკალური ნაბიჯი გააკეთა არა მხოლოდ ჰიპ ჰოპში არამედ „ქუჩურ“ პოლიტიკაშიც, მან თავისი ორგანიზაცია შექმნა, ორგანიზაციას თავიდან Zulu Nation ერქვა და მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ შავკანიანებს ჰქონდათ, შემდეგ თანდათან Zulu Nation ჯერ ლათინოამერიკელებისათვის გაიხსნა და შემდეგ თეთრებისთვისაც (ამ დროს მას Universal Zulu Nation ეწოდა), მისი ბირთვი არც პოლიტიკური იყო და არც კრიმინალური, ამ ორგანიზაციის გული იყო

ბრეიკდანსერების ჯგუფი Zulu Kings. რასიზმის ფონზე ბამბატამ სარისკო საქციელი გააკეთა, მისი და მის გარშემო ხალხის მოწოდება იყო: რასების თანაერთობლიობა, მათ არ ჰქონიათ არანაირი რასისტული გამოსვლები, და „შავი“ მუსიკის გარდა ისინი უკრავდნენ და მიქსავდნენ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Pink Floyd, Led Zeppelin, Beatles, Monkees, თავიდან ეს ყველაფერი აგრესიას იწვედა „შავი პანტერების“ მხრიდან მაგრამ ნაბიჯი გადადგმული იყო და ჰიპ-ჰოპი "გაიღო" ყველასათვის.

„Come to the hip hop“
ჰიპ ჰოპი უკვე ორი ათწლეული არსებობდა და ამ დროს შემოვიდა ტერმინი ჰიპ-ჰოპი (!)ამ ტერმინის ავტორად DJ Lovebug Starski ითვლება, უფრო სწორედ: ბრონქსში არსებობდა მისი დისკოთეკა Jitterbug City რომლის მოსაწვევებზეც ეწერა „Come to the hip hop jam this, or the be bop jam that“ 1974 წელს გამოჩნდა ტერმინი Hip-Hop. ტერმინთან ერთად გამოჩნდა ხალხი რომელიც უკვე პროფესიულ დონეზე იყო ჩათრეული ამ საქმეში, ერთ ერთი ამათგანი იყო ჯოსეფ სედლერი (ცნობილი როგორც Grandmaster Flash), მისი დამსახურებაა ორ ფირფიტაზე დაკვრა, მიქშერის და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენება, მან თავისი Technics SL-1200 გადააკეთა და შემოიტანა გადამრთველი ორ ფირფიტას შორის, რომელსაც ახლა ყველა DJ იყენებს. Grandmaster Flash მა ჩამოაყალიბა Furious Five, მათი პირველი სიმღერა Rapper’s Delight 1979 წელს ჩარტებში 30 ადგილი აიღო, რაც რეპ მუსიკისათვის რეკორდი იყო, გავიდა სამი წელი და მათი სიმღერა Message ჩარტების 1 ადგილზე მოხვდა და ჰიპ-ჰოპი მასსობრივ კულტურად გადაიქცა.

მართალია მას არ მოქონდა დიდი ფული, მაგრამ ბრონქსში DJ სეტები იმართებოდა ყოველ ღამე, ამ დროისათვისაც გამოჩნდა სიახლე: ბატლები- DJ-ები და MC ები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შესრულების კლასში, 1976 შემოვიდა ახალი ფენომენი:

Freestyle Battles, ანუ შეჯიბრება ექსპრონტად მოფიქრებული ტექსტებით, MC ები რომლებიც იგებდნენ ასეთ შეჯიბრებებს დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ თავის წრეში, ასევე შესაძლებელი გახდა „ბრძოლის“ გამართვა ფულზე რაც თავის რჩენის საშუალებას წარმოადგენდა, ამ დროს ჰიპ-ჰოპი პირველად გახდა კომერციული (თუმცა მომავალთან შედარებით თანხები სასაცილოდ ჩანდა). არსებობს ლეგენდა რომ Grandmaster Flash ის მოწაფემ Grandwizard Theodore-მა ერთ დღეს დაკვრის დროს ფირფიტაზე მტვერის გადაწმენდა მოიდომა მან ფირფიტას ხელი წინ და უკან გაუსვა, ასე წარმოიქმნა scratching, და Hip-Hop DJ-ობამ შეიძინა ის სახე რომელითაც ახლა არის წარმოდგენილი, გავა რამდენიმე წელიწადი და ამ დროინდელ ჰიპ-ჰოპ ს უკვე Old School დაერქმევა, და ის ხალხი რომელიც ამ დროს მოღვაწეობდა ლეგენდების სახეს
შეიძენს…
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1138 | დაამატა: L-anano | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz