საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » Breaking Dawn ♥
12:25 PM
Breaking Dawn ♥

საახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხე

თავი პირველი

დანაშაული


რამდენჯერაც უნდა გამევლო შინისაკენ მიმავალ გზაზე,სატელეფონო ბოძებსა და საგზაო ნიშნებზე მიკრული წვიმისგან გაცრეცილი ფლაერები მუდამ თვალში მხვდებოდა და ჩემს ავტომექანიკოსს ძალაუნებურად მახსენებდა.გზაზე,სადაც ყოველ მეტრში მისი სურათი იყო გამოკრული, მასზე ფიქრს ვერსად გავექცეოდი.პორტრეტის გაკვრა წარწერით – ''დაიკარგა" ჯეიკობის მამის კი არა, მამაჩემი იდეა იყო.ჩარლიმ ასეთი პოსტერები არა მხოლოდ ფორკსში,პორტ–ანჯელესში,სექვიმში,ჰოქვიემში,აბერდინში და ოლიმპიის ნახევარკუნძულიას ყველა ქალაქში გააკვრევინა. ვაშინგტონის შტატის პოლიციის ყველა განყოფილებაშიც იგივე განცხადება იყო გამოკრული,ფორკსის განყოფილებაში კი მთელი კედელი ჯეიკობს ეძღვნებოდა.თუმცა,ჩარლისდა სამწუხაროდ,არავისგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.მამაჩემი ყველაზე მეტად თავის საუკეთესო მეგობარ ბილიზე,ჯეიკობის მამაზე,ბრაზობდა – ბილი სახლიდან ,,გაქცეული" თექვსმეტი წლის ვაჟიშვილის ძებნით თავს დიდად არ იწუხებდა.ბილიმ ლა–პუშის რეზერვაციაში,სადაც ჯეიკობი ცხოვრობდა,განცხადების გაკვრა იუარა.დაიჟინა,ჯეიკობი უკვე დიდი ბიჭია და თუ მოუნდებ, თვითონ დაბრუნდება, მე ვერაფერს ვაიძულებო. ჩარლი მეც მიბრაზდებოდა, რადგან ბილის მხარი დავუჭირე. პოსტერების გაკვრა არც მე მინდოდა, რადგან მეც და ბილიმაც ვცოდით სად იყო ჯეიკობი და რატომ არავის ხვდებოდა.ახლაც,განცხადებების დანახვაზე,ყელში ბურთი გამეჩხირა და თვალებზე ცრემლი მომადგა.კიდევ კარგი,ამ შაბათ სანადიროდ იყო,თორემ ჩემი მწუხარე სახის დანახვაზე ედვარდიც საშინლად იგრძნობდა თავს.ქუჩის კუთხეში შევუხვიე თუ არა,სახლის წინ გაჩერებული მამაჩემის საპატრულო კრუიზერი დავინახე.დღეს სათევზაოდ არ წასულა.ჩემი ქორწილის გამო ისევ უგუნებოდ იყო.ესე იგი,სახლიდან ვეღარ დავრეკავდი.არადა,უნდა დამერეკა.მანქანა ჩემი პიკაპის უკან გავაჩერე და განსაკუთრებული შემთზვევებისთვის განკუთვნილი ედვარდის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი ამოვიღე.ნომერი ავკრიფე და დაველოდე. 
–გისმენთ – მიპასუხა სეთ ქლიარუოტერმა და შვებით ამოვისუნთქე.მის უფროს დასთა,ლეასთან დალაპარაკებისა მეშინოდა.ფრაზას ,,თავს წაგაჭამ" ლეა პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდახოლმე. 

–გამარჯობა,სეთ ბელა ვარ. 
–ოჰ ბელას გაუმარჯოს! როგორ ხარ? 
,,ცუდად,თავგზააბნეული". 
–კარგად 
–გაინტერესებს,რამე სიახლე თუა? 
–ნამდვილი ნათელმხილველი ხარ. 
–ნამდვილი ნათელმხილველი ელისია.შენ კი ძალიან ადვლად ამოსაცობი ხარ, – გამეხუმრა.ლა–პუშელი ქვილიუტების ხროვის წევრებიდან მხოლოდ სეთს არ ეხამუშებოდა კალენების სახელების წარმოთქმა. 
–ვიცი, – წუთით შევყოყმანდი, – როგორ არის? 
–ისევ ისე, – სეთმა ამოიოხრა, – ვიციღ,რომ ჩვენი ესმის,მაგრამ არ გველაპარაკება.ცდილობს,ადამიანურად აღარ იფიქროს და ინსტინქტებს მიენდოს. 
–თუ იცი,სად არის? 
–სადღაც ჩრდილოეთ კანადაში.ვერ გეტყვი,რომელ პროვინციაში.შტატის საზღვრებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. 
–როგორ ფიქრობ, უკან... 
–დაბრუნებას არ აპირებს,ბელა.ვწუხვარ. 
–არა უშავს,სეთ.ყოველი შემთხვევისთვის გკითხე.იმედს მაინც არ ვკარგავ. 
–ჰო.ჩვენც ეგრე ვართ. 
–გმადლობ,რომ სიახლეებს მიყვაბი,სეთ.ვიცი,სხვები გიბრაზდებიან ამის გამო. 
–გულზე დიდად არც ერთს არ ეხატები, – ლაღად დამეთანხმა, – რაც,ჩემი აზრით,არასწორია.ჯეიკობმა თავისი არჩევანი გააკეთა,შენ – შენი.ჯეიკს არ მოსწონს მათი შენდამი დამოკიდებულება.თუმცა,არც ის უხარია მაინცდამაინც,რომ მისი ბედი გაღელვებს. 
–მეგონა,არ გელაპარაკებოდათ. 
–რაც უნდა ეცადოს,ყველაფერს მაინც ვერ დამალავს. 
მაშ ჯეიკობმა იცოდა,რომ მასზე ვღელავდი.დავიბენი.ძალიან კარგი,ის მაინც იცოდა რომ საერთოდ არ დამვიწყებია.ვინ იცის, იქნებ ერთ დროს იმასაც კი ფიქრობდა,რომ ესე შემეძლო. 
–კარგი, დროებით... იმედია,ქორწილში გნახავ, – ძლივს წარმოვთქვი ბოლო სიტყვები. 
–ჰო,მე და დედაჩემი მოვდივართ.მიხარია,რომ დაგვპატიჟე. 

გამეცინა.მეც მიხაროდა,რომ ედვარდმა ქლიარუოტერების დაპატიჟება მოიფიქრა.სეთის იქ ყოფნა რაღაცნაირად შეავსებდა ჩემი საუკეთესო მეგობრისა და მეჯვარის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს. 

–ედვარდი მომიკითხე, კარგი? 
–აუცილებლად. 

უდვარდისა და სეთის უეცარი დამეგობრება ჯერაც მაშფოთებდა.მეორე მხრივ,ეს ცხადი სამხილი იყო იმისა,რომ თუ ვამპირები და მაქციები მოინდომებდნენ ,თანაარსებობაც შეეძლოთ. 

–ეს, – ხმას დაუწია სეთმა, – ლეა მოვიდა. 
–ო, მაშინ ნახვამდის! 

გათიშული ტელეფონი მანქანის სავარძელზე დავტოვე და ჩარლისთან შესახვედრად მხნეობა მოვიკრიბე. 
საახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხესაახალწლო ნაძვის ხე

კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1045 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-02-09
- tako_tako_ milz, ზუსტად ასეთი არაა ფილმი ეს უფრო სხვანაირი და უფრო როგორ ვთქვა უფრო მომწონს მე




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz