საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » ელენე ზალდასტანიშვილი <3
8:50 PM
ელენე ზალდასტანიშვილი <3
ელენე ზალდასტანიშვილი: "დედიკოსავით სტუდენტობისას კი არ გავთხოვდები, ჯერ "ოსკარი" მაქვს ასაღები"












10 წლის ელენე ზალდასტანიშვილი ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ჭკვიანი და წიგნიერი ბავშვის, ნუციკოს როლს თამაშობს. გადასაღებ მოედანზე ბევრს ხალისობს და ყველაზე მეტად მსახიობ რუსკა მაყაშვილთან ერთად მოსწონს მუშაობა. 


ელენე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-5 კლასში სწავლობს. ელენეს დედა - ნინო ფურცელაძე - პროფესიით მსახიობია; მამა, გიორგი ზალდასტანიშვილი კი - ბუღალტერი. სკოლაში კარგად სწავლობს. სკოლის შემდეგ ცეკვის, მათემატიკისა და ინგლისურის წრეებზე დადის. 

- როგორ მოხვდი ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან"?


- ნათესავმა მითხრა, სერიალისთვის შენხელა გოგონა სჭირდებათ და კასტინგზე გადიო. მეც გავედი და ორი ტურის შემდეგ სტუდია "ღამის შოუდან" შემატყობინეს, როლზე დაგამტკიცეთო. ისე გამიხარდა, რომ ხტუნვა და კივილი დავიწყე. სიმართლე გითხრათ, კასტინგზე რომ გავედი, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ტელესერიალში ამიყვანდნენ. 

- ტელესერიალში გამოჩენის შემდეგ სკოლაში პოპულარული იქნები...


- მართლაც ასეა. სკოლაში ელენეს კი არა, ჩემი გმირის სახელს, ნუციკოს მეძახიან. ჩემს მასწავლებლებსაც უხარიათ, სერიალში რომ ვთამაშობ. ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, ამ საღამოს მზესუმზირას მოვხალავ, სავარძელში ჩავჯდები და შენს სერიალს ვუყურებო... 

- შეყვარებული ხომ არ გყავს?

- არა, თუმცა სკოლაში ბევრ ბიჭს მოვწონვარ. ჩემს კლასელ ბიჭებს ჩემი სახელით "ფეისბუქზე" გვერდიც კი გაუხსნიათ და თურმე, ჩემი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩემს პარალელურკლასელ ბიჭს, რომელსაც ვყვარებივარ და ეს "ფეისბუქზე" მოუწერია. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გავბრაზდი. 

- გადაღების პროცესზე რას გვეტყვი?

- რუსკა მაყაშვილი ბევრს გვაცინებს ხოლმე. ყველა საყვარელია, განსაკუთრებით ჩემი დედიკო ანა ალადაშვილი და პრაქტიკანტი მარიკა. სხვათა შორის, სერიალს "გოგონა გარეუბნიდან" თავიდანვე ვუყურებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, მეც ამ ტელესერიალში თუ ვითამაშებდი... 

თუმცა 5 წლის ვიყავი, მე და დედა "ოსკარის" დაჯილდოებას რომ ვუყურებდით და დედას ვუთხარი, მეც გავხდები მსახიობი, "ოსკარს" ავიღებ და იმ წითელი ხალიჩიდან ხელს დაგიქნევ-მეთქი. ამას აუცილებლად მივაღწევ!..

- მსახიობობას აპირებ?

- რა თქმა უნდა. თან მინდა, მოცეკვავეც გავხდე. არადა, პატარაობისას ადვოკატობაზე ვოცნებობდი. საქმიანი ქალის იმიჯი მომწონდა, მაგრამ გადავიფიქრე. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარებ, დედიკოსავით სტუდენტობისას კი არ გავთხოვდები, ჯერ "ოსკარი" მაქვს ასაღები (იცინის).

- "ოსკარის" ასაღებად გეგმა გექნება შემუშავებული...

- რა თქმა უნდა. როდესღაც ტელესერიალი დასრულდება. იმედია, სხვა ფილმებშიც მიმიწვევენ. შემდეგ ჩავაბარებ თეატრალურ ინსტიტუტში. როდესაც დავამთავრებ, ამერიკაში გავემგზავრები. ჩავალ ჰოლივუდში, იქაურ პროდიუსერებს გავიცნობ, კასტინგზე გავალ და იმედი მაქვს, შემამჩნევენ. ვოცნებობ, ჯულია რობერტსთან ერთად ვითამაშო ფილმში.

- პრეზიდენტობაზე არ გიოცნებია?

- ადრე მართლა მინდოდა პრეზიდენტობა, ოღონდ მხოლოდ პოპულარობისთვის. 

- მართლა რომ გახდე პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?

- ანუ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი ვიქნებოდი (იცინის). ლტოლვილებს და უპატრონო ბავშვებს დავეხმარებოდი, ავაშენებდი უფასო გასართობ ცენტრს, ვუჩვენებდი ფილმებს, ყველას უფასოდ დავურიგებდი ნაყინს. 

- ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რა სურვილის ასრულებას სთხოვდი?

- მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები კარგად მიმყოფოს ღმერთმა. 

- მეცენატი რას ნიშნავს?

- მეცენატი ან მეცნიერს ნიშნავს, ან სამედიცინო ტერმინია. 

- როგორი გინდა იყოს შენი სამშობლო?

- მინდა, მშვიდობა იყოს და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს.


ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
არო: Marao.ge 
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1043 | დაამატა: -ტრიქსი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-04-11
- მოკლედ რა ეხლა ეს გახდა პოპულარული მერე ვინმე კაი გამოვა და ეს გადაავიწყდებათ. ნუ არ მიკვირს მაინც საქართველოა=]




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz