საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 603
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » Friendship Is Forever...♥
7:19 PM
Friendship Is Forever...♥


ძალიან ბევრი ვიტლიკინე და შეიძლება გული გაგისკდეთ რომ დაინახავთ მაგრამ გთხოვთ წაიკითხეთ ბოლომდე და კომენტარიც დაწერეთ ერთი საათია ამაზე ვწვალობ და აზრზე არ ვარ რა ვიხლაფორთე იმედია მოგეწონებათ ცოტა მაინც კომენტარებს როგორც ყოველთვის არავინ დაწერს ჩემს სიახლეებზე თითქოს აცრილები იყოთ მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ


არ ვიცი როგორ დავიწყო იმის ახსნა თუ რას ნიშნავს მეგობრობა ალბათ ამას ვერც ვერასოდეს მოვახერხებ ამის ახსნა შეუძლებელია ეს ისეთი რამაა რომ სიტყვებით გადმოცემა მეძნელება მეგობრობა უდიდესი გრძნობაა რაც კი არსებობს ამ ქვეყნად სიყვარულის მსგავსად 



მეგობარი კი ის ერთადერთია ვისაც შეგიძლია ენდო ვინც გაგიგებს ყველაფერს და განუგეშებს გეტყვის რომ შენს გვერდითაა და რაც არ უნდა მოხდეს არასდროს დაშორდებით ერთმანეთს ეს სიტყვები მართლაც გვაძლიერებს თითქოს მომაკვდავს ჰაერი ჩაგბერეს და ისევ გამოცოცხლდი 



ხშირად ვეჩხუბებით ერთმანეთს მაგრამ ეს იმას არ მიშნავს რომ ერთმანეთი გვძულს ეს პირიქით სიყვარულის ერთ–ერთი გამოვლინებაა ერთმანეთის მიმართ (ამიტომაა სულ რომ გლანძღავთ) მაგრამ მეგობრობას უნდა გავუფრთხილდეთ მისი აგება და შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე დანგრევა ერთმა არასწორმა სიტყვამ, არასწორმა ნაბიჯმა ან უნებლიე შეცდომამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს მეგობრობა ადვილად ინგრევა და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ მისი საყრდენები არ დავაზიანოთ თორემ როგორც ძველი ხიდი ინგრევა ბურჯების ჩამონგრევისას ისევე ჩამოინგრევა და დაიფერფლება



ბავშვობის მეგობრები უფრო ხშირად არიან ერთად უფრო დიდხანს მეგობრობენ ვიდრე ახლად გაცნობილები მაგრამ დგება დრო და დგება რაღაც მომენტი როდესაც ზოგი იძულებული ხდება რომ ძველი და ბავშვობის მეგობრები მიატოვოს და ახლის ძებნას შეუდგეს რადგან იმ ძველ მეგობართან საერთოს ვეღარ პოულობს მაგრამ ასე მაინც არ უნდა ხდებოდეს რადგან ძველი მეგობრებიც უნდა გვახსოვდეს მაგრამ არც ახლების გაცნობასა და მათთან ურთიერთობაზე უნდა ვთქვათ უარი ეს კარგია კიდეც როცა ბევრი მეგობარი გყავს უფრო კარგად და დაცულად გრძნობ თავს



ძნელია იპოვო ნამდვილი მეგობარი მაგრამ უფრო ძნელია მოიპოვო მისი ნდობა რადგანაც ეს ყველას არ შეუძლია ყველას არ შეუძლია იყოს სხვასთან გულწრფელი მაგრამ ყოველთვის უნდა რომ ჰყავდეს გვერდით ისეთი რომელიც სიტყვის თქმის გარეშე გაუგებს, ყურადღებით მოუსმენს მის გულის ნადებს, მისი სევდის მიზეზს და მართლაც გულწრფელად თანაუგრძნობს, მოეხვევა, აკოცებს და ეტყვის "მე შენთან ვარ! ჩემი იმედი გქონდეს!" რომ იცოდეთ რამდენს სჭირდება რომ ეს სიტყვები უთხრან არა ძალით და მოვალეობის მოხდის მიზნით არამედ გულწრფელად ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გაპატიებს შეცდომას როგორი ცუდი და მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს მისთვის 



მაგრამ არსებობენ ისეთი მეგობრებიც რომელთაც პირადად არ ვიცნობთ რომელთაც ინტერნეტით, ტელეფონითა და სხვადასხვა გზით ვუკავშირდებით და ვმეგობრობთ (მე პირადად ასეთი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათ შორის საუკეთესოებიც) ზოგი მიიჩნევს რომ ეს სისულელეა რა ინტერნეტით მეგობრობა სახეზე არ უნახია და რა იცის ვინ არის სინამდვილეში და რას წარმოადგენსო ამბობენ მე პირადად ამაზე ხშირად მწყდება გული რადგანაც ჩემი ყველა მეგობარი ძალიან კარგია და ყველა გულით მიყვარს და უმეტესობასაც კარგად ვიცნობ განსაკუთრებით კი ჩემს საუკეთესო მეგოორებს მათ თვალდახუჭული ვენდობი (ყოველშენთხვევაში იმედი მაქვს რომ მივენდო ხრამში არ გადამჩეხავენ) მათ ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ და ყველა ძალიან მიყვარს ასე რომ არ დაუჯეროთ როცა ამბობენ რომ ვირტუალურ სამყაროთი მოპოვებული მეგობრობა ტყუილია ანდაც არარეალური ეს მათ ვერ წარმოუდგენიათ მაგრამ მე ვიცი ეს რაც არის და ყოველთვის ვამტკიცებ ჩემს აზრს



მეგობრობა კი ის ამოუხსნელი, ზებუნებრივი და არაჩვეულებრივი გრძნობაა რომელიც ყველას გვარეთიანებს და ყველას ბედნიერებას გვანიჭებს მეცოდება ის ადამიანი რომელსაც არ უგრძნია რა არის ნამდვილი მეგობრობა ან არ ჰყავს მეგობარი არ იცის რა განცდაა ეს რადგან არ აქვს მისი ნიჭი ნამდვილად უბედურია მე ამის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი თქვენ კი ჩემო ბონელებო ჩემს გულში საკმაოდ დიდი ადგილი გიჭირავთ და ყველანი ძალიან მიყვარხართ გიცნობთ თუ არ გიცნობთ მაინც მიყვარხართ რადგან ჩვენს პატარა "ოჯახს" შემოუერთდით და ახლა ჩვენი ნაწილები ხართ ძალიან მიყვარხართ ყველანი


ძალიან ბევრი ვილაყბე არა? იმედი მაქვს ბოლომდე წაიკითხეთ და კომენტარებიც დაწერეთ რა გთხოვთ რადგან ერთი საათი ამაზე ვიწვალე გთხოვთ


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 430 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-03-28 Spam
- leluka elashvili, მადლობ ლეელ



2012-03-28 Spam
- მაგარიაა <33



2012-03-28 Spam
- ► mmaKuunaa ❤..., Ani_ LoVeR, მადლობთ ბავშვებო მიხარია რომ მოგეწონათ smile



2012-03-27 Spam
- მართლაა მაგაარიაა ბაბიიიიი ყოოჩააღ :**



2012-03-27 Spam
- ვაუუუუუუუუ <3 ბრავო ბაბიი <3 hearts რამხელაა და რა მაგარია :*:*:* გეთანხმები იმაში რომ ვირტუალურ სამყაროთი მოპოვებული მეგობრობა არააა ტყუილი :*:*:* love მე ვიცნობ ბევრ ბავშვს და კარგად ვარ მაათთან <3 love ერთ-ერთი კი შენ ხარ <3:* ჰოდა წარმატებები <3 :* salute



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 352
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz