საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 15 » eMo ✖
7:49 PM
eMo ✖
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.
ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს. ემოები ნაწყენი მოვლენებისგან თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივეა, რომ აგრესია და სტრესით დაძაბულობა ტკივილით გადაიტანოს.
ემოებში ასევე არის პოპულარული პირსინგები,რომელსაც ხშირად იკეთებენ , ყველაზე პოპულარული პირსინგი არის" Snake Bites", სადაც ორი ბეჭდის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა თუჩზე.
ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებს ან მოსწონთ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო, რაც მისი სახელიდან გამომდინარეობს: "გველის ნაკბენი"- ამ პირსინგით იგევე ასოცირება ხდება ცხოვრებაზე, რომ ცხოვრება როგორც გველია და თვლიან ამ ცხოვრებისგან ნაკბენს..
აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვ.
ემოების გარკვეული ნაწილი straight edger-ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან, რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს არამარტო მასაში, არამედ ალტ-კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, რაც ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი.
ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდურობა, კერძოდ, ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის. ხშირია ფაქტები, როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.მიუხედავად იმისა რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა, უკვე ფაქტიურად ორად გაიყო. ერთი ნაწილი თავს ნამდვილ ემოს უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია, რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას. ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე.ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მათი გართობა უფრო ცელქობას ჰგავს. უმეტესობას აქვს დღიური, რომელსაც „ზინს" უწოდებენ. ზინი მათი მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე.
ემოები ასევე ხშირად წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს, სადაც ძლიერი ემოციურ განცდებზეა საუბარი, ძირითადად დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" ან ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი".
თუმცა მათი ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა - ემო-როკი, ემო-პანკი, ემო-ჰარდკორი.
როცა ემოს ეკითხებიან, თუ ვინ იქნება ის, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ემო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა არიან ისეთები რომლებიც აპირებენ ცხოვრების ბოლომდე უერთგულონ ემო კულტურას, მაგრამ როგორები იქნებიან ისინი 35-40 წლის ასაკში ცოტა ძნელი წარმოსადგენია.ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით, ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.
ლირიკა პირადულია, ზოგჯერ პოლიტიკურიც, მუსიკა მელოდიური და ზოგჯერ ქაოტური.
დღეისათვის ამ სტილის ქვე ჟანრებს მიეკუთვნება:
ემოკორი
ემო-ჰარდკორი
სკრიმო
ფრენჩ სკრიმო

ჟანრი სათავეს 80 იანი წლებიდან იღებს, როცა ეგრეთ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself-50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი თაობა ჯგუფებისა, რომლებიც შინ მუშაობდნენ და გიტარიდან დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას emotion უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა. ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring-მა დაუკრა, რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring"-ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü-ს ალბომი Zen Arcade, რომელმაც მხარი აუბა Rites Of Spring-ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია.
ემო მუსიკის პირველი ტალღა დაიწყო 1984 წელს და დასრულდა 1994-ში, პირველი ტალღის ემო ჯგუფებად ითვლებიან:
Gray Matter, Soulside, Ignition, Marginal Man, Fire Party, Rain, Shudder to Think

მეორე ტალღა დაიწყო 1994-ში და დასრულდა 2000 წელს, ამ პერიოდში მოხდა ემო მუსიკის პოპულარიზაცია, ემო გახდა ცნობადი ჟანრი.
ამ პერიოდის პოპულარული ჯგუფებია: Christie Front Drive, Braid, Boys Life
მესამე ტალღა 2000 წლიდან იწყება; ემო ჩამოყალიბდა როგორც პოპულარული სუბკულტურა, ამ პერიოდში ემომუსიკოსებად მოიხსენიებენ პოსტ-ჰარდკორ და პოპ-პანკ ჯგუფებსაც.
დღეისათვის ემომუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ალტერნატიულ სცენაზე





 




 



                                                                                                    
                                                                                            წყარო: TeenGeo













კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1189 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-01-15
- მეე მევასეებიაან რატოო biggrin




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz