|
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ანეკდოტები
|
ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ბავშვს ეკითხებიან: -რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? - მდგმური! ჯალათს სახრჩობელისკენ მიჰყავს სიკვდილმისჯილი. ცივა,უბერავს,წვიმს. სიკვდილმისჯილი წუწუნებს. -რა არის, რა ამინდია, სულ გავიყინე! -ეჰ,შენ რა გენაღვლება - ეუბნება ჯალათი, მე კიდევ უკან უნდა დავბრუნდე
– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი? – რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ...
ჯოჯოხეთში ქალებს "ღებულობენ". – რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცდაათჯერ. – კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცჯერ. – კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ერთხელ... – ჭინკებო! აიყვანეთ ოცამდე და კუპრში! შემდეგი...
- უკაცრავად, თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ. - მართლა, მეც არ მეგონა საიდან მიბერავდა?!
- გააქვთ კანფეტი ,,ძროხის ფრთა”? - რა სისულელეა! - ვერ გავიგე ,,ჩიტის რძე” არ არის სისულელე?!
სვანს თავის ხვრინვაზე გაეღვიძება და მეორე ოთახში გავა.
- ქორწინების მერე კაცი მართლა ძალიან იცვლება? - რატომ? - აი, მე ქორწინებამდე ყველა ქალი მომწონდა. - ახლა? - ახლა ყველა, ერთის გარდა.
გურული ეკითხება სადგურის მორიგეს: - ოზურგეთის მატარებელი მალე მუა? - დღე-დღეზე ველოდები, - დაამთქნარა მორიგემ.
დაუპატიჟებელ სტუმარზე უარესი, მხოლოდ გაუსტუმრებელი სტუმარია.
პარლამენტართან მიღებისას: - უკაცრავად, ბატონო, ამდენ დროს რომ გართმევთ ჩემი საქმეებით. - არა უშავს, არა უშავს... მაინც არ გისმენთ.
ერთმა აგარაკი იქირავა და დილით სათევზაოდ მიმავალმა გლეხს ჰკითხა: - გეთაყვა, ამ ტბაში თევზაობა ნებადართულია? - რა თქმა უნდა. - მაშასადამე, თუ თევზს დავიჭერ, დანაშაული არ იქნება? - არა ბატონო, დანაშაული რას მიქვია, ეს სასწაული იქნება.
- რა ამბავია არისტო, მეოთხეჯერ რომ იცვლი ბინას? - ცოლს არ მოწონს და რა ვქნა? - ცოლი გამოიცვალე, შე კაცო!
- გუშინ ზინას გავეხუმრე და ეწყინა, ასე მითხრა წელს ქვემოთ ხუმრობებს ვერ ვიტანო. - რაზე გაეხუმრე? - მკერდზე.
|
კატეგორია: სახალისო |
ნანახია: 1101 |
დაამატა: dzilisguda
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|