საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მაისი » 14 » ჩანახატები 1 .
2:44 PM
ჩანახატები 1 .
ვიგრძენი ქსოვილებში გამახვიეს და ფრთხილად დამაწვინეს.ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა.
- გამარჯობა გულო!
- გაგიმარჯოს!
- სადა ვართი
- შენ დღეს იშვი და დღეიდან იწყებ ცხოვრებას.
- რას ნიშნავს ცხოვრებაი
- ცხოვრება სიყვარულისა და სიძულვილის ჭიდილია.
- ეს რაღააი
- მე რომ ასე გამალებით ვფეთქავ სიყვარულის ბრალია. შენზეა დამოკიდებული, რამდენადაც შემოუშვებ სიძულვილს ჩემში, იმდენად შევანელებ ფეთქვას.
- გამაცანი სიყვარული...
- ეს მე ვარ... ხომ მომიფრთხილდები, ხომ არ დაგავიწყდებიი! - ხმა ამოიღო სიყვარულმა.
- ნუ გეშინია, ყოველდღე გესაუბრები და... როგორც დამარიგებ ისე მოვიქცევი.
- მაშინ, გაახილე თვალები და უსმინე სხვებს...
....................................................................
გული სულ უფრო ნელა და ნელა ფეთქავდა. უცებ გაიღო კარი, ვიღაცა ფეხაკრეფით შემოვიდა და სწრაფად ჩაესო გულს.
- ვინა ხარი - იკითხა აძგერებულმა გულმა.
- სიყვარული ვარ, სიყვარული! - უპასუხა უნებართვოდ შემოჭრილმა და უფრო ღრმად გაიდგა ფესვები თბილ სამყოფელში...
მთელი დღე არანორმალურივით დაეხეტებოდა ბიჭი. თუმცა რა იყო ამაში ცუდიი - უბრალოდ დღეს ის არ იყო ისეთი როგორიც უწინ, ახლა შეეძლო ამ თავსხმა წვიმაში საათობით მდგარიყო, ეცეკვა, ემღერა, ეყვირა... უკვირდა აქამდე როგორ ვერ შეამჩნია ნაზი არსება, რომელმაც დღეს ასე აუფორიაქა გული... და ბიჭმა ისევ დაიწყო ფიქრი სიყვარულზე...
სამაგიეროდ გოგონას გულს ვერ ეკარებოდა სიყვარული. ეშინოდა ვაითუ მისმა გულმა ვერ გამიძლოს და თავი ვერ შეიკავოს. მამაკაცებს აღიზიანებთ უთავმოყვარეო და სიამაყის გრძნობა დაკარგული ქალები; ბიჭსაც რომ შესძულდეს მერე რაღა ვქნაოი! - ეგოიზმმა სძლია სიყვარულს, ბიჭს თავს არ ანებებდა და გოგონასაც არ ეკარებოდა. მალე ბიჭმა მოსვენება დაკარგა, სიხარული ტანჯვად გადაექცა. იგრძნო სიყვარულმა, შეებრალა ბიჭი და გოგონას მიაშურა...
ოდნავ შეაღო კარები, ღრიჭოდან ოთახში შეიხედა და დახეთ საოცრებას! გული გამალებით ფეთქავდა, იქვე სიყვარული ეჯდა და თეთრი ყვავილებით ამკობდა, მერე მან თავი მაღლა ასწია და იკითხა:
- ვინ არისი
- უკაცრავად სხვაგან მოვხვდი -უპასუხა სიყვარულმა და უკან გამობრუნდა.
აღარ შეეძლო სიყვარულს, იმის ცქერა, თუ როგორ იტანჯებოდა ბიჭი; მასთან ერთად ათევდა ღამეებს, მასთან ერთად ყვიროდა, ტიროდა, ლოცულობდა... მოკვდებოდა და ვერ მიატოვებდა ისე უყვარდა სიყვარულს ბიჭი. იცოდა თვითონ იყო დამნაშავე მის უბედურებაში, ნანობდა რატომ აქამდე არ მივიდა გოგოსთან რატომი! რატომი! რატომ... არ იცოდა რით გამოესყიდა ცოდვა, ბოლოს აიღო დანა და საკუთარი სისხლით შეღება...
......................................................................
აღარსად იყო მშვენიერი და კეთილი გრძნობა.
სიძულვილი გამეფებულიყო გულში და თუ სხვა ადამინთა გულებში წააწყდებოდა სიყვარულს, ცდილობდა მოესპო, როგორმე გაენადგურებინა. მთელ სხეულს ჟრუანტელივით დაუარა სიძულვილმა. სისხლში, ძარღვებში, გონებაშიც კი შეაღწია, მხოლოდ გულის ერთ კუნჭულს ვერ ეკარებოდა,- ადგილს სადაც მკვდარი სიყვარული იყო დამარხული.
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1048 | დაამატა: ana-ana | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-05-14
- ვაიმეეეე ცრემლი მომადგა ძალიან მაგარი ჩანახატია გთხოვ ასეტები კიდე დადე რა ძაან გთხოვ




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz