საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » დემის ინტერვიუ ჟურნალ Teen Vogue სთან ❤
11:49 PM
დემის ინტერვიუ ჟურნალ Teen Vogue სთან ❤



6 მარტს ამერიკული MTV-ის ეთერში შედგება ახალი დოკუმენტალური ფილმის ჩვენება, რომელიც დისნეის ვარსკვლავს დემი ლოვატოს ეხება
" დემი ლოვატო - დარჩი ძლიერი " - ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია. მანამ სანამ, მას მაყურებელი იხილავს დემიმ ინტერვიუ მისცა TEEN VOGUE-ს და ისაუბრა კონკრეტულად განვლილ გზაზე და ფილმზე.. გაიგეთ რატომ დათანხმდა ის ამ წინადადებას.. 
" მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელი იყო ერთ დღეს ვეღარ გამეხილა თვალი და ვერ დავმტკბარიყავი ბუნების სილამაზის ცქერით " . 




აი რატომ დათანხმდა დემი ამ ფილმის გადაღებას .
ძალიან მაშინებდა იმაზე ფიქრი,რომ მომიწევდა ყოველ დღე კამერებისთვის გამემხილა ჩემი ცხოვრება.მე ძალიან უხალისოდ ვლაპარაკობდი რიგ თემებზე.მაგრამ დროის გასვლის შემდეგ კამერასთან თავს უფრო კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდი.მე თავიდან ბოლომდე ღიად ვლაპარაკობდი ჩემს პრობლემებზე,მინდა ხალხს ეს ყველაფერი დაეხმაროს. ჩემი ვალი? შთავაგონო ხალხი,ეს ყველაფერია რის გაკეთებასაც ვცდილობ.თუ გოგონას აქვს ბიპოლარული აშლილობა მე მინდა გავაგებინო მას,რომ არაფერი დაუშაოს საკუთარ თავს ყველაფერი კარგაად იქნება . მე უბრალოდ მინდა გავუგზავნო ხალხს მესიჯი , იცით ეს ხერხი ხშირდ ამართლებს .




ქვემოთ კი იხილეთ დემის ინტერვიუ ჟურნალ Teen Vogue სთან  .
Teen Vogue : რა რჩევას მიისცემ გოგონებს რომელთაც შენნაირი პრობლემები აწუხებთ?
დემი: მიიღონ სხვისი დახმარება და თავისუფლად მოყვნენ მათ პრობლემაზე.დუმილი მხოლოდ დააყოვნებს თქვენს გამოჯანმრთელებას.ბევრი თინეიჯერი რომელიც განიცდის ზეწოლას და აქვს ისეთი პრობლემა როგორიც მე მაგალითად ბიპოლარული აშლილობა ყველაფერს სხვადასხვანაირად აღიქვავენ.რთულია რჩევა მისცე მას ვინც არ აღიარებს რომ პრობლემა ააქვს.ვწუხვარ,რომ ადრე ამაზე ასე აქტიურად არ ვლაპარაკობდი.
Teen Vogue: რა რჩევას მიცემდი შენ თავს? ძველ დემის?
დემი: არ ვიცი ალბათ ფრთხილად ყოფილიყო გადაწყვეტილებების მიღებაში და არ დაეშვა ის შეცდომები რაც დაუშვა სიყვარულში,კარიერასა თუ მეგობრობაში.
Teen Vogue: რა უნდა გააკეთონ გოგონებმა რომელთა მეგობრებსაც აწუხებთ მსგავსი პრობლემები?
დემი: რთული შეკითხვაა,რადგან მე ვხვდები ადამიანებს მსგავსი პრობლემებით,მაგრამ მათთვის ძნელია რომ ამ სენს გაუმკლავდნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ.ძალიან უნდა ეცადოთ მათთან ამაზე ლაპარაკს,და თუ ისინი თანახმა იქნებიან მიიღონ დახმარება და გაიხსნებიან მაშინ ნახევარი საქმე გაკეთებულია,მაგრამ თუ ისინი არ ისურვებენ ამაზე ლაპარაკს თქვენ მათ ვერ დაეხმარებით და ყველაფერი კონტროლს გარეთ დარჩება.
Teen Vogue: რატომ გადაწყვიტე მოგეყოლა შენს პრობლემებზე.?
დემი: მე ამაზე იმიტომ ავლაპარაკდი ,რომ საერთოდ ამ თემაზე იშვიათად საუბრობენ.მე მგონია რომ ხალხს "ჩემნაირებს" ვჭირდები მაგალითად, რადგან ასეთები ცოტაა,არის მხოლოდ უამრავი მოდელი უამრავი ჟურნალის გარეკანიდან.
Teen Vogue: ბოლო დროს შენი ცხოვრების რომელი მომენტით ამაყობ?
დემი: ჩემი გამარჯვებით კატეგორიაში"საუკეთესო პოპ შემსრულებელი". საშინელი კონკურენცია იყო. ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო.ამ გამარჯვებამ ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა.
Teen Vogue: როგორ გრძნობდი თავს -ის კამერების ქვეშ? (საუბარია MTV-ის დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე)
დემი: ვეჩვეოდი ნელ-ნელა.ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც რომ კამერები მიღებდნენ.
Teen Vogue: გოგონები ზეწოლის ქვეშ არიან,მათ ეუბნებიან როგორ მოიქცნენ და როგორ გამოიყურებოდნენ. რა საშუალებით უნდა გავუმკლავდეთ ამგვარ ზეწოლას?
დემი:ჩაიხედეთ სარკეში და თქვენ თავს უთხარით, რომ "შენ მშვენიერი ხარ ყველაფრის მიუხედავად,,,დარჩი ძლიერი და ყოველთვის გააგრძელე წინსვლა"
Teen Vogue: და რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი?
დემი: ტურნე! ამ ზაფხულს ბევრი კონცერტის ჩატარებას ვაპირებ,მერე კი მსოფლიო ტურნესთვის დავიწყებ მზადებას .
Teen Vogue: გეშინოდა რამის?
დემი:მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელი იყო ერთ დღეს ვეღარ გამეხილა თვალი და ვერ დავმტკბარიყავი ბუნების სილამაზის ცქერით
Teen Vogue: ახლა როგორ გრძნობ თავს?
დემი: მე ვგრძნობ რომ საიმედო ხელში ვარ,მე უბრალოდ ყურადღება უნდა მოვიკრიბო და ყოველ დღე ჩემს გამოჯანმრთელებაზე ვიზრუნო.ჩემი ფანები კი ყველაფერში მეხმარებიან . ჩვენი ერთმანეთთან დამოკიდებულება არ შემიძლია ავხსნა,ეს უბრალოდ შესანიშნავია .


კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1028 | დაამატა: -Bunny❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz