საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მაისი » 17 » ჩანახატები
10:41 PM
ჩანახატები
მეშინია...ირგვლივ საოცარი ქაოსია.ხანდახან ვიპოვნი ხოლმე უეცარ შვებას-სიმყუდროვეს.მაგრამ მალე გაილევა ხოლმე,როდესაც გათავდება თუ არა ღამე,აგუგუნდებიან ავტომობილები,დაიძრებიან ელმავლები,ჩაქრებიან ლამპიონები და ყოველივეს ფერი ეცვლება,იცვლება ყოველივე...რაც ნაზი იყო,იდუმალი,მიუწვდომელი.მე მეშინია ახლაც,ვფიქრობ,მოვა დრო,როცა სამუდამოდ გათენდება,სამუდამოდ ამოხეთქავენ ჩემი ცოდვები მიძინებული სულის ხვეულებიდან და მე გამიჭირდება გამარჯვება.მე ახლა თუ შევძლებ გამარჯვებას!-ეს იქნება საოცარი უზენაესი გამარჯვება...სწორედ ახლაა დრო.დრო,რომელიც ფეხზე დაიკიდა თანამედროვე აზროვნებამ და სწრაფვამ მატერიალიზმისაკენ...ყოველი ჩვენი დღე,კალენდარზე მოხეული,შორს მოსროლილი ფურცელია და მეტი არაფერი... 
მეძახის ისევ,ჩემი მე:-აღსდექ!დადექ იქ,სადაც შენი სული ჰპოვებს მოსვენებას.გაიღვიძე!გამოდი ბნელი ხვეულებიდან სანამ საბოლოოდ არ ჩაგმარხეს და მოგაყარეს მიწა ცოცხალს.მერე იგმინე და ივალალე სამარიდან-როცა არავინ იქნება შენი მშველელი და შემწყნარებელი,როცა სრულიად არავის შეეცოდები.გამოდი!შენივე სულით მაგრად ჩაებღაუჭე შენს სხეულს და ათრიე სინათლემდე...ახლა რას გევხარ?!შენი სული და ხორცი აქედანვე გაჰყრიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე მოქმედებენ...ნუ დაემსგავსები ცოცხალ მიცვალებულს!რად გინდა ლექსი,სიმღერა?!თუ არ გამოჩნდი და გამომზიურდი...იჯექი მაგ შენს სოროში მხოლოდ სხეული და ელოდე შენს განაჩენს,სადაც არავინ გაგამართლებს ასეთს.მოიძულე შენი თავი და გთხოვ!გამოდი! 

მაგრამ მე...მე რა ვუპასუხო ამ ჩემს შინაგან ძახილს?!გაცვდა სიტყვები ბრძოლისათვის:,,დავიღალე,აღარ შემიძლია,,-მრცხვენია კიდეც ამის მთქმელ ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე კაცს საკუთარი თავის...არა,დღეს აღარაა დრო გამოუცნობ სიღრმეებში წოლის და ძილის.ახლა სულს სურს მძაფრად დაყვირება,რომ : -მე მოვდივარ!-მე ღარ მინდა მივმართო მსოფლიოს:-მომეშველე!.იმიტომ რომ ვიცი-კვლავ არავინ მოვა,არავინ გამცემს ხმას ისევ ძველებურად შეირხევა სარკმელთან ფარდა...ისევ გამოჩნდებიან ცნობისმოყვარე თვალები და არა დახმარების სურვილით ანთებული ორგანოები... 
მე მოვუწოდებ მსოფლიოს: 
-კმარა ხვეულები!თქვენი დაღლილი სხეულებიდან მოჟონავს სიცარიელის სიხლი,ყოველი წვეთი დაეძებს თქვენს სულს-დაკარგულს თქვენში,რომ სამუდამოდ შეიერთოს და გახდეს ერთი,ერთი მიზნით მოძრავი სულიერი და ხორციელი ელემენტების ჯამი.რათა სიკეთე გამოიხმოს თქვენმა ადამიანობამ და უკვდავეყოს საკუთარ არსებობას... 

თქვენც თანდათან ბნელდებით,მაშინ როცა ასე ახლოა საუკუნო გათენება...დღე როდესაც თქვენი ცოდვების განწირულებით ამოხეთქავენ საფლავებიდან-თქვენი სულებიდან...და გაირჩევა ყოველი ჩვენში,მაშინ როდესაც ახლა მაგრად მივკვრივართ ერთმანეთს და ავრეულვართ ერთმანეთში.ვამბობ,ტალახია ეს ყველაფერი,,რასაც ეწოდება-მიწა,, 
მე კვლავ მეშიანია...ჩემი სიტყვები მეტად სუსტია მსოფლიოსათვის და მე არ ვჩანვარ...მაინც,აღარასოდეს მივმართავ მსოფლიოს:-გადამარჩინე!-ვიცი,ისევე შეირხევა სარკმელთან ფარდა... 
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 954 | დაამატა: dzilisguda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz