საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » ჩემი საკონკურსო თემა ❤
6:18 PM
ჩემი საკონკურსო თემა ❤


მაშინ 5 წლის ვიყავი . ანუ 11 წლის წინ , მაგრამ ყველაფერი ისე მახსოვს როგორც გუშინდელი დღე . არა ისე როგორც 1 საათის წინ მომხდარი ამბავი .



მაშინ გლდანის სხვა მიკროში ვცხოვრობდი პირველ სართულზე , ბაღის შემდეგ ეზოში ჩავდიოდი და ტალახში ვთამაშობდი როგორც 5 წლის ბავშვს შეეფერებოდა . ჩემ კორპუსში ცხოვრობდა ჩემზე ერთი წლით დიდი ? არა ზუსტად არ მახსოვს მარა დიდი კი იყო .  სამაგიეროდ სახელი მახსოვს მას ლევანი ერქვა , გაურკვეველი ფერის თმა ქონდა , არც რიჟა , არც ქერა , არც შავი , რაღაც სხვაა , ულამაზესი თაფლისფერი თვალები . რომ შემომანათებდა გული ბაგაბუგს მიწყებდა და სახეზე წითელი ფერი მედებოდა . ამისდა მიუხედავად მაინც ვთამაშობდი მასთან ერთად , თუმცა სხვა გზა არ მქონდა მაშინ მე მანქანები მიზიდავდა და ამიტომაც საერთო ენა მასთან გამოვნახე .



ერთხელაც როცა ჩუმად ეზოში გამოვიპარე, ლევანი სადარბაზოსთან დამხვდა .
- წამო ნათიას ბებოს ბაღში ვითამაშოთ .
- კარგი , ოღონდ ჩემ დათუნიას წამოვიყვან (არადა რა დათუნია ის იყო , ძველი დახეული და საშინელი ფერის )
- ყველგან მაგას რატომ დაატარებ ?
- იმიტომ რომ ჩემი შვილია .
- და მამა არ ყავს ?
-მამა? ( ისე დავფიქრდი ვიტომ ქმარს ვეძებდი ) არ არ ყავს .



- მაშინ მე ვიქნები , და მეც გავზრდი .
გამომართვა დათუნია და მამაკაცური დარიგება დაუწყო .
- სკოლაში კარგად უნდა ისწავლო , ბებია და ბაბუა არ გააბრაზო , ბაღში არ იჩხუბო და ბევრი არ იტირო .
მე ის მართლა შემიყვარდა .  ეს სიყვარული ისეთი ლამაზი და ერთადერთი იყო , რომელსაც ვერასდროს ვეღარ გაიმეორებ . მაგრამ ჩემი სიყვარული მალე დამთავრდა . მე სხვაგან გადავედი . შორს არა მაგრამ მაინც ვერ ვნახულობდი .
მაგრამ როცა ბედი არსებობს, მაშინ ნამდვილ სიყვარულს არ დაკარგავ .  წინა წელს ( ანუ 11 წლის შემდეგ ) გახსოვთ ალბათ რა ცხელი ძაფხული იყო . სახლში ვერ ვჩერდებოდი და გარე გარე დავწანწალებდით მე და ჩემი მეგობარი . ერთხელაც გადავწყვიტეთ თბილისის ზღვაზე წავსულიყავით ( იმისდა მიუხედავად რომ არ ვიცოდით სად იყო ) .




გადასასვლელზე გადავდიოდი როცა ერთი სახე მომხვდა თვალებში . 
- არა , გულში დავიკივლე .  ეს ის იყო რომლის დავიწყება 11 წელი ვერ მოვახერხე . ლევანი . იმ გრძნობას რომელსაც ჩემი გული გრძნობდა უცხო იყო . მე ის თავიდან შემიყვარდა . გაჩერებაზე წიდ დავუდექი , რადგან სახის ჩვენება არ მინდოდა , თუმცა ჩემი სახე ისეთი წითელი იყო როგორც . როგორც , სისხლი .
- ანა რა გჩირს ?
-არაფერი . ხმა არ ამოიგო .
- რა ? კაი და მაინც რა გჩირს ?
- მერე გეტყვი ეხლა გაჩუმდი .



მე ვგრძნობდი რომ ლევანი უკნიდან მიყურებდა , თითქოს მიცნო მაგრამ ბოლომდე ვერ მიცნო , თუმცა მე გამოვიცვალე 11 წლის განმავლობაში , ის კი ოდნავადაც არ შეცვლილა . ეს ავტობუსიც ჩემდა ჭირად აგვიანებდა . ლევანი კი თვალებით მჭამდა , ავტობუსი ისევ აგვიანებდა , ლევანი თვალებით ისევ მჭამდა . ასე სულ რაღაც 20 წუთი ვიყავით . მაგრამ ის ჩემზე ადრე წავიდა . მინდოდა თვალებში ჩაეხედა რომ ეგრძნო ისევ მიყვარდა , მაგრამ მხოლოდ მაშინ შემავლო თვალი როცა მანქანა დაიძრა . მის სახეზე გაკვირვება ამოვიკითხე , მან კი ალბათ თვალებზე მომდგარი ცრემლები .
ისევ შემიყვარდაა . მაგრამ ვიგრძენი რომ ეს წუთიერი შეხვედრა ბოლო იყო , ამისშემდეგ ის სამუდამოდ უნდა დამევიწყებიდა , თუმცა ძნელია ესე ერთი ხელის მოსმით გაანადგურო 5 წლის ასაკში შეძენილი სიყვარული .



მინდა გითხრათ რომ პირველი სიყვარული ყველაზე ლამაზია , რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ .





შენ შეგიძლია დახუჭო თვალები მაშინ . როდესაც არ გინდა რაღაცის დანახვა . თუმცა შენ არ შეგიძლია დახურო გულის კარები მაშინ , როდესაც არ გინდა შეიგრძნო სიყვარული .



შეეცადო დაივიწყო ადამიანი , რომელიც გიყვარს იგივეა , გახსოვდეს ადამიანი , რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ .



კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1141 | დაამატა: -Bunny❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-04-01
- დიდი დიდი მადლობა <3




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz