აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლედი გაგას ჩაცმულობა გაუკრიტიკა. "როდესაც მე ის კალიფორნიაში დავინახე, პირდაპირ გეტყვით, შემეშინდა, ის 20-სანტიმეტრიან პლატფორმაზე იდგა, მისმა გარეგნობამ საშინლად იმოქმედა ჩემზე" - აღნიშნა პრეზიდენტმა. დედა მონსტრი ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, თუმცა ვარსკვლავის განრისხებულმა ფანებმა უკვე ააჭრელეს ფორუმები ობამას კრიტიკით. პრეზიდენტისა და ლედი გაგას ოფიციალური შეხვედრა facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორის, შერილ სანდბერგის სახლში გაიმართა. ღონისძიებას 70 ადამიანი დაესწრო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმშიმიმდინარეობდა. პოპ-ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პირველ ლედის ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის თემაზე გაკეთებული ყველა განცხადებისთვის.
|