საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » 10 ვარსკვლავი, რომელმაც ვარცხნილობა "VOGUE"-სთვის შეიცვალა
7:06 PM
10 ვარსკვლავი, რომელმაც ვარცხნილობა "VOGUE"-სთვის შეიცვალა
10 ვარსკვლავი, რომელმაც ვარცხნილობა "VOGUE"-სთვის შეიცვალა

"VOGUE" ისეთი დონის ჟურნალია, რომ მის გარეკანზე მოსახვედრად სელებრითები
მრავალ შეთანხმებაზე აწერენ ხელს. ერთ-ერთი მათგანი ვარცხნილობის შეცვლაა,
რომელი გადაწყვეტილების წინაშეც არაერთხელ დამდგარა სხვადასხვა ვარსკვლავი.
ხშირად ამგვარი ცვლილება ამართლებს, ხშირად არა. ამჯერად წარმოგიდგენთ,
10 სელებრითს, რომელმაც ვარცხნილობა სპეციალურად "VOGUE"-სთვის შეიცვალა.
1. ნატალი პორტმანი
ნატალი პორტმანი იმ მსახიობთა სიას მიეკუთვნება, რომელიც გამორჩეულია როგორც
ნიჭით ისე გარეგნობით. ის, რომ ნატალის დახვეწილი ნაკვთები აქვს, იმითაც მტკიცდება,
რომ მან მოირგო როგორც გრძელი და საშუალო, ისე სრულიად მოკლე ვარცხნილობა და
ყველა მათგანში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რაც შეეხება, "VOGUE"-ს, მან
ჟურნალისთვის მოკლედ შეჭრილი კარეთი და წინ ჩამოყრილი ჩოლკით იპოზიორა.
2. ტეილორ სვიფტი
ერთ-ერთი უკანასკნელი სელებრითი, რომელიც "VOGUE"-ში გადაიღეს გახლავთ
ტეილორ სვიფტი, რომელმაც ძალზე დახვეწილი და მოდური ფოტოსესია წარმოადგინა.
მან მცირედი ცვლილება შეიტანა ვარცხნილობაში. კერძოდ, ოდნავ შეიმოკლა სიგრძე,
გაისწორა თმები და გვერდზე გაყოფილი ჩოლკის ნაცვლად, წინ ჩამოყრილი ჩოლკა მოირგო.




3. გუენიტ პელტროუ

გუენიტ პელტროუმ "VOGUE"-ს გარეკანზე მოსახვედრად თმა ოდნავ შეიმოკლა
და აიჩეხა. მიუხედავად წარმატებული ფოტოსესიისა, ბევრმა ადამიანმა აღნიშნა,
რომ გუენიტს საშუალოზე მეტად გრძელი თმა უხდება.



4. კოკო როშა
კოკო როშა "VOGUE"-სთვის დიდ დათმობაზე წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ
მას თითქმის ყველა ფოტოსესიასა თუ პოდიუმზე მუქი, ნატურალური თმის ფერი
ამშვენებს, "VOGUE"-ში მოდელმა მკვეთრი, ჟღალი ფერის თმა მოირგო. ამას გარდა,
კოკომ შუაზე გაყოფილი ჩოლკა წინ ჩამოყრილი ჩოლკით შეიცვალა.



5. რაქუელ ზიმერმანი

რაქუელ ზიმერმანის თმამაც მკვეთრი ცვლილება განიცადა. კოკო როშას მსგავსად, მანაც
ჟღალი თმის ფერი მოირგო, ოღონდ უფრო მუქი წითელი ფერი. აღსანიშნავია, რომ მას
ქერა თმები მეტად ნაზსა და ჰაეროვან იერს მატებს, ხოლო ჟღალი თმა უფრო გამომწვევს ხდის.



6. სელმა ბლერი

სელმა ბლერმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო "VOGUE"-ს გარეკანზე მოსახვედრად.
მან სადა, საშუალოდ შეჭრილი თმა შეიცვალა მეტად არაორდინალური ვარცხნილობით,
რომლის ერთი მხარე მოკლე, აპარსულია, ხოლო მეორე მხარე კი ბევრად გრძელი.



7. ბრიტ მარენი

ბრიტ მარენს ძალიან უხდება მოკლე თმა, ამიტომაც ფოტოგრაფები მის დაგრძელებას
არ შეეცადნენ, თუმცა ფერში მკვეთრი ცვლილებები შეიტანეს. გოგონას ქერა თმა
სტილისტებმა ლურჯი ფერით შეცვალეს, გვერდზე მოქცეული ჩოლკა კი ზემოთ აპრიხეს.



8. კარლი კლოსი

კარლი კლოსი "VOGUE"-ში სრულიად განსხვავებული იმიჯით გვევლინება. მისი გრძელი,
ყავისფერი თმის ვარცხნილობა სტილისტებმა მოკლე, სტაფილოსფერი ვარცხნილობით
შეცვალეს, რომელმაც მსუბუქ მაკიაჟთან ერთად კარლის ლუქი საკმაოდ დახვეწილი გახადა.



9. კირსტი ჰიუმი

"VOGUE"-ს სტილისტებმა კირსტი ჰიუმის თმის ფერში ცვლილებები არ შეიტანეს,
რასაც ვერ ვიტყვით მოდელის თმის სიგრძეზე, რომელიც სპეციალურად ამ
ფოტოსესიისთვის მნიშვნელოვნად დამოკლდა. როგორც ჩანს, აღნიშნული
ფოტოსესია იმდენად მნიშვნელოვანი იყო კირსტისთვის, რომ მან ამგვარი
სიგრძის თმა, ბიჭური ვარცხნილობით შეცვალა.



10. სიენა მილერი

სიენა მილერის თმამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, სპეციალურად
"VOGUE"-სთვის. სტილისტებმა მისი გრძელი თმა, შუაზე გაყოფილი ჩოლკით
დაამოკლეს და თმა გვერდზე გაუყვეს. უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებამ გაამართლა,
რადგან სიენა ფოტოსესიაში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 1001 | დაამატა: eleniko609 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-03-04
- ტეილორის მომეწონა




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz