საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ბედნიერება
1:34 PM
ბედნიერება
მეცნიერული განმარტებით- ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა. სხვადასხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, რელიგიური და ფილოსოფიური მიდგომები ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ ბედნიერება და დაადგინონ მისი წყაროები. სხვადასხვა კვლევითი ჯგუფები, მათ შორის დადებითი ფსიქოლოგიის, ცდილობენ სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით უპასუხონ კითხვებს თუ რა არის "ბედნიერება", და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას.
ფილოსოფოსები და რელიგიური მოაზროვნენი ხშირად განსაზღვრავენ, რომ ბდენიერება დაფუძნებულია კარგ პირობებში ცხოვრებაზე და არა უბრალოდ ემოციებზე.

და მაინც რა არის ბედნიერება? ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს მას, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხსნის, რას განიცდის, როდესაც ის ბედნიერია. გამიგია, რომ ბედნიერების დროს ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს თითქოს მას გამაყუჩებელი გაუკეთეს და ერთი კონკრეტული შეგრძნების გარდა სხვას ვერ აღიქვამსო... (მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება).
ბედნიერებას არ აქვს ზუსტი დეფინიცია, იგი შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდეს სხვადასხვა ადამიანისთვის. ბედნიერების განსასაზღვრად უნდა დადგინდეს არა კონკრეტულად ერთი ინივიდისთვის რას წარმოადგენს ბედნიერება, არამედ ზოგადად რა იწვევს ამ განცდას.
ემოციების სახელმძღვანელო"-ს მეორე გამოცემაში (2000 წელი) ევოლუციური ფსიქოლოგები ლედა კოსმიდესი და ჯონ ტუბი აცხადებენ, რომ ბედნიერება მოდის მოულოდნელი პოზიტიური მოვლენების შედეგად. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას - როდესაც არ მოელი და რაიმე კარგი ხდება ადამიანის ცხოვრებაში მაშინ უფრო მეტად გიხარია! წინასწარი მოლოდინით უკვე შეგუებული ხარ და ისე მძაფრად ვეღარ შეიგრძნობ სიხარულს. ამიტომაა ალბათ, რომ საჩუქრებს წინასწარ არ ვჩუქნით ერთმანეთს.

ფსიქოლოგ, მარკ ლირის კვლევებს თუ დავეყრდნობით, რომელიც მან 1995 წლის კონფერენციაზე წარმოადგინა სახელწოდებით „ფსიქოლოგია დღეს", ადამინი ყველაზე მეტ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როდესაც მას აქებენ. ეს მოსაზრება აზრს მოკლებული ნამდვილად არაა. ისეთი ადამიანისაგან, რომელიც შენთვის ავტორიტეტია ქების მოსმენა ნამდვილად ბედნიერებაა, მით უფრო თუ ეს შენს კარიერულ წინსვლაზე მოახდენს გავლენას. შექების მომენტი ცოტა სპეციფიკურია და ძალიან კონკრეტულია. ჩვენ გვინდა ამ გრძნობის განზოგადოება.
2009 წლის მარტში გამოცემულ ჟურნალში „დადებითი ფსიქოლოგია" სარა ალგოი და ჯონათან ჰეიდთიმ განაცხადეს, რომ ბედნიერება შეიძლება დაკავშირებული იყოს მძაფრ ემოციურ განცდებთან, როგორიცაა მაგალითად: კმაყოფილება, მხიარულება, ეიფორია, გამარჯვება და გართობა.
Boston.com-ის 2009 წლის 23 აგვისტოს მიმოხილვის თანახმად დადგინდა, რომ ფული სულაც არ იწვევს ბედნიერებას, მანამ, სანამ იგი არ იქნება გამოყენებული რაიმე მიზნით. როდესაც ადამიანს აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ კარგად იცხოვს, შეიქმნას კომფორტი და ჰქონდეს საკმარისზე მეტი სახარჯი ფულიც კი არ ხდის მას აბსოლუტურად ბედნიერს.
ჰარვარდის უნივერსიეტეტის ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ ადმიანები მაშინ უფრო მეტ ბედნიერებას განიცდიან, როდესაც ფულს ხარჯავენ სხვებისთვის, ვიდრე თავისთვის.

ფსიქოლოგ მარტინ სელიგმანის კველვის თანახმად კი ადამიანს ბედნიერებას განაცდევინებს:

1. სიამოვნება (გემრიელი საჭმელი, თბილი აბაზანა და სხვ.)
2. დაოჯახება
3. ურთიერთობები (აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია სოციალური კავშირები)
4. მნიშვნელობა (იგულისხმება ადამიანის დანიშნულება, შეგრძნება იმისა, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ ბედნიერებას განგაცდევინებს)
5. მიღწევები (როდესაც აღწევ წარმატებებს)
ზოგიერთი ადამინისთვის ძალიან ცოტა სიხარულია საკმარისი ბედნიერებისთვის. ზოგისთვის კი არა...

ვფიქრობ, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ უნდა ველოდეთ სასწაულების მოხდენას, რომ ბედნიერი გავხდეთ, ყოველღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიპოვოთ ბედნიერი მომენტები. რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რასაც ყოველდღე ვხვდებით. ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტალურმა და შესაძლოა ძალიან უმნეშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი და მზად ვიყოთ ბედნიერების მისაღებად. უარი არ უნდა ვთქვათ სულ ცოტა ბედნიერებაზეც კი. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა, იმისთის, რომ სულ ცოტა ბედნიერებაც კი მოვიკლოთ...

ყველას გისურვებთ, რომ ერთი დღეც კი არ გაგეტარებინოთ ბედნიერების გარეშე!
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1118 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2011-11-12
- kii ratomacc araa maraa martoo eg araa smile

null  Takk♥
null360
null823
null600

null  Leluka♥))
null319
null1025
null64

null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181

null  -Gamura^^
null239
null1153
null23134

null  KaThY❤
null154
null405
null21

null  -ტრიქსი
null152
null591
null9

null  NinY♥
null147
null724
null32767

null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz