საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მაისი » 14 » ჩანახატები
6:33 PM
ჩანახატები

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ!


მე დღევანდელი დღის ხმა მესმის. დღევანდელი მუსიკა, დღევანდელი გალაკტიონის თოვლი, დღევანდელ სითბოს ვგრძნობ და დღევანდელი სიხარული მაარსებებს. არ ვიცი რა იქნება ხვალ . რა იქნება ზეგ ან მის შემდეგ. რა იქნება იქით, ან აქეთ, რა დარჩება და რა გაქრება. მაგრამ ვიცი რომ ის ყოველთვის იარსებებს ჩემში. ის გულის ფეთქვა, ის ხმაური, ის აურზაური , ის საოცარი გრძნობა , ის ღიმილი მის სახეზე რომ დავინახე, ის ცრემლები ჩემი თვალებიდან შეუჩერებლად რომ მოდიოდნენ და მე უძლური ვიყავი, უსუსური, დაღლილი, მომავლის იმედდაკარგული, ღიმილ-გამქრალი, სიყვარულ-დაჩაგრული, ძალიან ძლიერი მაგრამ ძალა-გაუფერულებული, შყვარებული,, .. სიჩუმის ხმა ისმოდა მხოლოდ, აუტანელი სიჩუმის შემზარავი ხმა და მე მაინც ბედნიერი ვიყავი. მაწვიმდა საკუთარი ცრემლები და მე მაინც მიხაროდა. მეყვირებოდა ჩემი გრძნობები და მაინც მშვიდი ვიყავი . აურზაური ტრიალებდა ჩემს თავში , მაგრამ მაინც ემოცია-დაცლილი ვიყავი. მეზეიმებოდა მისი ღიმილი, მაგრამ მაინც უსაშველოდ სევდიანი ვიყავი. მეტირებოდა მისი დაჩაგრული გული (მისი და არა მისგან ) მაგრამ მაინც ხალისიანი ვიყავი. მედღესასწაულებოდა მასთან ყოფნა, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. ის ხომ იყო და თან არ იყო . ის ხომ რჩებოდა და თან მიდიოდა. ის ხომ, არავინ იცოდა როდის დაგვტოვებდა. ის ხომ ერთადერთი იყო ვის გარდასვლასაც ვერასდროს შევეგუებოდი. ის ხომ ის იყო ვინც უნდა ყოფილიყო. ის ხომ ჩემი ერთადერთი ოცნება იყო.
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ ! მე დღეს სასწაული ვნახე ამიტომ არ ვიცი რა იქნება შემდეგში. მე დღეს უფლის უდიდესი წყალობა ვიხილე და ხმამაღლა ვყვიროდი "დიდება უფალს” "დიდება და მადლობა უფალს!” იცით რა ვნახე? ჩემს სახლთან განწირული ადამიანის გადარჩენას შევესწარი. საშინელი ავარია მოხდა: უზარმაზარი ამწე შეეჯახა მსუბუქ ავტომობილს და ეს მსუბუქი ავტომობილი ისეთ მდგომარეობაში ვიხილე, რომ მანქანის მარკა ვერ გავარჩიე. მძღოლის მხარეს შეეტაკა . და ეს ადამიანი თავისი ფეხით გადმოვიდა მანქანიდან ცოცხალი და უვნებელი, მაგრამ განა მხოლოდ ეს იყო? გასკდა ორი უზარმაზარი გაზის ბალონი და არცერთი არ აფეთქდა ,, მშვიდად დაიცალა ორივე. და განა ეს სასწაული არაა? ვუყვარვართ უფალს ადამიანებო! თან როგორ ვუყვარვართ. ჩვენ კი მადლობის თქმაც გვავიწყდება ხშირად. დიდება და მადლობა უფალს! მადლობა იმისთვის, რომ ასეთი სასწაულები ხდება, რომ კვლავ არსებობს ჩვენში სიყვარული, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ადამიანები : ისინი ვინც დაუფიქრებლად მისცვივდნენ ორივე მანქანას და მგზავრებს გადმოსვლაში დაეხმარნენ ( ამ დროს ბალონები საშინელი ხმით იცლებოდა და ყოველ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყვნენ), მადლობა რომ ისევ მოვიდა გაზაფხული, რომ სულ მალე ისევ აყვავდება ნუში, მადლობა რომ მე მისი თავი მაჩუქა, რომ მე ქართველად დავიბადე, რომ ვარსებობთ, მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა.
არ ვიცი რა იქნება ხვალ! მაგრამ მე დღეს მიყვარს! დღეს მიყვარს შეუფასებელი განუზომელი გრძნობით, აღტაცებით, სიხარულით, ემოციებით. ვართ დღეს და არ ვიცით ვიქნებით თუ არა ხვალ . და არც მინდა ვიფიქრო ხვალ-ზე , ეს მხოლოდ ტკივილს მოიტანს, ნებისმიერ შემთხვევაში ტკივილს მოგვაყენებს. დაე გვიყვარდეს დღეს ! დაე გვერქვას "ჩვენ” დღეს ! დაე ვკითხულობდეთ გალაკტიონს დღეს ! დაე გვიბრწყინავდეს თვალები დღეს! დაე ვიყოთ ღირსეულნი დღეს! რათა ხვალ , იმ ერთის წასვლის შემდეგ გულდაწყვეტილი მოგონება დაგვრჩეს იმაზე, რომ არ ვიყავით კმაყოფილი იმით რაც გვქონდა და ახლა როცა აღარაფერი გვაქვს მაინც მადლობელი უნდა ვიყოთ რომ გუშინ გვქონდა იმიტომ, რომ ვიღაცას ეგეც არ ქონია.
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ! მაგრამ მე დღეს სიყვარულზე მეტად მიყვარხარ ! მადლობა უფალს შენი თავი, რომ მაჩუქა , თუნდაც ერთი წამით.


wyaro:www.memento.ge
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1086 | დაამატა: dzilisguda | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-05-16
- კარგიიი




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz