საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26 » Harry James Potter
1:13 PM
Harry James Potter
ϟ Harry James Potter/ჰარი ჯეიმს პოტერი ϟ

7 მსოფლიოს ბესტსელერი წიგნი, უამრავი ჯილდო, მსოფლიო აღიარება და
მილიონობით თინეიჯერის უსაზღვრო სიყვარული - ეს არასრული ჩამონათვალია
იმ მიღწევებისა რაც ჯოან როულინგმა ჯადოქარი ბიჭუნას ისტორიის დაწერისათვის მიიღო.

ჰარი პოტერის და მისი მეგობრების ისტორიას მკითხველი მართლაც, რომ ჯადოსნურ
სამყაროში მიჰყავს. ამას გარდა თავდადებას, სიყვარულსა და სიმამაცეს ასწავლის...
აღსანიშნავია, რომ წიგნში ყოველი წვრილმანი უდიდეს მნიშვნელობას იძენს,
რაც თავისთავად ჯოან როულინგის უბადლო ფანტაზიის დამსახურებაა.

ფაქტები

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის მე-5 ნაწილი ''ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი''
ყველაზე დიდი წიგნია, მასზე გადაღებული ფილმი ჰარის ფილმებს შორის ყველაზე მოკლეა.

ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერის ბოლო ოთხმა წიგნმა რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე
სწრაფად გაყიდვადი წიგნები მსოფლიოს ისტორიაში.

ϟ ϟ ϟ

მხატვრები 6 თვეს მოუნდნენ, რომ დემენტორები შეექმნათ.

ϟ ϟ ϟ

გვარი მალფოი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ''Maleficus'', რომელიც
ბოროტების ჩამდენს ნიშნავს.

ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერის როლის მისაღებად 16,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ქასთინგი.

ϟ ϟ ϟ

საერთო დრო 8-ვე ფილმისა არის 19 საათი და 41 წუთი.

ϟ ϟ ϟ

2007 წელს, მეგი სმიტს (მინერვა მაკგონაგელის როლის შემსრულებელს) სიმსივნე
დაუდგინეს, მან კი თქვა: ''The show must go on''

ϟ ϟ ϟ

დენიელ რედკლიფმა, ისევე როგორც რუპერტ გრინტმა აღიარეს, რომ ადრეულ
ფილმებში ემა უოტსონის მიმართ სიმპატიები ჰქონდათ.

ϟ ϟ ϟ

რობერტ პატინსონმა დაუფარავად განაცხადა, რომ ''ბინდის'' საგის 4-ვე ნაწილში
თამაშს, ჰარი პოტერის მე-4 ნაწილში, სედრიკ დიგორის როლი ურრჩევნია.

ϟ ϟ ϟ

სევერუს სნეიპი ერთადერთი სიკვდილის მსხვერპლია, ვისაც პატრონუსის მოხმობა შეუძლია.

ϟ ϟ ϟ

ყველაზე მოხუცი მსახიობი მტირალა მირტლია, რომელიც ამჟამად 50 წელს არის გადაცილებული.

ϟ ϟ ϟ

ფრანგულად ''Vole de mort'' ნიშნავს სიკვდილიდან გაფრენას.

ϟ ϟ ϟ

როულინგი თავიდანვე გეგმავდა, რომ მე-5 ნაწილში არტურ უისლი მოეკლა, თუმცა
სპონტანურად ის სირიუს ბლექით ჩაანაცვლა.

ϟ ϟ ϟ

ტყუპები ფრედ და ჯორჯ უისლები დაბადების დღეს 1 აპრილს აღნიშნავენ.

პასუხი ჰარი პოტერის რამდენიმე ფანს ხშირად დასმულ კითხვებზე:

1. რატომ არ აჩვენებდა სნეიპი მის სიკეთეს ჰარის?

სნეიპს უყვარდა ჰარის დედა, ლილი. იგი ჰარის მამამ, ჯეიმს პოტერმა წაართვა, რომელიც
ყველაზე მეტად სძულდა სევერუსს. ჰარიც პოტერი იყო, თანაც მას დედის თვალები
ჰქონდა. ჰარი სნეიპს მუდამ ლილის ახსენებდა და აგრეთვე ქცევებით ჯეიმსს, ამიტომაც
არ უნდოდა მისთვის ყველაზე საძულველი კაცის შვილს სცოდნოდა, რომ იგი
ყოველთვის მის გადასარჩენად ზრუნავდა.

ϟ ϟ ϟ

2. უყვარდათ თუ არა ჰარისა და ჰერმიონს ერთმანეთი?

ვფიქრობ, მათ შორის ალბათ არსებობდა რაღაც გრძნობა, და-ძმურზე მეტი, თუმცა
ჯინის გამოჩენის შემდეგ, ჰარის ჰერმიონისადმი და-ძმური სიყვარული გაუასმაგდა,
ხოლო ჯინის როგორც ქალს ისე შეხედა. ამიტომაც, ჰარისა და ჰერმიონის მეგობრობა
ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე მათი სიყვარული.

ϟ ϟ ϟ

3. რატომ არ მოკვდა ჰარი პოტერი ვოლდემორთან ომში?

ცნობილია, რომ როდესაც ლორდი ვოლდემორი ჰარის სისხლის გამოყენებით აღსდა,
მან თავისსა და ჰარის შორის კავშირი გაამყარა. დაბადებისთანავე ჰარიში ჩასახლებული,
იყო ვოლდემორის სულის მცირე ნაწილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ჰარი ვოლდემორს მოკლავდა,
თვითონაც დაიღუპებოდა. რატომ არ მოხდა ასე? პასუხი ამ კითხვაზე ცოტა ძნელია, მაგრამ
როგორც დამბლდორი ჰარის უხსნის ალბათ, იმიტომ, რომ მან ვოლდემორი მოკლა არა
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, არამედ იმიტომ, რომ დაეცვა მომავალი თაობა,
ანუ ეს გააკეთა მისი მეგობრებისა და ახლობლების გამო.

ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერი და ბინდი

ბინდის გამოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა კრიტიკოსი ამ ორ ნაწარმოებს ერთმანეთს
ადარებს. მე შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, რომელიც ალბათ მაინც
სუბიექტური იქნება, რადგან ჰარი პოტერი ჩემთვის უსაყვარლესი წიგნია.
ჰარი პოტერში გამოკვეთილია სამი ჯერ კიდევ ბავშვის ერთმანეთისადმი უსაზღვრო
მეგობრული სიყვარული, თავგანწირვა. ამას გარდა, ქალ-ვაჟური გრძნობები, დედა-შვილური
სიყვარული, მოკლედ ყველაფერი რაც ერთმა დიდმა ისტორიამ შეიძლება მოიცვას.
ბინდი? სასიყვარულო სამკუთხედი. (მაპატიეთ, ბინდის ფანებო, ეს ჩემი მოკლე აღწერაა)

ϟ ϟ ϟ

დიდი ხანი მინდოდა ერთი ყოვლისმომცველი სტატიის დადება ჰარი პოტერზე, რომელიც
ასე თუ ისე გამომივიდა. გმადლობთ, ყველას ვისაც მოეწონა მოცემული მასალა.
სიამოვნებით გავცემდი პასუხს ნებისმიერ ჰარი პოტერთან დაკავშირებულ კითხვას.

★ ★ ★
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1159 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2011-11-26
- harry potterze vgijdebii <333 kinocc da wgnic magariaa maraa me wigni mirchevnia :*:*




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz